კიკე სეტიენი "იბიცასთან" მატჩის შემდეგ: პირველ ტაიმში გუნდი არ მომეწონა

კიკე სეტიენი "იბიცასთან" მატჩის შემდეგ: პირველ ტაიმში გუნდი არ მომეწონა

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, "იბიცასთან" მატჩი (2-1) შეაფასა. 

"პირველ ტაიმში ჩვენი გუნდი არ მომეწონა. თუმცა, ასეთი თამაშების მოგება ძნელია, მოედნის ხელოვნური საფარი და აგრესიული გუნდი, რომელიც თავს ძლიერად იცავს, საქმეს გირთულებს. 

ამ თამაშის გათვალისწინება მომავალში სარგებელს მოგვიტანს, სუსტი მხარეების გაუმჯობესება აუცილებელია. 

ვიცოდით, რომ ადვილი მატჩი არ იქნებოდა. "იბიცა" ძლიერი გუნდია, მათ დაცვაში კარგად ითამაშეს. პირველ ტაიმში მეტი წინააღმდეგობა იყო, შემდეგ კი, ისინი გადაიღალნენ, რადგან ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით. 

"გრანადასთან" მატჩში უფრო ვდომინირებდით, აქ კი ბურთი მეტჯერ დავკარგეთ. ამ მომენტებმა მეტოქე გამოაცოცხლა და ეს თავიდან უნდა აგვერიდებინა. 

ზოგადად, გუნდი კონცენტრირებული იყო, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში მოთმინება და სიზუსტე დააკლდა. "იბიცამ" ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა". - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 23 იანვარი 2020 01:05
    2
    სამაგიეროდ შენ მოგვეწონე ჩვენ, ისე საყვარლად იჯექი კუთხეში, ფიჩხიც კი მოგიგროვეთ გასათბობად პაწათი :)))