ჟოან ლაპორტა გუნდს პარიზში გაჰყვება
"ბარსელონას" სავარაუდოდ ახალი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა პარიზში "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩის გასამართად გუნდთან ერთად გაემგზავრება.
"ბლაუგრანა" ოთხშაბათს, 10 მარტს პსჟ-სთან სტუმრად ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური დაპირისპირების განმეორებით მატჩს ჩაატარებს. კატალონიელებს წინ, პირველი თამაშის 1-4 წაგების შემდეგ, ურთულესი შეხვედრა ელით.
ბარსელონელი ჟურნალისტის, ჟოან ვეჰილსის ინფორმაციით, ჟოან ლაპორტა საფრანგეთის დედაქალაქში გუნდთან ერთად გაფრინდება.
"ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნები ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დასრულდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, გამარჯვებული ლაპორტაა, რომელმაც ხმების 58.3% მიიღო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 28 ]