ნეიმარი: "მესის მარცხენა ფეხი მინდა, რონალდუს მარჯვენას კი ჩემი მირჩევნია"
"ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი მის არგენტინელ თანაგუნდელს, ლეო მესის კრიშტიანუ რონალდუსა და პელეს ადარებს.
"მესის მარცხენა ფეხი თუ რონალდუს მარჯვენა? აუცილებლად მესის ავირჩევდი. რონალდუს მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემი მარჯვენა ფეხი მაკმაყოფილებს.
მესი თუ პელე? სამწუხაროდ, ბრაზილიელი ლეგენდის თამაში არ მინახავს, მაგრამ მის შესახებ ბაბუა ხშირად მესაუბრება. ძალიან რთული კითხვაა. ლეოს შესაძლებლობები კარგად ვიცი, რადგან მასთან ერთად უკვე რამდენიმე წელია ვთამაშობ. ვფიქრობ, ორივე მათგანი გენიოსია.
"რეალთან" ან "მანCესტერ სიტისთან" დაპირისპირება? რა თქმა უნდა, უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ, როდესაც "რეალს" ვამარცხებთ."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4
კომენტარები [ 74 ]