გამოსამშვიდობებელი წერილი წასულებს

გამოსამშვიდობებელი წერილი წასულებს

წასულები ცუდად ჟღერს, ჯვარი გწერიათ, მაგრამ, წახვედით გუნდიდან და უკვე წასულები ხართ. ერთი თქვენთაგანი სანამ გუნდიდან წავიდოდა, ხელიდან წავიდა, რაღაც თბილი სიტყვებიც მოგვაძახა, ამდენი რამ მომეცით, გზა გამიხსენით და ფეხბურთელად მაქციეთო, ბოლომდე არც წამიკითხავს მისი მადლობა, ჯობდა ის დაეწერა "ბარსას" როგორ გადაუხადა სამაგიერო, ფინანსურ კრიზისში მყოფ კლუბს, რომელსაც წვალებით მოუწევს თავის გატანა, თავისივე აღზრდილებისა და ხელფასდაკლებულების ხარჯზე, ჯერჯერობით ძირს გდია და ილაიშ მორიბამ წიხლი დააყოლა.

მადლობა ილაიშ! ნამდვილი კულე ხარ!

პოგბას გადარებენ, მაგრამ მგონია, რომ მომო სისოკოც არ დადგება შენგან, ფეხბურთელს, რომ პრიორიტეტები აერევა, მერე ძალიან რთულია რაიმე დაულაგდეს, ახლა, რომ იმას ვერ განსაზღრავ, ამ ასაკში, კარგი ხელფასი ჯობია თუ „ბარსასთან“ ერთად ზრდის გაგრძელება, ესე იგი, პრობლემები გაქვს, შესაძლოა, ძირითადში მოხვედრის თავიც არ გქონდა და.. არც ამ შემთხვევაში გიღიმის მომავალი, აბა, სად გაგონილა ფეხბურთელი ბრძოლის გარეშე გარბოდეს და სხვაგან გამოსდიოდეს თავის დამკვიდრება?! ან ყველგან შეძლებ საკუთარი სიტყვის თქმას, ან ყველა პრობლემის წინაშე გაიქცევი, ხოდა, გაიქეცი ფორესტ! გაიქეცი!

ახლა რაც არ უნდა გააკეთო, თუნდაც რაღაც საოცარი გოლი გაიტანო, ან, ძალიან მაგარი პასი გამოძერწო, (მომო სისოკოს სტილში), მაინც იმ გორელი ფანის შთამბეჭდავი ქებათა-ქება გამახსენდება, - საღოლ....

ოჯახში ერთი პრობლემატური ბავშვი ყველგან გამოერევაო, ამბობენ და, ამ ოქროს თაობაში შენ გამოდექი ეს ჭირიანი.

ნახვამდის ილაიშ, შე უმადურო ბავშვო!

წესით და რიგით, სათითაოდ უნდა ვწერდე გამოსამშვიდობებელ წერილებს, გრიზმანისთვის მაინც, მაგრამ მეც წამომიარა უმადურობის სტიქიამ და ერთად მოვუყარე თავი, ნაკლებად და მეტად დასაფასებლებს. ორი სიტყვა მოდი ემერსონზეც ვთქვათ, ბრაზილიელი „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი გახდა.

ემერსონ, ჯიგარო.. ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა?

ვიცით, რომ თავად არაფერი გადაგიწყვიტავს, იმ თინეიჯერის როლში აღმოჩნდი უფროსები რო უწყვეტენ სად გააგრძელოს სწავლა. რაღაც მხრივ გულდასაწყვეტია, არ დაგიმალავ და ნოკიას ტელეფონსაც მახსენებ, ლაპორტა კი ქუჩის ბიჭის როლში აღმოჩნდა, წაართვა შენი თავი „ბეტისს“ და ეგრევე დაგალომბარდა. რას ვიზამთ?! ფულია საჭირო, შენისთანა ათს დავალომბარდებდით საშუალება რომ იყოს, ალბათ ამიტომ ითამაშე ბოლო მატჩი ასე უხასიათომ, „ბარსაში“ თამაშზე რომ ოცნებობ და გალომბარდებენ, ვერ არის კარგი ამბავი. არ ვარ მადლიერების განწყობაზე, მაგრამ რომც ვიყო, მადლობა მხოლოდ იმისთვის გეკუთვნის, რომ რამდენიმე მილიონი წაგვახმარე, ეგეც საქმეა, ჩემზე, რომ ყოფილიყო სულ სხვა ხალხს გავუშვებდი, მაგრამ იმათი გაშვება რთულია, წიხლით აგდებენ და არ მიდიან, შენ კიდე მარტივად წახვედი, პრობლემების გარეშე, აი, გამოჩნდა ერთი კარგი სამადლობელი მიზეზი, ხოდა, მადლობა ემერსონ, ასე, ლამაზად და უპრობლემოდ, რომ წახვედი!

