მესიმ სასამართლო მოიგო
"ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, სასამართლო დავა მოიგო, მიღებული კომპენსაცია კი ქველმოქმედებაში გამოიყენა.
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, გაზეთ La Razon-ის ჟურნალისტმა, ალფონსო უსიამ მესი დოპინგის მოხმარებაში დაადანაშაულა, რის გამოც, არგენტინელმა მას სასამართლოში უჩივლა.
კატალონიური Sport-ის ცნობით, მესიმ დავა მოიგო, კომპენსაციის სახით კი 65 ათასი ევრო მიიღო. მან ეს თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე"-ს გადაურიცხა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]