თეთრი კურდღელი

თეთრი კურდღელი

2007 წელს ხავიერ სავიოლას სურათები გაქრა "ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდიდან, აღარ იღიმოდა "ბარსას" ლეგენდებს შორის, ფოტოები გაქრა მუზეუმიდანაც. ყველაფერი ჩუმად მოხდა, ზედმეტი ყვირილისა და წივილ-კივილის გარეშე, არ ყოფილა ტრანსპარანტები, მუქარა და მით უმეტეს, არ ყოფილა ღორის თავი, მაგრამ "ბაჭია" მოიძულეს, იმიტომ, რომ "კამპ ნოუს" უყვარდა, დაუწერელი კანონის მიხედვით კი, ვისაც "კამპ ნოუ" შეიყვარებს, იმას "რეალში" გადასვლის უფლება არ აქვს.

არც კი ვიცი, რა უფრო დამამცირებელი იყო, ის რომ ფიგუს "ბარსელონაში" ნათამაშები სეზონისთვის გადასცეს "ოქროს ბურთი" და ტაშს "ბერნაბეუზე" უკრავდნენ, თუ ის, რომ ერთ დროს ჩვენი მთავარი იმედი მადრიდლი კლუბის სკამზე გახმა და ისეთივე წარუშლელი კვალი დატოვა თეთრებზე, როგორც ანტონიო კასანომ.

ამით თითქოს დაგვცინეს. ისევ ფიგუ გაგვახსენეს. ჭრილობაზე მარილი დაგვაყარეს, სავიოლას კი მას მერე საშუალო დონეზე გამოსვლაც უჭირდა.

ყველაფერი დაიწყო ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატიდან, ქომაგმა უნდა იცოდეს, რომ თუ არგენტინაში ვარსკვლავი იბადება, მან ახალგაზრდული მუნდიალი უნდა მოიგოს! სავიოლამდე ეს მარადონამ გააკეთა, სავიოლას შემდეგ კი მესიმ.

სანამ მესი გამოჩნდებოდა, ყველა არგენტინულ გამობრწყინებას მარადონას სახელით ნათლავდნენ, ეს ძალიან დიდი წნეხი იყო და როგორც წესი ვერავინ უძლებდა, ერთი ლეომ გაუძლო და მორჩა გაუთავებელი მარადონას ძახილი. ახლა "მალიორკას" პატარა სუპერვარსკვლავზე ამბობენ, ახალი ლეო მესიაო.

სავიოლა "რივერ პლეიტში" ბრწყინავდა, ლიონელ მესის კუმირთან ერთად. მან და პაბლო აიმარმა ერთად მოიგეს მუნდიალი და ვარსკვლავური კარიერაც დაიწყეს. ერთი "ბარსაში" აღმოჩნდა, მეორე "ვალენსიაში". თითქოს სავიოლას უფრო გაუმართლა, მაგრამ იმ დროს "ვალენსია" უფრო ძლიერი გუნდი იყო, ამიტომ აიმარმა უფრო მეტი და უფრო მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგო, სავიოლას კი არაფერი მოუგია.

აეროპორტში ძალიან ბევრი ქომაგი დახვდა და დაწყევლილი "შვიდიანიც" მიაჩეჩეს პრეზენტაციაზე. ტაქტიკა უკვე იკითხებოდა, რივალდო ათიანზე, მის წინ კი კლუივერტი-სავიოლას დუეტი.

კარგი სანახავი გამოდგა. "ბაჭიამ" სწრაფად მოიპოვა პუბლიკის სიყვარული, იმ "ბარსაში" თუ რამე სანახავად ღირდა, ეს სწორედ ამ ტრიოს ფეხბურთი იყო, მაგრამ ერთი მათგანი ძალიან გამოირჩეოდა. ამ გამორჩეულმა კი ვიგოში გატანილ გოლს ფეხი შესწირა და ნახევარფინალში, "რეალის" წინააღმდეგ რივალდოს გარეშე მოგვიწია თამაში. სწორედ იქ გამოჩნდა, რომ არც სავიოლა და არც კლუივერტი, დიდი მატჩების მომგები არ იყვნენ. ბევრი იფაფხურეს, მაგრამ ვერაფერს გამორჩნენ. "რეალმა" ულაპარაკოდ მოგვიგო.