აი, მივადექით ანტუანსაც, ახლა ალბათ ფრანციშკუ ტრინკაუ ზის სადღაც ინგლისში და დედას იგინება, აბა რას წარმოიდგენდა, რომ „ბარსას“ მარჯვენა ფლანგზე მხოლოდ ერთი ვარიანტი დარჩებოდა, დემირის სახით, ჯერ ლეო წავიდა, მერე გრიზმანი, დემბელე ტრადიციულად დარეტიანებულია, სხვა რა უნდა ინატროს დამწყებმა მარჯვენა გარემარბმა?! მაგრამ, სანამ ეს ხალხი წავიდოდა, თავად ტრინკაუ წავიდა, არ გაგიმართლა ფრანციშკუ, გააგრძელე „ვულვზში“ წვალება.

კუმანს ნამდვილად არ გაახარებდა ეს ამბავი, დემირის იმედზე მტერი იყოს, ან ტაქტიკის შეცვლა მოუწევს, ან ჩვენ მოგვიწევს დემირის ყურება. თუმცა, ამაზე მოგვიანებით, ახლა გრიზმანი გვყავს გასაცილებელი.

ანტუან, არასდროს მინდოდა შენი „ბარსაში“ გადმოსვლა, - რაღაც ვერ დავიწყე კარგად, ასეთი უმადურობაც არ ვარგა, მაგრამ, მთავარია, რომ გულახდილი იყოს, სხვაგვარად უფრო შეურაცხმყოფელი იქნება.

არ მინდოდა, რადგან ვერ ვხედავდი შენს ადგილს ამ გუნდში და მართალი გამოვდექი, ორწლიან წვალებას გვაყურებინე, იშვიათი გამონათებებით, შენგან გოლებს ელოდნენ, (მე არ ველოდი) შენ კი ფეხებში ვარდნით დაამახსოვრე ქომაგს თავი, შეტევა თუ არ გამომდის, დაცვაში მაინც ვიზამ რამესო, ვერც ტაქტიკურად მოერგე გუნდს, ვერც სტილით, კარგია, რომ იქ დაბრუნდი, სადაც შენი ადგილია, სუარესთან დუეტში კარგი სანახავი იქნები, შენს ნაცვლად, რომ ფელიში მიგვეღო ერთობ კმაყოფილი შევიქნებოდი, მაგრამ.. დე იონგი კაცო?! ეს მეტისმეტია! თანაც, ყველაზე ცუდი დე იონგი ფეხბურთელ დე იონგებს შორის?! თითქოს ახლა ორი დე იონგი უნდა გვყავდეს, მაგრამ დააკვირდები და ორი ბრეითუეიტი გვყავს. ვფიცავ! ორივეს ათი თავით მირჩევნიხარ, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მათზე ათჯერ მეტი ხელფასი გაქვს, „ბარსაში“ კი დიდი დეპრესიის ეპოქა იწყება. კიარადა, დაიწყო. ისევ შენ გვერჩივნე ანტუან, მაგრამ რას ვიზამთ?!

ნაადრევად დაწერილ პროგნოზებში ისიც ვახსენე, რომ სეზონის ბოლოს, ან გრიზმანი იქნება ჩემი იმედგაცრუება, ან აგუერო-მეთქი, აი, ამას ჰქვია, რომ გამასწარი!  კარგი იქნებოდა გოლით წასულიყავი და არა ისეთი ჩაკარგული და უსახური მატჩით, მაგრამ, მთელი „ბარსელონური“ კარიერა ეგეთი გამოგივიდა.

მიუხედავად ამისა, მაგარი გოლებიც მახსოვს, საუკეთესო ათი რომ შევკრიბო, (შევკრებ აუცილებლად ვიდეოს სახით), ათივე ერთმანეთზე უკეთესი გამოვა, უბრალოდ, ცოტა იყო, ეგ არის პრობლემა.

ფაქტია, რომ ტრანსფერი ჩავარდა, როგორც ფინანსურად, ისე სათამაშო თვალსაზრისით, ფინანსები ისედაც აღწერს სათამაშო მხარეს, ხოდა, 120 მილიონად ნაყიდ ფეხბურთელში, 40 მილიონზე მეტს არავინ იხდის, ამდენით დაიკლო გრიზმანის ფასმა, 80 მილიონად ფასდება შენს მიმართ იმედგაცრუება! 80 მილიონიანი იმედგაცრუება კიდე საშინელი იმედგაცრუებაა.

