მესი ყველაზე ძვირადღირებული საკუთარ პოზიციაზეც აღარაა

მესი ყველაზე ძვირადღირებული საკუთარ პოზიციაზეც აღარაა

ასაკის მატებასთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, ლიონელ მესის, სატრანსფერო ღირებულება აკლდება, რაც ლოგიკურია.

დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის წოდების ტარების შემდეგ, მესიმ ეს სტატუსი დაკარგა, ახლა კი, ლეო ყველაზე ძვირადღირებული აღარც თავის პოზიციაზეა.

Transfermarkt-ის ინფორმაციით, 32 წლის მარჯვენა შემტევის სატრანსფერო ღირებულება 140 მილიონი ევროა. ეს, მარჯვენა შემტევებს შორის, მე-2 შედეგია. ამ პოზიციაზე ყველაზე ძვირადღირებული 27 წლის მოჰამედ სალაჰია 150 მილიონით.

სავარაუდოდ, მესი, მალე, მე-2 პოზიციასაც დაკარგავს, რადგან "დორტმუნდის" 19 წლის ამომავალი ვარსკვლავის, ჯეიდონ სანჩოს სატრანსფერო ფასი უკვე 120 მილიონი ევროა.

თუ ყველა პოზიციას გავითვალისწინებთ, მესი მე-8 პოზიციაზეა. მას მბაპე, სტერლინგი, ნეიმარი, მანე, სალაჰი, კეინი და დე ბრუინი უსწრებენ. ლეო 30 წელს გადაცილებული ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების 30-ეულში მოხვდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #17 11 თებერვალი 2020 14:02
    3
    ასაკის მატებასთან ერთად, სისწრაფის გარდა სხვა რა შეიძლება დაკარგოს მესიმ? ვერაფერი. მესის კიდე სულ არ სჭირდება სისწრაფე სარგებლის მოსატანად. თან ახლა 40 წელი არაფერია. თუ არ გჯერად, ზლატანს კითხეთ 😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 11 თებერვალი 2020 11:16
    5
    ამის ყიდვაზე მიდგეს საქმე და 200 ს ისე გადაიხდიან ხელი არ აუკანკალდებათ :დ ასეთი მეგა ვარსკვლავებზე არ მოქმედებს ტრანსფერმარკეტის გამოთვლები :დ თან მარტო ფეხბურთელში კი არ იხდიან ფულს....ჩვეულებრივი რეკლამაა...აიი ყველა მიმართულებით აეწევა ნებისმიერ გუნდს შემოსავალი. ყურებადობა..დანები...მაისურები... სპონსორები. ელემენტარული ტიტულებს მოქგებინებს 32 ის კი არა 36 ისაც რო იყოს :დ
    Culé [?]
    #15 11 თებერვალი 2020 09:55
    13
    მესი 27 წლის რომ იყოს დღეს, მისი ფასი მინიმუმ ნახევარი მილიარდი უნდა ღირდეს. რა შეე.ით ამ 32 წლის კაცს. დღეს სულ რომ 1 დოლარი ღირდეს ვინმე აკეთებს იმას რასაც მესი? ერთი კომპონენტი დამისახელოს ვინმემ რაში ჯობია არაბული ცხენი. შედეგებს ვგულისხმობ და არა იმას რო 6 სანტიმეტრით მაღალია 😂😂. დღეს ნებიმიერს ჯობია ყველაფერში მესი და ამაზე ცოტა ხნის წინ მიღებული მე-6 ოქროს ბურთი და ბუცი მეტყველებს. ასე რომ პაშოლ ნა..უი ყველა 🤣🤣🤣
    Culé [?]
    #14 11 თებერვალი 2020 09:39
    10
    ნებისმიერ გუნდს რომ შეეძლოს ფეხბურთელის არჩევა მესის აირჩევდა თუ გინდა 40 წლის იყოს და კიდე ეხლა მესი რო სალაჰის ასაკში იყოს ალბათ 2 მილიარდი ეღირებოდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 11 თებერვალი 2020 07:59
    5
    მესის ასაკში ესენი რა ეღირება ისიც დაწერეთ მერე.
    FloweN
    სტუმარი [?]
    #12 11 თებერვალი 2020 03:41
    6
    მესის შევეშვათ ვიცით რო ათჯერ მეტი შეუძლია ვიდრე სალაჰს, მაგრამ სალაჰი თუ 150 ღირს მანე რამდენი უნდა ღირდეს? 250? ჩემიაზრით მინიმუმ 1 თავით მაღლა დგას მანე სალაჰზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 11 თებერვალი 2020 02:59
    1
    ციტატა: Anastasia13
    მინიმუმი 55 მილიონია და კრისწინა ამ სიაში როგორ ვერ მოხვდა? ზაჰა არა აბდულა

