11 სექტემბერი

11 სექტემბერი

2007 წლის 11 სექტემბერს, კატალონიის თასის მატჩში, "ბარსელონამ" "ჟიმნასტიკთან" 1:2 წააგო.

1984 წლის 11 სეტემბერს, "კამპ ნოუზე", ანტონიო ოლმოსა ("ბარსელონაში" თამაშობდა 1976-84 წლებში) და პედრო მარია არტოლოს ("ბარსელონაში" თამაშობდა 1975-84 წლებში) საპატივცემულოდ ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც კატალონიელები ბილბაოს "ატლეტიკთან" 0:2 დამარცხდნენ. თამაშს მხოლოდ 7 ათასი გულშემატკივარი დაესწრო.

1982 წლის 11 სექტემბერს, "კამპ ნოუზე", დებიუტი ჰქონდა "ბარსელონას" ახალწვეულს, დიეგო არმანდო მარადონას. "ბარსამ" "ვალიადოლიდთან" 3:0 მოიგო. მარადონამ თერთმეტმეტრიანი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

1949 წლის 11 სექტემბერს, "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე დიდი საშინაო გამართჯვება იზეიმა. კატალონიელებმა "ჟიმნასტიკი" 10:1 გაანადგურეს. 5 გოლი ნავარომ გაიტანა, ხოლო სეზარმა თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.