6 ოქტომბერი

6 ოქტომბერი

1957 წელი. "კამპ ნოუზე" შედგა პირველი ოფიციალური მატჩში, სადაც "ბარსელონამ" მარტივად დაამარცხა "რეალ ჟაენი", ანგარიშით 6:1. აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი გაიფორმა ეულოხიო მარტინესმა, ასევე თითო-თითოჯერ გამოიჩინეს თავი ვილავერდემ, ტეხადამ და კუბალამ.

1905 წელი. ხოსეპ სოლერი გახდა კლუბის ახალი პრეზიდენტი. სოლერის მმართველობის დროს "ბარსელონამ" რთული პერიოდები გადაიტანა: სკანდალი კლუბების ასოციაციაში, ასევე მადრიდის "ატლეტიკოსთან" მარცხი, ანგარიშით 1:10. პარალელურად ამისა კლუბის წევრების რაოდენობა ყოველდღიურად მცირდებოდა.

1940 წელი. "ბარსელონა" მატჩის მეთვრამეტე წუთზე "ვალენსიასთან" მარცხდებოდა ანგარიშით 0:3. მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა შესძლეს და აღნიშნული შეხვედრა მოიგეს, ანგარიშით 4:3.

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.