ანდრეს ინიესტა: „ესპანეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია“
კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ესპანურ პრესასთან ინტერვიუში ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა, რომელიც ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება. იტყობინება, Football Espana.
"ჩვენ ვეცდებით მომავალი ევროპის ჩემპიონატი წარმატებით ჩავატაროთ და ამ მიზანს ვუახლოვდებით კიდევაც. ვფიქრობ, ჩვენს შემადგენლობას გამარჯვება შეუძლია. ისევე როგორც ყველამ, ჩვენმა ნაკრებმა დიდი ცვლილებები განიცადა, ჩვენ კვლავ ვეცდებით კარგი ფეხბურთის ჩვენებას და გულშემატკივრის ყურადღების მიპყრობას." - განაცხადა, ინიესტამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 44 ]