ბრწყინვალე კუკურელია და განადგურებული "რეალი" [VIDEO]
დღეს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში, "ბარსელონას" პრინციპული მეტოქე და ჩავარდნის მიუხედავად უმთავრესი კონკურენტი მადრიდის "რეალი" "ეიბართან" განადგურდა. ამაში კი ძალიან დიდი როლი ბასკეთში "ბარსელონადან" განათხოვრებულმა მარკ კუკურელიამ ითამაშა.
"ეიბარმა" 3:0 მოიგო და კუკურელიამ სამივე გოლში აქტიური მონაწილეობა მიიღო. სამივე გოლი მის ჩაწოდებას მოჰყვა. მე-16 წუთზე, მან თანაგუნდელს ასპროცენტიანი საგოლე მომენტი შეუქმნა, მაგრამ მადრიდელთა კარის ასაღებად დამატებაზე თამაში გახდა საჭირო. 52-ე წუთზე, კუკურელიას პასით ენრიხმა გაიტანა. 5 წუთში კი, კუკურელიას პასს დარტყმის მოსურნე ერნიხმა მიმართულება ოდნავ შეუცვალა, გოლი კი კიკემ გაიტანა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]