ბოლო შანსი "ბარსელონას" ქართულ ოფიციალურ ფანკლუბში გასაწევრიანებლად

ბოლო შანსი "ბარსელონას" ქართულ ოფიციალურ ფანკლუბში გასაწევრიანებლად

გთავაზობთ "ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბის, Penya Blaugrana Tbilisi-ს განცხადებას:

"გაცნობებთ, რომ "ბარსელონას" ქართულ ოფიციალურ ფანკლუბში (Penya Blaugrana Tbilisi) გაწევრიანების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ოქტომბერი. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ფანკლუბმა კლუბს უნდა გადაუგზავნოს იმ პირების სია, რომლებსაც 2018 წლის განმავლობაში ექნებათ ოფიციალური ფანკლუბის წევრის სტატუსი.

ფანკლუბში გაწევრიანება შეგიძლიათ ამ გვერდზე: http://barca.ge/register/. წევრობის საფასური არის წელიწადში 30 ლარი სრულწლოვანი პირებისთვის; წელიწადში 19 ლარი 14-17 წლის პირებისთვის; წელიწადში 10 ლარი 13 წლამდე პირებისთვის. გაითვალისწინეთ: რეგისტრაცია დასრულებულია საწევროს საფასურის გადახდის შემდეგ.

ფანკლუბის წევრების პრივილეგიები: http://barca.ge/about/

ფანკლუბის წევრებს საწევრო ბარათებს დაუმზადებს "ბარსელონა" და გამოგზავნის მიმდინარე წლის დეკემბერში. ეს ბარათი მოქმედი იქნება 2018 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, თუ 30 ოქტომბრამდე დარეგისტრირებას ვერ მოასწრებთ, ფანკლუბში გაწევრიანებას ვეღარ მოახერხებთ 2019 წლამდე.

რაც შეეხება ფანკლუბის ფუნქციონირების დაწყებას: მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია და დიდი ალბათობით, ყოველ თამაშზე შეკრებებს დავიწყებთ ნოემბრის პირველ ნახევარში.

პატივისცემით, Penya Blaugrana Tbilisi-ს ადმინისტრაცია."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გოგიტა
    სტუმარი [?]
    #3 23 ოქტომბერი 2017 19:32
    0
    ციტატა: barcaman
    ციტატა: sany
    Kargi impormaciaa akedan aris vinme vinc opiciaulurad aris gawevrianebuli ?

    500 კაცზე მეტია უკვე გაწევრიანებული :)

    სადაა ფული მაგი კი არა სახში 20 თეთრიანს რომ დავინახავთ ვჩხუბობთ აგი ჩემია მე ვიპოვეო
    ადმინისტრატორი [?]
    #2 23 ოქტომბერი 2017 19:21
    0
    ციტატა: sany
    Kargi impormaciaa akedan aris vinme vinc opiciaulurad aris gawevrianebuli ?

    500 კაცზე მეტია უკვე გაწევრიანებული :)
    sany
    სტუმარი [?]
    #1 23 ოქტომბერი 2017 19:15
    0
    Kargi impormaciaa akedan aris vinme vinc opiciaulurad aris gawevrianebuli ?