ბევრ გოლს ვერ გისურვებ, კონკურენტი ხარ, ეჭვი არ მეპარება, რომ იქ უფრო კარგად ითამაშებ, სადაც შენი ადგილია, მაგრამ, იმაზე თავს ვერ დავდებ, რომ სუარესს გაახარებს შენი დანახვა. ალბათ მესის უკვე გაუგზავნა ემოჯის სმაილი, რომელიც სიმწრისგან სახეს იკაწრავს.

ბევრ გოლს გისურვებ, ეროვნულ ნაკრებში!

მორიბასგან განსხვავებით, მადლობა ანტუან!

პ.ს: გუნდი დატოვა მანაიმ, - კარგად მანაი!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 1 სექტემბერი 2021 20:43
    0
    მე გემშვიდობებით აბა ჰეეე
    --------------------
    THUGS
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #13 1 სექტემბერი 2021 13:47
    0
    ერთი თქვენთაგანი სანამ გუნდიდან წავიდოდა, ხელიდან წავიდა,
    ===================
    ფეოლაა, თქვენს გარდა ამას ვერავინ დაწერდა..
    blush ბრავოო!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 1 სექტემბერი 2021 13:41
    0
    ციტატა: Pirat❤️💙
    გუნდის დანომრვის ბოლო ვადა ხო გუშინ იყო როგორ განაწინდა ნომრები?

    შემადგენლობა
    # ფეხბურთელი ეროვნება პოზიცია დაბ. თარიღი
    1 მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გერმანია მეკარე 30.04.1992 ფეისბუქი ტვიტერი ფეისბუქი
    2 სერჟინიო დესტი ესპანეთი მცველი 30.11.2000 ფეისბუქი
    3 ჟერარ პიკე ესპანეთი მცველი 02.02.1987 ფეისბუქი ტვიტერი ვებგვერდიფეისბუქი
    4 რონალდ არაუხო ესპანეთი მცველი 07.03.1999 ფეისბუქი
    5 სერჟიო ბუსკეტსი ესპანეთი ნახევარმცველი 16.07.1988 ფეისბუქი
    6 რიკი პუჩი ესპანეთი ნახევარმცველი 13.08.1999 ტვიტერი ფეისბუქი
    8 მირალემ პიანიჩი ესპანეთი ნახევარმცველი 02.04.1990 ფეისბუქი ტვიტერი ფეისბუქი
    9 მემფის დეპაი ესპანეთი თავდამსხმელი 13.02.1994 ფეისბუქი ტვიტერი ფეისბუქი
    11 უსმან დემბელე საფრანგეთი თავდამსხმელი 15.05.1997 ტვიტერი ფეისბუქი
    12 მარტინ ბრეითუეიტი ესპანეთი თავდამსხმელი 05.06.1991 ფეისბუქი ტვიტერი ფეისბუქი
    13 ნეტუ ბრაზილია მეკარე 19.07.1989
    14 ფილიპე კოუტინიო ბრაზილია ნახევარმცველი 12.06.1992 ტვიტერი ფეისბუქი
    15 კლემან ლანგლე საფრანგეთი მცველი 17.06.1995 ფეისბუქი ტვიტერი ფეისბუქი
    16 პედრი ესპანეთი ნახევარმცველი 20.11.2002 ფეისბუქი
    17 ანსუ ფატი ესპანეთი თავდამსხმელი 31.10.2002 ფეისბუქი
    18 ჟორდი ალბა ესპანეთი მცველი 21.03.1989 ფეისბუქი ტვიტერი ფეისბუქივებგვერდი
    19 სერხიო აგუერო არგენტინა თავდამსხმელი 02.06.1988 ფეისბუქი ტვიტერი ფეისბუქივებგვერდი
    20 სერჟი რობერტო ესპანეთი ნახევარმცველი 07.02.1992 ტვიტერი ფეისბუქი
    21 ფრენკი დე იონგი ესპანეთი ნახევარმცველი 12.05.1997
    23 სამუელ უმტიტი საფრანგეთი მცველი 14.11.1993 ფეისბუქი ტვიტერი ფეისბუქი
    24 ერიკ გარსია ესპანეთი მცველი 09.01.2021 ფეისბუქი
    მწერალი [?]
    #11 1 სექტემბერი 2021 13:00
    0
    Albicelecte,
    ეგრე ვან ბომელიც ყასაბი იყო, მაგრამ ძალიან კარგი ნაკრების ძირითადში თამაშობდა ორივე. ბევრად კარგი კარიერა ჰქონდათ და ბევრად კარგი ფეხბურთელებიც იყვნენ.

