არტურო ვიდალი: "ბარსელონაში" ბედნიერი არ ვარ

არტურო ვიდალი: "ბარსელონაში" ბედნიერი არ ვარ

"ბარსელონას" ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი კატალონიურ კლუბში უთამაშებლობით უკმაყოფილოა და ის ამას საჯაროდ აცხადებს.

ესპანური პრესის ცნობით, ვიდალი გაბრაზდა, როდესაც "ტოტენჰემთან" ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არ მოხვდა. რამდენიმე დღეში, "ვალენსიასთან", 31 წლის შუახაზელი მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგო იყო, რამაც, ბუნებრივია, მისი უკმაყოფილება გაზარდა.

ამჟამად, ვიდალი მაიამიში, ჩილეს ნაკრებთან ერთად იმყოფება. ფეხბურთელს ჟურნალისტებმა "ბარსელონაში" მისი ყოფის შესახებ კითხვა დაუსვეს. Goal-ის ვერსიით, ვიდალის პასუხი ასეთი იყო:

"როგორ შეიძლება ბედნიერი ვიყო, თუ არ ვთამაშობ? ბედნიერი არ ვარ, მაგრამ მწვრთნელთან პრობლემა რომ მქონდეს, მას ამას პირდაპირ ვეტყოდი.

მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის იბრძოდა, მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში თამაშობდა, რომელმაც ყველაფერი მოიგო და ამის გაგრძელება "ბარსელონაშიც" მინდა.

თავს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად შესანიშნავად ვგრძნობ. ბოლო რამდენიმე თამაშის განმავლობაში გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ასეთია რეალობა. ბრძოლას განვაგრძობთ, წინ კიდევ ბევრი მატჩია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    BARCAMAN10
    სტუმარი [?]
    #9 9 ოქტომბერი 2018 18:21
    1
    რატო შეუკიკინეთ რაკიტიჩს? გოლებს რომ იტანს ხომ მოგწონთ
    რეალი
    სტუმარი [?]
    #8 9 ოქტომბერი 2018 16:35
    1
    საყრდენი ტიპის ნახევარმცველი რო ხარ და მიდიხარ იმ გუნდში სადაც სერხიო ბუსკეცია ჯერ განაცხადში რომ ხარ ეგ გუხაროდეს
    gelantia
    სტუმარი [?]
    #7 9 ოქტომბერი 2018 16:26
    6
    ამ შემადგენლობაში მარტოო რაკიტიჩია ბედნიერიი 😂😂🤣რო მოკვდეს ვალო ალბათ სასტარტოში მაგის კუბოს დაასვენებს🤭😂
    givi pavlovichi
    სტუმარი [?]
    #6 9 ოქტომბერი 2018 13:42
    9
    ვალვერდე-ბართლოს ხელში ვინაა ბედნიერი,ვინ?!
    Basi
    სტუმარი [?]
    #5 9 ოქტომბერი 2018 13:10
    8
    mtlad dziritadis kacii sheilebaa ariyoo magramm yvelaa tamasshii unda atamashoss minimum 20 wutii mainc
    Diko
    სტუმარი [?]
    #4 9 ოქტომბერი 2018 12:47
    4
    Shen Mogikvdi😂😂😂
    Ro modiodi sad modiodi🙂🙂
    Ar icodi barcashi didi konkurencia ro iyo?! 😶😶😶
    barcelona87
    სტუმარი [?]
    #3 9 ოქტომბერი 2018 12:21
    4
    Avtobusa gundebtan vidali unda atamashos,mara valikos ar evaseba rotaciebi,ro miadgeba erti da igive shemadgenlobas,gadaxveva ar icis,axalgazrdebs misces dro,ragaca misces imedi,ara,airchevs 11 kacs da mteli sezoni yvela turnirze imat atamashebs,da mere gazafxulze gadamwvar da shemwvar qatmebs ro gvanan,ui neta rato arian eseo,ikitxavs.ar icis valikom araferi,araaaa.vinc magas mwvrtnelis licenzia misca,is unda chamokido fexebit,magis........
    donandresiniesta8
    სტუმარი [?]
    #2 9 ოქტომბერი 2018 12:18
    4
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    რა გინდა შენ ძირითადშიი?


    ამას არ უნდა და რაკიტიჩს უნდა? რითი ჯობია დღევანდელი გადმოსახედიდან ერთი მითხარი

    კაცი ჯერ იუვენტუსის მერე ბაიერნის ძირითადის წევრი იყო, ჩილეშიც სახეს იძრობს და ეს სვარკაცი კაცი 10 წუთზე მეტს არ აძლევს
    giorgi123456789
    სტუმარი [?]
    #1 9 ოქტომბერი 2018 12:08
    6
    მიდი არტურო დაამტკიცე რომ იმსახურებ ძირითადს :*