ჩავი: ხვალ დიდი მატჩი გველის
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, "გალათასარაისთან" მატჩის წინ, Barça TV-სთან საუბრობს:
ჩვენთვის ხვალ დიდი მატჩია, მერვედფინალში უნდა ვითამაშოთ. "გალათასარაის" ძალიან კარგი თავკაცი - დომენეკ ტორენტი ჰყავს, რომელსაც იდენტური ფილოსოფია აქვს, რაც ჩვენ. მას ზურგს გამოცდილება უმაგრებს.
"გალათასარაი" თურქეთის ჩემპიონატში ცუდად გამოიყურება, მაგრამ ევროპა ლიგაზე კარგად ასპარეზობს. რთული შეხვედრა გველის.
ხვალ ჩვენი მიზანი მოგება, დომინირება და საგოლე შანსების შექმნა იქნება. ის დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ, რაც ბოლო მატჩებში ვაჩვენეთ.
"ბარსასა" და "გალათასარაის" შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 23:55 საათზე, "კამპ ნოუზე" აიღებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 60 ]