რა კავშირი აქვს კლასიკოს მსაჯს რეალთან?

რა კავშირი აქვს კლასიკოს მსაჯს რეალთან?

"ელ კლასიკოს" მსაჯი შეიცვალა. "ბარსელონასთვის" არცთუ სასურველმა ანტონიო მატეუ ლაოსმა ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დანიშნა ხესუს ხილ მანსანო, რომელსაც ესპანეთში იცნობენ, როგორც "მადრიდისტას".

რატომ მიჩნევენ მანსანოს "რეალის" გულშემატკივრად? ალბათ იმიტომ, რომ ის "რეალის" ლოგოსთან ერთად პოზირებას არასდროს ერიდება და არც მადრიდელთა სასარგებლო და "ბარსელონას" საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას ერიდება.

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი. ხილ მანსანო ესპანეთის პატარა ქალაქ დონ ბენიტოშია დაბადებული. ამ ქალაქში ფუნქციონირებს "რეალის" ოფიციალური ფანკლუბი სახელწოდებით Peña Dombenitense del Real Madrid. ხესუს ხილ მანსანოსა და ამ ფანკლუბთან დაკავშირებით 3 სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელებულა: 1) ხესუს ხილ მანსანო ამ ფანკლუბის ყოფილი პრეზიდენტია; 2) ხესუს ხილ მანსანოს ძმა ამ ფანკლუბის მოქმედი პრეზიდენტია; 3) ხესუს ხილ მანსანო თავადაა ამ ფანკლუბის მოქმედი პრეზიდენტი. უარყო, რომ მანსანოსთან რაიმე კავშირი აქვს ან ოდესმე ჰქონია. რაიმე კავშირის კატეგორიულად უარყოფა ცოტათი უცნაური კია. ქალაქში იმაზე დაახლოებით 5-ჯერ ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე გლდანში, მანსანო კი ამ ქალაქის ყველაზე ცნობილი საფეხბურთო მოღვაწეა.

"რეალის" ფანკლუბმა ოფიციალური განცხადება 2017 წლის 28 თებერვალს გააკეთა. რატომ დასჭირდა "რეალის" ოფიციალურ ფანკლუბს 2017 წლის 28 თებერვალს ამ ინფორმაციის უარყოფა? 2017 წლის 26 თებერვალს "რეალი" "ვილიარეალს" ეწვია. მადრიდელები 0-2 მარცხდებოდნენ, მაგრამ 3-2 მოიგეს. მასპინძლები მთავარი არბიტრის, ხესუს ხილ მანსანოს მსაჯობით უკმაყოფილოები იყვნენ, ჩვენში დარჩეს და, არცთუ უსაფუძვლოდ. თამაშის შემდეგ კი გავრცელდა სურათები, სადაც ჩანს, რომ მანსანო და მისი ასისტენტები მოედანს "რეალის" ლოგოიანი ჩანთებით ტოვებდნენ. მადრიდულმა მედიამ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ ეს მიღებული პრაქტიკაა და მას არა მხოლოდ "რეალი", არამედ სხვა ესპანური და არაესპანური გუნდებიც მისდევენ. Marca წერდა, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული მატჩების დროს მასპინძელი გუნდი მსაჯებს სამახსოვრო სუვენირებით ასაჩუქრებენ. პრობლემა კი ისაა, რომ კონკრეტულად ეს დაპირისპირება არა "სანტიაგო ბერნაბეუზე", არამედ "ვილიარეალის" სტადიონზე გაიმართა. რაც შეეხება არსებულ პრაქტიკას - არც ხესუს ხილ მანსანო გვინახავს სხვა რომელიმე კლუბის ატრიბუტიკით და არც სხვა მსაჯები.

რომელ გუნდს უკეთესი შედეგები აქვს ხესუს ხილ მანსანოს მსაჯობის დროს, "ბარსელონას" თუ "რეალს"? "ბარსას" თამაშების მხოლოდ 59% აქვს მოგებული (კატალონიელთა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი), ხოლო "რეალს" 79% (მადრიდელთა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი). სტატისტიკა უფრო დეტალურად ამ სტატიაში შეგიძლიათ ნახოთ.

