დანი ოლმო: "ბარსელონაში" ახლავე დაბრუნება მინდა

დანი ოლმო: "ბარსელონაში" ახლავე დაბრუნება მინდა

ზაგრების "დინამოს" ლიდერი დანი ოლმო, რომელიც "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია, კატალონიური კლუბის მხრიდან დაინტერესებით მოხარულია.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონამ" ზაგრების "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა. როგორც ოლმოს კომენტარიდან ერკვევა, ეს ცნობა სიმართლეს შეესაბამება.

"მიხარია, რომ ჭორები კონკრეტულ შემოთავაზებაში გადაიზარდა და "ბარსელონა" ჩემს დაბრუნებაზე დაფიქრდა. "ლა მასიაში" 6 წელი გავატარე და იქ შეძენილი ღირებულებები მთელი ცხოვრების განმავლობაში გამომყვა.

გუნდის იანვარში გამოცვლა? არ ვიცი. პასუხისმგებლობები მაქვს. თუმცა, თუ კლუბები მოილაპარაკებენ, ვფიქრობ, ყველასთვის აჯობებს, თუ ზაგრებს ახლავე დავტოვებ.

"დინამო" კარგ ტრანსფერს განახორციელებს, მე კი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში ვითამაშებ. ყველაზე დიდი მოტივაცია, რაც შეიძლება არსებობდეს, ლიონელ მესისთან ერთად ვარჯიში და მისგან სწავლაა.

კონკურენცია? ჩემი კარიერა ადვილი არასდროს ყოფილა. მირჩევნია გუნდი იანვარში გამოვიცვალო, ვიდრე ზაფხულში. ეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ჩემი მოხვედრის შანსებს გაზრდის." - ციტირებს დანი ოლმოს სიტყვებს L'Esportiu.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაგრების "დინამო" 21 წლის შემტევს 40 მილიონ ევროდ აფასებს.

დანი ოლმო "ბარსელონას" აკადემიაში 2007-2014 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ის ხორვატულ კლუბში გადავიდა. მიმდინარე სეზონში, ზაგრებელთა მაისურით ჩატარებულ 22 თამაშში მან თავი 8 გოლითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. აქედან 3 გოლი და 2 ასისტი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო 2 გოლი და 1 ასისტი ფინალურ ეტაპზე მოდის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #8 3 იანვარი 2020 20:56
    1
    ნეიმარ ნახე რაა უნდა გააკეთო როცა ბარსაშ გინდა დაბრუნება,
    ნუ, მე მაგალითდ ნეიმარის დაბრუნებას მირჩევნია ფატი დავაყენოთ მაგ ასგილას
    [?]
    #7 3 იანვარი 2020 04:11
    1
    ბარსაში თუ მოხვედრი რაის ევრო 2020, დაგალპობს პიტალო ტალანტების მკვლელი სკამზე. თან შემტევი იგროკია, ესეთები ვალვერდეს არ ევასება, ანუ ნახევარდაცვაში არ დააყენებს, რაკიტიჩი ვიდალი ურჩევნია. მაქსიმუმ შეტევის ფლანგზე განიხილოს მესამე ალტერნატივად და როგორც კოუ გააფუჩა იგივე მოუვა ამასაც
    GiorgiM86
    სტუმარი [?]
    #6 2 იანვარი 2020 21:25
    2
    საკმაოდ მააღალი ინტელექტის მოთამაშეა დანი ოლმო. აქვს დიდი პოტენციალი. უნდა დააბრუნონ. ინიესტას ტიპის იგროკია. ვინგერადაც შეუძლია თამაში. მოკლედ, მოსაყვანია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 2 იანვარი 2020 18:35
    3
    პერესს ბევრად მირჩევნია ეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 2 იანვარი 2020 18:14
    2
    Olmo itamashebs did fexburts. Motminebac icis, shromac uyvars, stabiluricaa tavshi ar auvardeba zogiertivit. 21 wlis asakshi chamoyalibebuli da gamocdili igrokia ukve. frenkis es sheewyoba moedanze.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 იანვარი 2020 15:56
    2
    იხვეწება "ბარსელონაში" თამაშზე.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 2 იანვარი 2020 15:21
    3
    ლამასიიდან ზაგრებში რატომ გაიქცა?
    მესხი
    სტუმარი [?]
    #1 2 იანვარი 2020 15:13
    2
    მოიყვანონ რა