ფეხბურთელებს ვალვერდეს დარჩენა სურთ
ბოლო დღეებში "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის მთავარი საკითხი ერნესტო ვალვერდეს გუნდიდან წასვლა-არწასვლაა.
"ლივერპულთან" განადგურებისა (0:4) და ჩემპიონთა ლიგიდან ზედიზედ მეორედ სამარცხვინოდ გამოვარდნის შემდეგ, ვალვერდეს მომავალი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
Sport-ის ჟურნალისტის, ალბერტ როგეს თქმით, ვალვერდეს დარჩენა სურს და მას მხარს ფეხბურთელებიც უჭერენ. ხელმძღვანელობა კი ფეხბურთელების წინააღმდეგ წასვლას მოერიდება.
კატალონიის რადიოს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობის უმეტესობას მიაჩნია, რომ ვალვერდეს უნდა წავიდეს და მას კლუბის საფეხბურთო დირექტორი პეპ სეგურაც მიჰყვეს.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი მარსალ ლორენტე კი ირწმუნება, რომ ვალვერდესა და სეგურას ბედი დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდება, მაგრამ ის მხოლოდ ესპანეთის თასის შემდეგ გახმაურდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 23 ]