16 მაისი

16 მაისი

2004 წლის 16 მაისს, ლუის ენრიკემ კარიერაში უკანასკნელი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, "ბარსელონა" "რასინგს" დაუპირისპირდა. ლუის ენრიკემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მან მოედანზე ერთი საათი დაჰყო.

1979 წლის 16 მაისს, თასების მფლობელთა თასის ფინალში, "ბარსელონამ" დიუსელდორფის "ფორტუნა" 4:3 დაამარცხა. კატალონიელთა მხრიდან, გოლები ხოსე ვისენტე სანჩესმა, ხუან მანუელ ასენსიმ, კარლოს რექსაჩმა და ჰანს კრანკლმა გაიტანეს.

1926 წლის 16 მაისს, ესპანეთის სამეფო თასის ფინალში, მადრიდის "ატლეტიკოსთან", "ბარსელონა" 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ კატალონიელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. 115-ე წუთზე კი, "ბარსას" გამარჯვება ალკანტარამ მოუტანა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.