ბარსელონა-სევილია - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბარსელონა-სევილია - ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

  • თამაშის დრო: კვირა, 20 ოქტომბერი, 23:00

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა "სევილიასთან" ხვალინდელი დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

"სევილია" დინამიური გუნდია. მათ ბურთის ფლობა უყვართ და ეს უნდა გავაკონტროლოთ.

დე იონგის სასტარტო შემადგენლობაში დაყენებაზე ვფიქრობდი, რადგან ის მზადაა, მაგრამ ვნახოთ.

შემიძლია გითხრათ, რომ გავი, ოლმო და ფერმინი მზადყოფნაში არიან. დიდი ალბათობით, ისინი სათადარიგოზე იქნებიან.

მეკარის პოზიცია? ხვალ ცვლილების მიზეზი არ არსებობს. პენია ძირითადში ითამაშებს.

ჩავისთან შეხვედრა? როდესაც გერმანიის ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ახლა სიტუაცია განსხვავებულია. ინიესტას ღონისძიებით ვისარგებლე და მას უბრალოდ ვთხოვე, ყავა ერთად მიგვერთვა. ჩავი ჩემი სახლიდან შორს არ ცხოვრობს. დანარჩენი ჩემსა და მას შორის პირადულია.

ჩემპიონთა ლიგაზე მეკარეების ცვლილება არ დაგვიგეგმავს. არასდროს იცი, რა მოხდება, მაგრამ ხვალ პენია ითამაშებს და ასე იქნება "ბაიერნთანაც". შჩესნითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

იამალს ვესაუბრე. ის 100%-ით მზადაა.

არსებობს შანსი, რომ ფატიმ ხვალ სასტარტოში ითამაშოს, მისი გაუმჯობესება შთამბეჭდავია, მაგრამ ანსუსთვის, რაფინიას თამაშის გათვალისწინებით, სათამაშო დროის მოპოვება იოლი არაა. ფაქტობრივად, ეს მარტივი არავისთვისაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #5 19 ოქტომბერი 2024 17:01
    0
    Შესნი ვერ ყოფილა ფორმაში, მაგრამ ეგ პენია სად მიქარავს არავინ არ იცის
    გულშემატკივარი [?]
    #4 19 ოქტომბერი 2024 16:59
    0
    ტეკი მოიპოვებს ძირითადში ადგილს, უფრო სწორი იქნება რომ ვთქვათ პენია მოაპოვებინებს ტეკს 🙂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 ოქტომბერი 2024 16:49
    0
    რაის პენია ბიჭო ხომ არ გარეკე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #2 19 ოქტომბერი 2024 16:31
    0
    დაასვენე იამალი ძამი ძამა
    Culé [?]
    #1 19 ოქტომბერი 2024 16:31
    1
    ერიჰაა რაიოო ბაიერნთან პენია იქნებაოო🤔😃😃😃 ფლიიკ რა გჭირს შეჩემა რა რისკაოზი ვინმე ხარ რაის პენია თუ ძმა ხარ ბარემ კლასიკოშიც დააყენე