"ბარსელონა" დანი ოლმოს დაბრუნებით ისევ დაინტერესდა
ზაგრების "დინამოს" ახალგაზრდა შემტევმა, დანი ოლმომ, რომელიც "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია, კატალონიური კლუბის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია.
21 წლის ფეხბურთელი, ესპანეთის ნაკრებთან ერთად, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც მან თავი კარგად წარმოაჩინა. ოლმომ, ორ თამაშში, თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
დანი ოლმო "ბარსელონას" აკადემიაში 2007-2014 წლებში ირიცხებდა. 2014 წელს ის ზაგრების "დინამოს" შეუერთდა, რომლის რიგებშიც 102 თამაში ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.
ახალგაზრდა ფეხბურთელს ხორვატულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. მისი ტრანსფერი 25-30 მილიონ ევროდ ფასდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]