13 წელი მესის სადებიუტო გოლიდან
1 მაისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა "ბარსელონას" ისტორიაში. წარმოგიდგენთ ამ თარიღთან დაკავშირებულ მოვლენებს.
- 114 წლის წინ, კლუბის პრეზიდენტმა, არტურ უიტიმ "ბარსელონას" პირველი გასვლითი შეხვედრის ორგანიზება მოახდინა. კატალონიურმა გუნდმა ფრანგულ "ტულუზას" 3:2 მოუგო.
- 1957 წლის 1 მაისს, ესპანეთის თასის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში "ბარსელონამ" "ატლეტიკო" 8:1 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ეულოჩიო მარტინესმა აქტივში 7 გოლი ჩაიწერა.
- ზუსტად 1 წლის შემდეგ, საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის საპასუხო ფინალურ დაპირისპირებაში "ბარსელონამ" ლონდონის ნაკრებს 6:0 სძლია. "ბლაუგრანა" ამ ტიტულის პირველი ლაურეატი გახდა.
- 2005 წლის 1 მაისს, "ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ კლუბის მაისურით პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. ლეო "ალბასეტესთან" მატჩში მოედანზე ძირითადი დროის ამოწურვამდე 3 წუთით ადრე გამოვიდა.
მოედანზე გამოსვლიდან 1 წუთის შემდეგ, არბიტრებმა არგენტინელს სადავო თამაშგარის გამო გოლი არ ჩაუთვალეს, თუმცა, მალევე, რონალდინიომ მესის მორიგი გადაცემა გაუკეთა და ამჯერად, ყველაფერი სასურველი შედეგით დასრულდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]