10 მარტი

10 მარტი

2007 წლის 10 მარტს, "ნოუ კამპზე" "ელ კლასიკო" გაიმართა. მე-12 წუთზე, "რეალი" უკვე 2:1 იგებდა. შეხვედრა კი 3:3 დასრულდა. მასპინძელთაგან სამივე გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა.

1999 წლის 10 მარტს, "კამპ ნოუზე" გაიმართა იოჰან კრუიფის საპატივცემულო მატჩი, რომელშიც, იმდროინდელი "ბარსელონა" ჰოლანდიელის მიერ შექმნილი "ოცნების გუნდს" დაუპირისპირდა.

1993 წლის 10 მარტს, ევროპის სუპერთასის განმეორებით მატჩში, "ბარსელონამ" "ვერდერი" 2:1 დაამარცხა ხრისტო სტოიჩკოვისა და ანდონი გოიკოეჩეას გოლების წყალობით. პირველი შეხვედრა 1:1 იყო დასრულებული და კატალონიელებმა თასი მოიგეს.

1981 წლის 10 მარტს, კამერუნის ქალაქ ნკონში დაიბადა სამუელ ეტო'ო, რომელიც "ბარსელონაში" 2004-09 წლებში თამაშობდა. კამერუნელი კატალონიური კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად იქცა, გაიტანა რა "ბარსას" მაისურით ჩატარებულ 200 თამაშში 130 გოლი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.