მანამდე კი იყო სანერვიულო მეოთხედფინალი კარაგუნისის და ნიკოპოლიდისის "პანათინაიკოსთან", განმეორებით მატჩში ორი ბურთით უნდა მოგვეგო, მაგრამ პირველი გოლი აქეთ გავუშვით, მაშინ სწორედ სავიოლამ გვიხსნა, ბოლო წუთზე ჩავის პასით მესამე შეაგდო და გავედით. ეს ჩემი აზრით, მისი საუკეთესო მატჩი იყო "ბარსას" მაისურით.

მისი პირველი სეზონი კი საუკეთესო იყო "ბარსელონურ" კარიერაში. რივალდოს გვერდზე აშკარად იზრდებოდა, მერე კი ყველაფერი აირია.

პირველი სეზონის სტატისტიკა ასეთია - 21 გოლი (17 ლა ლიგაში) 12 საგოლე გადაცემა.

მეორე სეზონი რთული გამოდგა, ყველაზე ცუდი "ბარსას" ბოლო 30 წლის ისტორიაში, ვან გაალმა სეზონის წინ რივალდო გაუშვა და კიდევ ერთი არგენტინელი მოიყვანა, იმის იმედით, რომ არგენტინელები კარგ დუეტს შექმნიდნენ, კლუივერტი კი ვან გაალის ფავორიტი ფეხბურთელი იყო, ერთადერთი ლიგის თასი ხომ მან მოუტანა?!

მაგრამ პრობლემაც ბევრი იყო. "ბოკას" და "რივერის" აღზრდილები რომ ვერ დალაგდებოდნენ, ამას რა მიხვედრა უნდოდა?! ამას ლუის ახირებებიც დაემატა და სეზონი ჩავარდა. სავიოლას ძალიან დიდი მშრალი სერია ჰქონდა. თუმცა, გულშემატკივარს მისი ნდობა არ დაუკარგავს, აი კლუივერტს რამდენიმე შეხვედრაში უსტვინეს, მშიშარა ეძახეს და თეთრი დროშებიც უქნიეს.

მეორე სეზონში 20 გოლი შეაგდო (13 ლა ლიგაში) და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სეზონის ბოლოს რიკელმე გაუშვეს და კრუიფის სურვილი იყო, რომ აიმარი მოეყვანათ გუნდში, აი მასთან ერთად სავიოლა ისე იგრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში, მაგრამ ახალი პრეზიდენტის მთავარი დაპირება დევიდ ბექემი იყო, დევიდმა "რეალი" არჩია, როსელმა კი რონალდინიო გადმოიბირა. მწვრთნელად რაიკაარდი მოვიდა და სავიოლა მთავარი ფორვარდი აღმოჩნდა 4-3-3 სისტემაში. სეზონის მეორე ნახევარი ძალიან მაგარი გამოვიდა, ზამთარში დავიდსის გადმოსვლამ გუნდში ყველაფერი დაალაგა და ისეთი მოგებათა სერია მივაწყეთ, კინაღამ ნანატრი ჩემპიონობაც მოვიპოვეთ, მაგრამ ისევ აიმარმა იმარჯვა. "რეალი" კი ძალიან დიდი ჰანდიკაპის მიუხედავად ჩამოვიტოვეთ.

ეს კიდევ ერთი ისეთი ამბავია, რაც ძალიან ცუდად მხვდება თვალში - სავიოლას არასდროს გაუტანია "რეალისთვის".

სეზონის სტატისტიკა ასეთია - 19 გოლი (14 ლა ლიგაში) 8 საგოლე გადაცემა.

როგორც ხედავთ, ძალიან სტაბილურად დებს საშუალო მაჩვენებელს.

