ემერსონი ტოტენჰემში გადასვლას დასთანხმდა
"ბარსელონას" მარჯვენა მცველის, ემერსონის "ტოტენჰემში" ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ემერსონი "ბლაუგრანას" დატოვებასა და ლონდონურ გუნდში გადასვლას დასთანხმდა. 22 წლის ფეხბურთელი და კლუბი ბოლო დეტალებს ათანხმებენ.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ბარსამ" და "ტოტენჰემმა" შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. სრული სატრანსფერო თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს - 25 მილიონი ფიქსირებული, 5 მილიონი ბონუსები.
ბრაზილიელი მოთამაშე კატალონიურ გუნდს ამ ზაფხულში შეუერთდა, მაგრამ მისი "ბარსელონური" კარიერა უკვე სრულდება. მან "ბლაუგრანაში" 3 თამაშის ჩატარება მოასწრო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 25 ]