ფრენკი დე იონგი ბარსელონადან წასვლასთან ახლოსაა

ფრენკი დე იონგი ბარსელონადან წასვლასთან ახლოსაა

ფრენკი დე იონგი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ "ბარსელონას" შემადგენლობის ხელშეუხებელ წევრებს შორის იყო, ახლა კლუბის დატოვებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დარჩენასთან - წერს AS-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი. 

მსგავს ინფორმაციას ავრცელებს Sport-იც. წყაროს ცნობით, ნიდერლანდელ ნახევარმცველს ისეთივე ავტორიტეტი აღარ აქვს, როგორც ადრე. მიმდინარე სეზონში მისი თამაში არც ისე შთამბეჭდავია, რაც კლუბის ხელმძღვანელებს არ ხიბლავთ. ამასთან ერთად, გუნდში "ლა მასიელი" ნახევარმცველების, გავისა და ნიკოს როლის გაზრდა და პედრის დაბრუნება ფრენკის შემადგენლობაში ყოფნის საჭიროებას ამცირებს. 

დე იონგის ტრანსფერით "ბარსას" საკმაოდ დიდი თანხის მიღება შეეძლება, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. Transfermarkt 24 წლის ფეხბურთელს 70 მილიონ ევროდ აფასებს. მისი შეძენით ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" ინტერესდებიან. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Gavi30
    სტუმარი [?]
    #3 21 იანვარი 2022 16:29
    8
    ეს გავყიდოთ მერე კიდე ვინმე ვარსკვლავი ვიყიდოთ ბუსკეცმა ითამაშოს ის ვარსკვლავი დაყ..ება დაა 7 ჯერ ნაკლებად გავყიდოთ ესბმარტო ბარსას თუ შეუძლია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 იანვარი 2022 16:28
    3
    კი ვერაა ფრენკი ისეთი მაგრამ გასაყიდად მენანება მაინც.ამაზე უკეთეს როცა მოიყვანენ მერე გაყიდონ.კაი გაყიდეს და გავი პედრიდან რომელიმე რომ დაიმტვრეს სკამზე პუჩი რჩება მარტო ?? სისულელეა ამის გაყიდვა
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #1 21 იანვარი 2022 16:26
    8
    ხო ეს გაყიდეთ და ბუსკვერცხი დატოვეთ