ცოცხალი ანგარიშების (live scoring-ის) ადგილი თანამედროვე ცხოვრებაში
ყველამ კარგად ვიცით, რა არის ფეხბურთის მთავარი ხიბლი - პირდაპირ ეთერში, ან უკეთეს შემთხვევაში სტადიონზე განცდილი ემოცია. ამ ემოციას იწვევს არა მხოლოდ ყურება, არამედ შედეგიც. ხშირ შემთხვევაში, "ლამაზ ფეხბურთზე" მეტად მნიშვნელოვანი ანგარიშია.
შედეგის გაგების არაერთი გზა არსებობს, თუმცა, დღესდღეობით ცოცხალი ანგარიშების საიტები დომინირებენ, როგორც ინფორმაციის გავრცელების ყველაზე სწრაფი წყარო. პირველი ვებგვერდი 1998 წელს შეიქმნა და დღემდე დიდი ტრანსფორმაცია განიცადა, თუმცა, მოთხოვნები სხვადასხვა დროსა და ადგილზე სხვაგასხვაგვარია. ეს გარემოება ხელს უწყობს ინდუსტრიის ზოგად განვითარებას, თუმცა, უკვე წლებია, ეს პორტალები ფაქტობრივად არაფერ ახალს არ გვთავაზობენ და ასე ვთქვათ, ტექნიკური ევოლუცია უფრო გაიარეს, ვიდრე შინაარსობრივი. რა თქმა უნდა, ამხელა ინფორმაციის მომწოდებელი პორტალებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი დეტალი გამართული და სწრაფი იყოს, რასაც უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.
ადრე, საიტები მხოლოდ თამაშის ანგარიშს გვამცნობდნენ. დღეს, შესაძლებელია გავიგოთ, რომელმა გუნდმა რომელ ტაიმში რამდენი მცდელობიდან რამდენი ზუსტი პასი გააკეთა, ან, ქართული ფეხბურთისთვის მტკივნეულ თემას რომ შევეხოთ - რამდენი აუტი მოაწოდა. ასევე, მნიშვნელოვანია ადგილის გარემოებაც. სპორტის ქართველი გულშემატკივარი ფსონს მრავალი მონაცემის ანალიზის შედეგად ჩამოდის და მისთვის მნიშვნელოვანია, მარტივად და სწრაფად მიეწოდებოდეს ინფორმაცია ფსონის დასაკორექტირებლად.
თუმცა, ტექტოლოგიები სწრაფად ვითარდება და სხვადასხვა სერვისების დამატება სულ უფრო და უფრო მარტივი ხდება. საინტერესოა, რა დამატებითი სერვისები შეიძლება ჰქონდეთ ამ სახის პორტალებს?
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]