19 დეკემბერი
2009 წელი. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ბარსელონა" არგენტინულ "ესტუდიანტესს" ამარცხებს, ანგარიშით 1:2. ძირითადი დროის ბოლო წუთზე ანგარიში პედრომ გაათანაბრა. მეორე დამატებულ ტაიმში კი გამარჯვების გოლი მკერდით გაიტანა ლიონელ მესიმ. ამ მხრივ "ბარსელონა" მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდა როგორც პირველი კლუბი, რომელმაც ერთი სეზონის განმავლობაში ექვსი ოფიციალური ტურნირი მოიგო.
2005 წელი. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ შეაჯამა 2005 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. ხმის მიცემის შედეგად გამარჯვებულად დასახელდა "ბარსელონას" ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდინიო, რომელმაც 956 ხმა დააგროვა.
1976 წელი. ესპანეთის ჩემპიონატის მე-15-ე ტურის გასვლით შეხვედრაში "ბარსელონა" "ესპანიოლს" ამარცხებს, ანგარიშით 2:3. თავდაპირველად სტუმრები ორ ბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შესძლეს. შეხვედრის ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი ნეესკენსმა გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]