ჩავარდნის 5 ძირითადი მიზეზი

ჩავარდნის 5 ძირითადი მიზეზი

ლიონელ მესის, ნეიმარის, ლუის სუარესის, ანდრეს ინიესტასა და ჟერარ პიკეს დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კრახს განიცდის და ტურნირიდან გავარდნას უახლოვდება. გამოცემა Marca ამ ჩავარდნის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. 

1. "ბარსელონამ" ჩვეულ დონეზე ვერ ითამაშა, ხოლო უნაი ემერიმ კატალონიურ გუნდს ყველაზე სუსტ წერტილებში შეუტია

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელი "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩისთვის ტაქტიკურად საერთოდ არ მომზადებულა. ენრიკემ შეხვედრის მსვლელობისას განხორციელებული ცვლილებებით პრობლემების მოგვარება ვერ შეძლო. როგორც მან თქვა, სწორედ ის არის "ბარსელონას" დამარცხების მიზეზი.

2. "ბარსელონა" მატჩის მსვლელობას ვეღარ აკონტროლებს

"ბარსელონამ" თავისი სათამაშო სტილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა - მატჩის მსვლელობის კონტროლი. გუნდის ნახევარდაცვა მთლიანად გატყდა. მსგავსი რამ პუბლიკას დიდი ხანია არ უნახავს.

სერხიო ბუსკეტსი საუკეთესო ფორმაში არ არის, ინიესტა უმეტესად ტრავმას იშუშებს და საერთოდ გაუგებარია, ვინ არის მესამე ნახევარმცველი. ანდრე გომეში - კატასტროფაა, ივან რაკიტიჩმა კი ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. 

3. მარჯვენა მცველის პოზიცია

დანი ალვესი სერხი რობერტომ ჩაანაცვლა, რომელიც მარჯვენა მცველის პოზიციაზე თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. მეტოქემ იცის ამ სუსტი წერტილის შესახებ, რომელზეც რეგულარულად ახდენს ზეწოლას. ლუის ენრიკემ ვერც ამ პრობლემის მოგვარება შეძლო.

4. სათადარიგოთა სკამი

მიმდინარე სეზონის დასაწყისში ხშირად საუბრობდნენ "ბარსელონას" სათადარიგოთა სკამის მნიშვნელობაზე. დრომ ყველა ფეხბურთელს საკუთარი ადგილი მიუჩინა. ანდრე გომეშის, ლუკა დინის, უმტიტის, დენის სუარესის, რაფინიას, არდასა და პაკოს დონის მოთამაშეები დიდი გუნდის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი არ არის. 

ენრიკეს პსჟ-სთან მატჩში მე-3 ცვლილება არ განუხორციელებია.

5. ტრიო

ხშირად გუნდი შეუჩერებელი ხდება, როცა ლიონელ მესი ძირითად შემადგენლობაშია, მაგრამ შემტევი ტრიოს წევრებს შორის, მხოლოდ ნეიმარი იბრძოდა და დაიხარჯა ბოლომდე. არგნეტინელი გაქრა, სუარესი კი ედინსონ კავანიმ დაჩრდილა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 62 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    XAVIESTA-MSN
    სტუმარი [?]
    #2 16 თებერვალი 2017 01:40
    0
    ბარსას ჩავარდნის მიზეზი იყო:
    1.უმოტივაციობა
    2.ტაქტიკა
    3.მარჯვნა ფლანგი
    messi.95
    სტუმარი [?]
    #1 16 თებერვალი 2017 01:37
    0
    არსენალიც კი ჩვენზე კაი სიუტუაციაშია (