    მარჯვენა შემტევების ათეულია და იმიტო არაა
    L.messi
    სტუმარი [?]
    #10 11 თებერვალი 2020 02:54
    8
    თუნდაც მესი 1 დოლარი ღირდეს ის ჩემთვის მაინც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, რასაც მესიმ მიაღწია, სალაჰი ვერასდროს ვერ მიაღწევს 😆😆✌
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #9 11 თებერვალი 2020 02:44
    11
    სალაჰმა კიდევ რამდენი წელი უნდა აჭენოს? 2 თუ 3 ? ცალფეხა მესიც კი უფრო მეტს გააკეთებს გუნდისთვის, ვიდრე ფორმის პიკში მყოფი არაბული ცხენი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 11 თებერვალი 2020 01:41
    5
    რეალურად დღეს მესი საუკეთესოა.
    რომ დაეტყობა სიბერე მერე კი ბატონომაგრამახლა არაფერი ეტყობა
    Archie
    სტუმარი [?]
    #7 11 თებერვალი 2020 01:20
    2
    რა თქმა უნდა, სადაც ფულია იმ ლიგის იგროკებს ადევს ფასები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 11 თებერვალი 2020 01:17
    12
    კუბოდანაც კი უკეთესი იქნება მესი ვიდრე სალაჰი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 11 თებერვალი 2020 01:10
    3
    სწორედ ეს არის უმოწყალო დროის საფასური, რომელიც არ ცნობს არანაირ მეფეს და გვირგვინის თორე ვინ იფიქრებდა თუნდაც 20 წლის წინ, რომ მალმიოში მორბენალი პირტიტველა ზლატანი, უფრო დიდი "გუნდი" იქნებოდა 40წლის ასაკში, ვიდრე მილანი :)))) თუმცა ვეთანხმები გვარდიოლას ყველაფერში, ნეიმარის გამოკლებით, ტრავმიანი არასტაბილურობის გამო
    Alien 👽
    სტუმარი [?]
    #4 11 თებერვალი 2020 01:05
    8
    Messi axla rom 22 wlis iyos sheidzleba gamochndnen gundebi vinc 500-700 milions gadaixdian,
    Anastasia13
    სტუმარი [?]
    #3 11 თებერვალი 2020 00:57
    3
    მინიმუმი 55 მილიონია და კრისწინა ამ სიაში როგორ ვერ მოხვდა? ზაჰა არა აბდულა
    jorjone444
    სტუმარი [?]
    #2 11 თებერვალი 2020 00:53
    12
    არა ამ ინფოს ვერ გავატარებ რა :) აი 33 კი არა 43 რომ იყოს ლეო სალაჰი რასაც ოცნებებში დაუშვებს მესი იმას 43 წლის ასაკშიც იზამს :)
    Culé [?]
    #1 11 თებერვალი 2020 00:38
    10
    სალაჰზე მეტს კიდე 5 წელი იᲗამაᲨებს ცალი ფეხიᲗ 😂😂😂🤦‍♂️❤