23 მარტი

23 მარტი

1929 წლის 23 მარტს, "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტზე, არკადი ბალაგერა რომას როსესმა შეცვალა. კლუბისადმი გაწეული ღვაწლისთვის, დირექტორთა საბჭომ ბალაგერა მედლით დააჯილდოვა.

1913 წლის 23 მარტს, ესპანეთის თასის გადათამაშებაში, სან სებასტიანში გამართულ მატჩში, "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" 2:1 დაამარცხა. მანამდე გამართული მატჩები 2:2 და 0:0 იყო დასრულებული.

1902 წლის 23 მარტს, მაკაიას თასის ბოლო ტურში, "ბარსამ" "კატალა" 15:0 გაანადგურა და ტიტული მოიპოვა. ტურნირზე ჩატარებული 8 თამაშიდან "ბარსელონამ" ყველა მოიგო, გაიტანა 60 და გაუშვა 2 გოლი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.