სტატისტიკა სტატისტიკად დავტოვოთ, ხშირად ტყუის ხოლმე.

მაგრამ რა ვუყოთ იმს ფაქტს, რომ მანსანომ ამ ეპიზოდში ნეიმარს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა?

ან ის რით ავხსნათ, რომ იმავე მსაჯმა ამ ეპიზოდში ლუის სუარესსაც წითელი ბარათი უჩვენა?

რა თქმა უნდა, კარგად ვაცნობიერებთ, რომ ფეხბურთის მსაჯებს ფეხბურთი უყვართ და მათ ფავორიტი გუნდებიც აქვთ შერჩეული. თუ ხილ მანსანო მართლაც "რეალის" გულშემატკივარია, მას ამის გამო ნამდვილად ვერ გავაკრიტიკებთ. მაგალითად, გვინახავს კადრები, როგორ გულშემატკივრობს ცნობილი ინგლისელი არბიტრი საყვარელ გუნდს ტრიბუნებიდან, მაგრამ ის ამ გუნდის თამაშის მსაჯი არასდროს იქნება. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია კი განაგრძობს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში იმ მსაჯის დანიშვნას, რომლის ობიექტურობასთან დაკავშირებითაც სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ACRAB
    სტუმარი [?]
    #9 10 აპრილი 2021 11:08
    0
    კალჩოპოლია საჭირო ესპანეთში და იმდენი მძღნერი ამოტივტივდება გაავსებს ბერნაბეუს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 10 აპრილი 2021 10:39
    1
    დედას მოუფრთხილდი თორე დაახრჩობს დღეს სლოკინი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    DE PE FA
    სტუმარი [?]
    #7 10 აპრილი 2021 01:28
    1
    ხვალ თუ რამეა უეჭველად ასაღები კლასიკოზე ეს წითელი ბარათია დანარჩენს არ გავეკარებოდი😁იქით გული გაგისკდება ფეხბურთის გულშემატკივარს რა დაცვაა და აქეთ ლენგლეა სპასობნი და იმედს ვიტოვებ ის დამსახურებული პიროვნება ლენგლე არ იქნება😁
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #6 10 აპრილი 2021 00:00
    1
    სანაგვეთია დედაბუდიანად და რა გინდა რომ ქნა..😡😡😡
    😏😏😏😏😏😏😏😏😏😏
    მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება გასაჩივრება, რომ მიკერძოებული მადრიდისტა მსაჯი თამაშიდან მოხსნან??? 🤔🤔🤔
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 აპრილი 2021 22:35
    2
    მე არ მაქვს იმის იმედი რო მსაჯი არ იკისრებს რაღაცას ამიტომ მსაჯიანად უნდა ჩავახტეთ გლანდებში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #4 9 აპრილი 2021 21:53
    3
    ციტატა: BEQA BARCA
    სანამ ტებასია პრეზიდენტი რამე არ გვეშველება სამწუხაროდ☹

    ვინც გინდა მოვიდეს მადრიდისტა იქნება. არ დაუშვებენ სხვანაირად რო იყოს. ტებასს კასილიასი ალონსო გუტი ან ვინმე ეგეთი შეცვლის. და ამ გუნდის ფანები რო თავებს იდებილებენ და რა მსაჯები გუნდია მაგარიო ეგაა სამარცხვინო
    Culé [?]
    #3 9 აპრილი 2021 20:40
    3
    სანამ ტებასია პრეზიდენტი რამე არ გვეშველება სამწუხაროდ☹
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 აპრილი 2021 20:25
    5
    არც პირველია და არც უკანასკნელი, მადრიდიდან ასეთი ამბები და დააკვირდით ეს ყველაფერი იწყება მაშინ როცა რეალი 1-2 ქულაშია ბარსასგან. და ყოველ ქულას ტიტულის ფასი აქვს. გახსოვთ ალბათ როცა ვალვერდე თითქმის 20 ქულიანი სხვაობით იგებდა ტურნირს რეალიც წყნარად იქცეოდა, აი შარშან სხვაობა ერთ თამაშში იყო და ჩანდა მსაჯების განწყობაც.
    Nicolaus_Geo
    სტუმარი [?]
    #1 9 აპრილი 2021 19:50
    2
    არასწორი საქციელია