FIFA-ს წესი, რომელიც "ბარსას" ნეიმარის 170 მილიონ ევროდ ყიდვის უფლებას აძლევს

FIFA-ს წესი, რომელიც "ბარსას" ნეიმარის 170 მილიონ ევროდ ყიდვის უფლებას აძლევს

მომდევნო ზაფხულში, უფრო კონკრეტულად კი 2020 წლის 3 აგვისტოს შემდეგ, "ბარსელონას" უფლება ექნება ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენიდან" დაახლოებით 170 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

არსებობს FIFA-ს დოკუმენტი სახელწოდებით "რეგულაციები ფეხბურთელების სტატუსისა და ტრანსფერების შესახებ." ამ მუხლის მე-17 თავი კონტრაქტის საპატიო მიზეზის გარეშე გაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა, თუ გასულია "დაცული პერიოდი". იმავე დოკუმენტის მიხედვით, დაცული პერიოდი არის ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოქმედი კონტრაქტის გაფორმებიდან პირველი 3 წელი. ნეიმარის შემთხვევაში, ეს ვადა 2020 წლის 3 აგვისტოს გადის.

იმავე დოკუმენტში საუბარია კომპენსაციის გადახდის ვალდებულებაზეც. ფეხბურთელი, კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, ვალდებულია კლუბს კომპენსაცია გადაუხადოს. კომპენსაციის ოდენობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის კლუბის მიერ ფეხბურთელში გადახდილ თანხაზეც.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ნეიმარის ადვოკატებმა FIFA-ს წარმომადგენლეთან კონსულტაცია გაიარეს და დაადგინეს, რომ ერთი წლის შემდეგ ბრაზილიელს საკუთარი თავის "პარი სენ-ჟერმენიდან" გამოსყიდვა დაახლოებით 170 მილიონ ევროდ შეეძლება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    beso312
    სტუმარი [?]
    #9 3 სექტემბერი 2019 21:28
    2
    მაგი ისეთებს იზამს წელს პარიზში 70-ზეც ტანახმა იქნებიან ოხერიაა))
    dima359
    სტუმარი [?]
    #8 3 სექტემბერი 2019 18:06
    2
    ციტატა: nika 54
    ერთში მაინც ყოჩაღ, ბოლოს რო რეალს უარი უთხრა. პერესი მზად იყო ნებისმიერ თანხაზე და 2-3 ფეხბურთელზე.

    თვითონ პერესმა გითხრა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 3 სექტემბერი 2019 16:15
    12
    ოოო, ძლივს ეს ზაფხული მიილია ,მორჩა ამაზე ლაპარაკს პრესა თქო და უკვე მომავალ ზაფხულში რა მოხდება იმაზე წერენ😂🙄
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    Ikks
    სტუმარი [?]
    #6 3 სექტემბერი 2019 15:35
    5
    ძააან მოშნად მკიდია ნეიმარი 2020 წელს 170 მილიონად
    Johan Cruyff14
    სტუმარი [?]
    #5 3 სექტემბერი 2019 15:10
    5
    იმედია ეს ვითომ მწვრთნელი აუდებს გუნდიდან და შემდეგი ვინც იქნება მიხვდება რომ შემტევის აუცილებლობა ამ გუნდში არაა, მაშინ როცა არიან მესი, სუარესი, გრიზმანი, "უნიჭო" დემბელე და 2 ტანალნტი, ფატისა და პერესის სახით, რომელთაც დრო უეჭველად უნდა მიეცეთ. ამ გუნდის პრობლემა ყველაზე ნაკლებად შეტევიდან იწყება და შეტევაზე არც უნდა იყოს ლაპარაკი, როცა ბილბაოს დონის მწვრთნელი ჰყავს გუნდს, ამიტომაც გადააქცია გუნდი მეორე ბილბაოდ და ამიტომაა რო 2 წელი ყველას დასაცინი გახადა ამდენი წლის ნაშენები ბარსა. ხელმძღვანელობასაც ასეთი მწვრთნელი აწყობს და აჩერებენ. სხვა რა გამართლება აქვს როცა 2 წელი მთავარ ტურნირზე ფარჩაკდები და მაინც გტოვებენ :დ
    ამ გუნდს სჭირდება მწვრთნელი რომელიც მოსთხოვს ფეხბურთელებს ერთი ადგილის განძრევას და ითამაშებს ტაქტიკით.
    დაბნეული ცხვრებივით რო დარბიან ბოლო 2 წელია ეს ფეხბურთელები.
    მესიც რო ვეღარ უშველის ამ გუნდს იმედია მერე მაინც გაუშვებენ და ეს ზამთრამდე მოხდება თორე ამ ბილბაოს ხელში რისი იმედი უნდა გვქონდეს..
    NEYMAR JR 10
    სტუმარი [?]
    #4 3 სექტემბერი 2019 15:08
    4
    ნეი იკარდი მპაბე იმედია რეალს გადაუვლიან
    kluivert
    სტუმარი [?]
    #3 3 სექტემბერი 2019 11:53
    1
    ამაზეა ნათქვამი
    ,,მოგეწონა რეკლამა?"))))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 სექტემბერი 2019 11:49
    20
    ერთში მაინც ყოჩაღ, ბოლოს რო რეალს უარი უთხრა. პერესი მზად იყო ნებისმიერ თანხაზე და 2-3 ფეხბურთელზე.
    Culé [?]
    #1 3 სექტემბერი 2019 11:27
    1
    რაკიტიჩი ან ბენტანკურში ან ბერნარდესკიში რატო ვერ გაცვალეს ვერ ვხვდები მაგრამ იყოს