MD: მომავალ ზეფხულს "ბარსელონა" ბელერინს ან კანსელოს შეიძენს

MD: მომავალ ზეფხულს "ბარსელონა" ბელერინს ან კანსელოს შეიძენს

მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" ერთ-ერთ ყველაზე სუსტ წერტილს დაცვის მარჯვენა ფლანგი წარმოადგენს. სერხი რობერტო თავის მისიას თავს წარმატებით ვერ ართმევს.

ესპანური Mundo Deportivo იტყობინება, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მომავალ ზაფხულს მარჯვენა განაპირა მცველის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს. კატალონიელებს 2 ვარიანტი აქვთ: ექტორ ბელერინი ("არსენალი") და ჟოაო კანსელო ("ვალენსია").

ბოლო დროს "ლურჯ-ბროწეულისფრები" კანსელოს თამაშს თვალს აქტიურად ადევნებდნენ, პორტუგალიელის შეძენა იანვარშიც იყო მოსალოდნელი, თუმცა ტრანსფერი გაჭიანურდა.

რაც შეეხება ექტორ ბელერინს, ესპანელისადმი ინტერესი "ბარსელონამ" "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩის შემდეგ განაახლა. "ბლაუგრანას" სპორტული დირექტორი, რობერტო ფერნანდესი გუშინ ბელერინის "ბაიერნი" - "არსენალის" მატჩს დაესწრო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 45 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ini888
    სტუმარი [?]
    #5 16 თებერვალი 2017 18:28
    0
    Lanseloo AR Varga robertos doneaa daa belerins kide dzvirs moxeven monakos marjvena mcveli unda viyidot brazilielia magalia kacsac kargad atyuebs plius penlebs urtyavs 23 wlisaa 188 16 milionia gamosasyidi tanxa fabinhio naxet Tu gindat youtubeshi :)
    messi.95
    სტუმარი [?]
    #4 16 თებერვალი 2017 18:23
    0
    აი დაცვა გყვავს კატასროფა რასაც ქვია არა მარტო მარჯვენა მცველის პრობლემა გუნდში ცენტრალური მცველები რას შვებიან ? ბურთით რო მორბის მეტოქე უკან მირბიან და დიდი სივრცეებს აძლევენ მეტოქეს და იყენებენ დაცვა ნულია ბუსკეციც ფორმაში არაა მაგის შემცვლელიც ჭირდება გუნდს ზამენას ვგულისხმობ რაბიო კაი ვარიანტია თან ახალგზარდაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 თებერვალი 2017 18:17
    0
    ბელერინი უნდა იყიდონ აუცილებლად,იმედია გუშინდელი მარცხის შემდეგ მიხვდება რო ბარსაში უნდა წამოვიდეს რადგან არსენალი მაგაზე მეტს ვერ მიაღწევს,პრემიერლიგაში მეოთხე პოზიციას და ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალს.ძაან კი იგიჟებდა თავს ამ ზაფხულს მე არსად არ წვალო მარა აუცილებლად წავა,ბარსაში თუ არა სადმე გრანდში უეჭველი გადავა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 თებერვალი 2017 18:13
    0
    ბაიერნი არსენალს თუ დაესწრო მოსაყვანი და დასაბრუნებელი ვინცაა ეს ტიაგოა... მისი ძმა გაიკეთოს უკან ამ ფერნანდესმა
    messi.95
    სტუმარი [?]
    #1 16 თებერვალი 2017 18:10
    0
    აი ხშირათ ვუყურებ არსენალის თამაშებს როგორც პრემიერ ლიგაში და ლიგაზეც და ბოლო დროს ბელერინი საერთოდ არ მომწონს შეცდომებს უშვებს ბევერს კანსელუს თამაში ბოლოს პორტუგალიის ნაკრებში ვნახე და ძალიან მომეწონა