13 ივნისი
2001 წლის 13 ივნისს, კატალონიის თასზე, "ბარსელონა" "ბალაგურთან" დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში, "ბარსამ" 3:4 წააგო.
1982 წლის 13 ივნისს, "კამპ ნოუს" სტადიონზე ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია, რომელსაც დაახლოებით ასი ათასი ადამიანი დაესწრო. გახსნით მატჩში, ბელგიამ არგენტინა 1:0 დაამარცხა.
1943 წლის 13 ივნისს, ესპანეთის თასზე, "ბარსელონა" მადრიდის "რეალთან" 1:11 დამარცხდა. დღემდე ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მატჩის შედეგზე გავლენა დიქტატორ ფრანკოს ხალხმა იქონია.
ტეგები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]