მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ანსუ ფატის დაადგა

მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ანსუ ფატის დაადგა

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ინგლისელთა მთავარი სამიზნე ანსუ ფატი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ Sport ავრცელებს.

ცნობილია, რომ "წითელი ეშმაკები" "იუვენტუსის" შემტევის, დუშან ვლაჰოვიჩის დამატებაზე ფიქრობენ, მაგრამ კატალონიური მედიის ცნობით მათი პრიორიტეტი ანსუ ფატია.

"ბარსას" პირველ გუნდში გამოჩენისთანავე ცხადი გახდა, რომ ანსუ ფატი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ამომავალი ვარსკვლავი იყო, თუმცა ტრავმის გამო მას ძალიან ბევრი გაუცდა და ახლა, ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში, საკუთარი თავის აჩრდილია.

იმის მიუხედავად, რომ ფატის "ბარსელონაში" წამყვანი როლი არ აქვს, კატალონიური კლუბი ამ ეტაპზე მისი გაყიდვის ვარიანტს არ განიხილავს. "ბლაუგრანა" "იუნაიტედის" შეთავაზების მოსმენასაც კი არ აპირებს, მაგრამ არაა გამორიცხული, ზაფხულამდე სიტუაცია შეიცვალოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 41 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 3 თებერვალი 2023 16:11
    7
    ჩემ რაღაც ნაწილს უნდა რომ დარჩეს მაგრამ მეორე ნაწილს არა 🤣 100 მილიონს თუ გადაიხდიან წაიყვანონ