"ბარსელონას" მუზეუმიც დაიხურა

"ბარსელონას" მუზეუმიც დაიხურა

უკვე პანდემიად გამოცხადებულმა კორონავირუსმა გავლენა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დარგზე იქონია. გამონაკლისი არც ფეხბურთია.

კორონავირუსით გამოწვეულ შედეგებს უკვე იმკის "ბარსელონა". ოფიციალურად დადასტურებულია, "ბარსელონასა" და "ნაპოლის" შორის 18 მარტს გასამართი საჩემპიონთალიგო დაპირისპირება მაყურებლების გარეშე ჩაივლის, რაც კლუბს დაახლოებით 6 მილიონი ევროთი აზარალებს. განიხილება თამაშის გადადების ვარიანტიც. ასევე დადასტურებულია, რომ ლა ლიგის მომდევნო 2 ტური ასევე დახურულ კარს მიღმა გაიმართება. ხვალ გადაწყდება, ჩატარდება თუ არა ეს თამაშები დროულად.

მომდევნო  2 კვირის განმავლობაში არ ჩატარდება "ბარსა ბ"-ს, ახალგაზრდული გუნდების, ქალთა გუნდებისა და ფუტზალის გუნდის თამაშები. დროებით დაიხურა "ლა მასია".

ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ ხვალიდან, 12 მარტიდან, 2 კვირით იკეტება "ბარსელონას" მუზეუმი და ყინულის დარბაზი.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სხვა უამრავი კომპანიის მსგავსად, კორონავირუსით ფინანსურად "ბარსელონაც" მნიშვნელოვნად დაზარალდება.

"ბარსელონასთან" დაკავშირებული კორონავირუსის ყველა სიახლის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ: http://barca.ge/corona

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 104 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    D10ss
    სტუმარი [?]
    #4 12 მარტი 2020 00:49
    1
    ლივერპულის ტაქტიკა ჩაწოდება თავი ჩაწოდება თავი
    Culé [?]
    #3 12 მარტი 2020 00:43
    1
    გამოიღოს ობლაკმა )))
    --------------------
    № 10
    Culé [?]
    #2 12 მარტი 2020 00:40
    1
    ეს თამაში შეიძლება სულ წააგოს ატლეტიკომ,მაგრამ ესაა მაგალითი თუ როგორ უნდა ათამაშო გასვლაზე ფეხბურთელები,შეხედეთ რა ცოცხლად არიან და ბარსას ატლეტიკოზე კაი გუნდი არ ყავდა შარშან ? მარა მწვრთნელი არ გვივარგოდა და არც ახლა გვივარგა
    Culé [?]
    #1 12 მარტი 2020 00:40
    4
    ნახეთ რო მიხვდა არ გამოსდიოდა დამდგარი თამაში ნაჯახებს, როგორ მოუმატეს ტემპს და რა ჟინით იბრძვის მთელი გუნდი თითოეულ გოჯ მონაკვეთზე :)) ასე რო აჩქარდეს ბარსელონა, 10 წუთში დედის გლანდები მოეღრნება მთელ გუნდს, ახლა უკვე გაპობილიც ვიქნებოდით და გადაპობილიც..ამ დროს ვალვერდეს ნანობს ბორდი :D