15 მაისი
1998 წლის 15 მაისს, დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის გათამაშება, რომლის ბოლო 3 თამაშიც "ბარსელონამ" წააგო საერთო ჯამში 4:12. მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა ჩემპიონობა მაინც იზეიმეს. საქმე ისა, რომ "ბარსამ" ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაინაღდა.
1991 წლის 15 მაისს, თასების მფლობელთა თასის ფინალში, "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" 1:2 დამარცხდა. ინგლისელთა მხრიდან, თავი ორივეჯერ "ბარსას" ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკ ჰიუზმა გამოიჩინა, კატალონიელთა მხრიდან კი, საჯარიმო დარტყმით, რონალდ კუმანმა გაიტანა.
1965 წლის 15 მაისს, "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტზე, მე-2 ვადით აირჩიეს ენრიკ ლიაუდეტი, რომელმაც დამაჯერებლად დაამარცხა ხოსეპ ვენდრელია.
1902 წლის 15 მაისს, ესპანეთის სამეფო თასის პირველ გათამაშებაში, "ბარსელონა" "ვისკაიასთან" 1:2 დამარცხდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]