    ეს ვინ არის.. ვის დაეკარგა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 1 სექტემბერი 2021 12:25
    2
    ერთ-ერთი ცუდი დე იონგი, რადგან იყო კიდევ ერთი ასეთი, ნაიჯელ დე იონგიც
    ყასაბი და მჩეხავი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 1 სექტემბერი 2021 12:16
    0
    Maradona,
    ვაა თუ ეგრეა საკაიფო მაყუთი დაუთრევია.გაიწიოს ზაფხულში ჰოლანდზე
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #8 1 სექტემბერი 2021 11:45
    4
    გრიზმანი გაუშვა და ლუკ დეიონგი მოიყვანო გუნდში ასეთი ყ@ეობა როგორ უნდა გააკეთო
    ვიცი რო არ წყვეტს ეს გრიზმანი ვარსკვლავებს მარა ლუკ დეიონგს აღარ ჯობია?
    მოკლედ ლაპორტამ ისეთი ყ@ეობა გააკეთა ბართოუმესაც შეშურდება
    Maradona
    სტუმარი [?]
    #7 1 სექტემბერი 2021 11:41
    0
    ციტატა: La Pulga10
    ყველა ტრანსფერი რაც გამხორციელდა შეკრიბეთ რა,მაინტერესებსბლაპორტამ რამდენი მილიონი იშოვა.

    Emerson 16M (30M fee - 14M to Betis)
    Ilaix 15M (+5M)
    Todibo 8.5M (+7M)
    Aleña 5M
    Cucurella 1.8M
    Firpo 15M
    Konrad 3.5M
    Trincao 6M loan fee (+29M)
    Akieme 3.5M
    Griezman 10M (+40M)
    ეს იდო ერთგანდაახლოები მეემგონია ასეა და მთლიანიბაში 165 მლ გამოდის, პლიუს ამათი ხელფასი და კაი მაყუთია ლ, მაგრამ ამას მინუს მესი გამოდის ჩემი ფეხები უშოვიათ.
    ფანი [?]
    #6 1 სექტემბერი 2021 11:41
    5
    ყველაფრის თავი ის არამზადა ბართომეუა მიყვარდა გრიზმანი და ახლაც მაგრად მევასება მაგრამ ბარსელონაში რატო მოგყავს ? რომელ პოზიციაზეც მესი თამაშობს ანუ იდიოტი ხარ ხო? თუ მესის ამოგდება უნდოდა არვიცი ბართომეუს საშინელმა სატრანსფერო პოლიტიკამ ახლა მოიმკა შედეგი :))) ლაპორტას კიდე არაფერში ვადანაშაულებ ნახავთ ბევრ სურპრიზს შემოგვთავაზებს 💛
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 1 სექტემბერი 2021 11:09
    0
    ყველა ტრანსფერი რაც გამხორციელდა შეკრიბეთ რა,მაინტერესებსბლაპორტამ რამდენი მილიონი იშოვა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 სექტემბერი 2021 11:08
    3
    ტო შტო ნადა ფეოლა joy
    Moriba
    სტუმარი [?]
    #3 1 სექტემბერი 2021 10:55
    2
    ობამეიანგი მაინც მოეყვანათ იჯარით რავიცი აბა კაროჩე ასეთი სიტუაციაა კი ვაგინებთ ლაპორტას მეც ვაგინებ მაგრამ რო დავუფიქრდეთ სწორედ მოიქცა გრიზმანში 50 ლიმონს აიღებს ემერსონში მორიბაში 45 მილიონი აიღო გუბდმა გამოვიდა 95 მილიონი პლიუს შემდეგ ზაფხულს ნეტუ რობერტო უმტიტი ლენგლე ბრეითვეითი და ლუკ დეიონგიც პიანიჩიც წავა და გაიწმინდება გუნდი პლიუს ალბასაც თუმიაყოლებენ ძაან კაი პიკე თავისი ნებით წავა ბუსკეცი სკამზე უნდა დაჯდეს კიდევ 1 წელი გამოგვადგება მაგის გამოცდილება 😁ჰოლანდისთვის აგროვებს დიდი ალბათობით მაყუთს აბა სხვა გზას ვერ ვუძებნი გრიზმანის გაშვებას აი ჰოლანდი თუ დადო მართლა საოცრება იქნება პლიუს 1 კაი მცველს თუ მიაყოლებს გუნდს ვაფშე კამფეტი იქნება მაგალითად ბოტმანი ლილიდან ზაან დონეა ნახევარ დაცვაში აუარს მოვიყვანდი ძაან იაფი იქნებოდა შემდეგ ზაფხულს მოკლედ ჰოლანდს ველოდები შემდეგ ზაფხულს ბარსაში😄
    Culé [?]
    #2 1 სექტემბერი 2021 10:52
    0
    გუნდის დანომრვის ბოლო ვადა ხო გუშინ იყო როგორ განაწინდა ნომრები?
    Culé [?]
    #1 1 სექტემბერი 2021 10:34
    3
    როგორც ყოველთვის ძალაინ მაგარი სტატია იყო ბრავო👏👏👏