მოუწია "ბაჭიას" აბარგება, რადგან ლაპორტამ "ბარსას" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სატრანსფერო გარიგებები განახორციელა, თავდასხმაში სამუ ეტო’ო და ჰენრიკ ლარსონი მოვიდნენ, სავიოლას ადგილი აღარ იყო. ასე გადავიდა "მონაკოში".

ალბათ ძალიან მწარე იყო იმის ყურება, როგორ იქცა წარუმატებელი გუნდი წარმატებულად. მას არაფერი მოუგია, ხოლო მისი წასვლის შემდეგ "ბარსამ" მოგება დაიწყო და ორ წელში ორი ლა ლიგის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ამ ორი წლის მერე, ლარსონი წავიდა, მაქსი ლოპესის ერთმატჩიანი გაელვება ფუჭი გამოდგა, ეტო’ომ მძიმე ტრავმა მიიღო და სავიოლა დაბრუნდა! წარუმატებელი "ბარსას" ერთ-ერთი ლიდერი, "კამპ ნოუს" ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი ძლიერ "ბარსაში" დაბრუნდა და ისევ ისე ჩაფლავდა, როგორც ადრე. ამჯერად ფიქრობდნენ, რომ ლეოს გვერდზე გაიბრწყინებდა, მაგრამ არაფერი ამისგან არ გამოვიდა.

"ბაჭიას" არ ეწერა "ბარსაში" წარმატების მიღწევა. ისევ ვერაფერი მოიგო. ჰქონდა შანსი, რომ "ლივერპულთან" გაებრწყინა, მაგრამ დავმარცხდით და გავვარდით.

"ბაჭია" გახდა თეთრი კურდღელი და თბილად მოთავსდა "ბერნაბეუს" სკამზე. მერე კი ყველას გული გაგვიხეთქა, "რეალში" თამაში ჩემი ოცნება იყოო - აი ეს განაცხადა ხალხის საყვარელმა ფეხბურთელმა.

სავიოლა მხოლოდ წარუმატებლობასთან ასოცირდება.

კარიერის ბოლოს, ისევ ითამაშა თავის საუკეთესო მეწყვილესთან ერთად. პაბლო აიმარმა და სავიოლამ, "ბენფიკაში" განაგრძეს კარიერა. რეალურად, ვერც ერთმა გაამართლა ბოლომდე იმედები და ვერც მეორემ.

დღეს ხავიერის დაბადების დღეა

რავიცი.. გილოცავ!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    AGU3RO
    სტუმარი [?]
    #15 13 დეკემბერი 2020 09:25
    0
    მაგრა მევასებოდა სავი
    Le0_Barca
    სტუმარი [?]
    #14 13 დეკემბერი 2020 01:17
    0
    ფიგუ გამახსენდა...
    AGU3RO
    სტუმარი [?]
    #13 12 დეკემბერი 2020 20:07
    0
    მაგრა მევასებოდა
    Culé [?]
    #12 12 დეკემბერი 2020 01:52
    0
    Andres dalesandro yavda im droindel argentinis axalgazrduls, dzaan texnari bichi iyo. Ai is unda moeyvenat wesit amis magier, (zedgamochrili iyo chventvis) an amastan ertad isic. Aimaris arabarselonuri kariera kide calke tragediaa fexburtistvis.
    AGU3RO
    სტუმარი [?]
    #11 11 დეკემბერი 2020 22:39
    0
    ძააან მევასებოდა <3 <3 <3 კაი სტატიაა
    გიგა იმერლიშვილი
    სტუმარი [?]
    #10 11 დეკემბერი 2020 22:36
    0
    დავიდსი მაგარი იყო უნდა შეენარჩუნებინათ, ყველაზე მტკივნეული გულშემატკივრისთვის ფიგუს ტრანსფერი იყო, სავიოლა თამაშის დონით ვერც მიუახლოვდებოდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 11 დეკემბერი 2020 22:30
    0
    El pistolero 9,
    სკალონი ვნახოთ, ახალგაზრდა კაცია და უფრო სტაბილურია, ვიდრე თავგაცხლებული
    ბიელსას ელ ლოკო თავზეხელაღებულობის და ე.წ. სამკუთხედი იდეების გამო დაარქვეს

