ბარტრა თანაგუნდელებს დაემშვიდობა
კატალონიის "ბარსელონას" დუბლებში მოასპარეზე ფეხბურთელმა მარკ ბარტრამ, გუშინ საკუთარ "ტვიტერზე" გამოსამშვიდობებელი პოსტი წერილი განათავსა. მან მადლობა გადაუხადა საკუთარ თანაგუნდელებს და "ბარსა ბ–ის" თითოეულ ხელმძღვანელს.
როგორც მოგეხსენებათ, არც ისე დიდი ხნის წინ "ლურჯ–ბროწეულისფერთა" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ ბარტრა მომავალი სეზონიდან პირველ გუნდში მოგვევლინება.
"ამ სამი წლის მანძილზე მართლაც ბრწყინვალე და დასამახსოვრებელი მომენტები მქონდა "ბარსა ბ–სთან" ერთად...უნიკალური, ძნელი, განსაკუთრებული, სასიხარულო, საპასუხისმგებლო, მომგებიანი, წამგებიანი...მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მსურს აღვნიშნო ჩემი მეგობრები, რომლებიც დამეხმარნენ ოცნების ასრულებაში. მთელი ჩემი გულით დიდ მადლობას გიხდით ყველაფრისთვის. ყველანი მიყვარხართ." –დაწერა მარკმა "ტვიტერზე".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]