ლუის სუარესი: "ლივერპულთან" მარცხის შემდეგ მინდოდა გავმქრალიყავი

ლუის სუარესი: "ლივერპულთან" მარცხის შემდეგ მინდოდა გავმქრალიყავი

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ლუის სუარესი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში "ლივერპულთან" მარცხს (0:4) იხსენებს.

"თამაშის მომდევნო დღეები ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში ყველაზე ცუდი იყო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატთან ერთად. მინდოდა გავმქრალიყავი.

არ მინდოდა შვილები სკოლაში წამეყვანა, რადგან ყველა ნახავდა, რომ ძალიან ცუდად ვიყავი. ეს იყო დღეები, როდესაც არაფრის კეთება მინდოდა. ძალიან რთული დრო იყო.

არ მეგონა, თუ "ლივერპული" ამას მოახერხებდა. ვფიქრობდით, რომ ამ მატჩში გოლის გატანის 2-3 მომენტი გვექნებოდა, მაგრამ ვნერვიულობდით და სულელურ პასებს ვაკეთებდით. სათანადო განწყობა არ გვქონდა.

პირველი გოლის გაშვების შემდეგ არ ვიცოდით, ამაზე რა რეაქცია უნდა გვქონოდა. მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ყველაფერი გავაფუჭეთ. თამაშის შემდეგ, გასახდელში, არავის არაფრის თქმა არ შეეძლო. მოწყენილობა, ბრაზი და იმედგაცრუება სუფევდა, რადგან ვიცოდით, რომ ამ თამაშმა ცუდი იმიჯი შეგვიქმნა." - ციტირებს ლუის სუარესის სიტყვებს Liverpool Echo.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 ივნისი 2019 00:21
    3
    უიიი გაქრი შენაა . . .