    არადა რა შემადგენლობა... ყველა პოზიციაზე უზარმაზარი არჩევანი და უცებ...
    2002 წელი მახსოვს როგორც ყველაზე უბანძესი ჩემპიონატი, ყველაფრით და ყველანაირად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 11 დეკემბერი 2020 21:46
    0
    Albicelecte,
    წელს სკალონი დაღუპავს.რეალურად კოპაზე ტიტეს ბრაზილია ყავთ კონკურენტი და ურუგვაი.ესენი ერთმანეთს რო დაეჯახონ არგენტინას ექნება შანსი მაგრამ რავიცი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #7 11 დეკემბერი 2020 21:17
    0
    სავიოლაზე რა გითხრად .. მაგრამ დავიდსე დამწყდა გული რომ არ გამოისყიდენ მაგრად ათამაშდა ზუსტად მასეთი ფეხბურთელები აკლია დღეს ბარსას.. ცოტა რომ თავი არ დაეფასებინა და დიდი ხელფასი არ მოეთცოვა შეიძლება გამოესყიდათ კიდეც .. ვინიცის.. და რაც არუნდა იყოს რივალდო და კლიუვერტიც მეტად დასაფასებლები არიან ორივეს შეეძლო იმ დროს უფრო გამართულ გუნდებში გადასულიყვნენ მაგრამ მთელი სული და გული ჩადვეს ბარსელონაში..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 11 დეკემბერი 2020 21:09
    0
    2002 წელს ყავდა არგენტინას საუკეთესო შემადგენლობა
    ელ ლოკომ დაღუპა გუნდი; - შემადგენლობა ვერ დააყენა, ნამეტანი ვარსკვლავური გუნდი იყო და არჩევანის პარადოქსი გათამაშდა
    ბატისტუტა,კრესპო,კანიჯა,კლაუდიო ლოპესი.... 10-იანზე კი ორტეგა და აიმარი, პლუს კილი გონსალესი და გალაირდო.... შეტევა უძლიერესი ყავდა და სხვა რგოლებიც არ იყო ურიგო...აი როგორ ჩარჩა ჯგუფIშ, დღესაც ვერ ვხვდები
    4 წლის მერე უკვე ძირითადში იყო ბაჭია და კრესპო-სავიოლას დუეტი მშვენივრად განმოიყურებოდა
    არც მაქსის ძირითადში ყოფნა და ტევესის და თინეიჯერი ლეოს შემოყვანა აზარალებდა გუნდს...
    რომ არა გერმანიასთან პენალტები ვინ იცის?
    ალბათ არგენტინაზე უიღბლო ნაკრები არ არსებობს
    რეალში რომ გადავიდა, უკვე ის ვეღარ იყო, რა იმედებიც მასზე იყო გაცემული და დიდად არც ასარგებლა სამეფო ნაგვის ურნა
    ასე, რომ ბაჭიაზე გული არ მწყდება
    სტუმარი ბექა
    სტუმარი [?]
    #5 11 დეკემბერი 2020 20:23
    1
    ფეოლა, კარგი პროზაიკოსი ხარ. შეგიძლია ბარსელონას დევიზის სახელით წიგნი დაწერო და ვეცდები პირველმა ვიყიდო.
    მწერალი [?]
    #4 11 დეკემბერი 2020 19:36
    1
    Tsitsi,
    საუკეთესოსგან მესმის!
    რედაქტორი [?]
    #3 11 დეკემბერი 2020 19:29
    2
    barca-4 heart_eyes საუკეთესო მწერალი
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #2 11 დეკემბერი 2020 19:16
    1
    მადლობა მწერალს ნამდვილად კარგი სტატიაა
    El Guaje
    სტუმარი [?]
    #1 11 დეკემბერი 2020 19:04
    2
    მადლობა მწერალს ასეთი კარგი სტატიისთვის !