1 მაისი

1 მაისი

2005 წლის 1 მაისს, ლიონელ მესიმ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა "ბარსელონას" ოფიციალურ მატჩში. "ალბასეტესთან" გამართული მატჩის 87-ე წუთზე, მესი მოედანზე სამუელ ეტო'ოს ნაცვლად გამოვიდა და 1 წუთში გაიტანა გოლი, რომელიც მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების გამო არ ჩათვალა. კიდევ ერთ წუთის შემდეგ, მესიმ მაინც მოახერხა წესების დაცვით გოლის გატანა. ორივე შემთხვევაში, არგენტინელს პასი რონალდინიომ გაუკეთა.

1958 წლის 1 მაისს, ბაზრობათა თასის (შემდგომში უეფას ლიგა) განმეორებით ფინალურ მატჩში, "ბარსელონამ" ლონდონის ნაკრები 6:0 გაანადგურა. შედეგად, კატალონიელები ტურნირის პირველი გამარჯვებულები გახდნენ.

1957 წლის 1 მაისს, ესპანეთის თასის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში, "ბარსელონამ" მადრიდის "ატლეტიკო" 8:1 გაანადგურა. დედაქალაქელებს 7 გოლი ეულოჰიო მარტინესმა გაუტანა.

1904 წლის 1 მაისს, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, არტურ უიტიმ გუნდის პირველ გასვლით მატჩს გაუკეთა ორგანიზება. საფრანგეთში, ადგილობრივ "ტულუზას", კატალონიელებმა 3:2 მოუგეს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.