ბარსა VS ატლეტიკო (ვიდეოანალიზი)

ბარსა VS ატლეტიკო (ვიდეოანალიზი)

"ბარსამ" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და სატურნირო მდგომარეობა ბევრად გაიუმჯობესა, ახლა უკვე არა ოთხეულს, არამედ მესამე ადგილზე აღზევებას ვუმიზნებთ და მერე ვინ იცის, იქნებ კიდევ უფრო შორს წავიდეთ. მატჩი "ატლეტიკოსთან" ბევრი რამით იყო აღსანიშნავი, ჯერ ერთი ეს იყო ე.წ "მატჩი ექვსი ქულისთვის", მერე მეორე, ჯერ კიდევ გამოუცდელი ჩავი ერნანდესი დიეგო სიმეონეს დაუპირისპირდა და მასტერკლასი ჩაუტარა. 

ჩავი რომ რაღაცას მაგრად ხლართავდა ეს პირველივე მატჩებიდან გამოჩნდა, სათანადო ფეხბურთელები არ ჰყავდა, რომ მისი იდეებისთვის ხორცი შეესხათ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი ყველაფერი გამოსწორდა, ჩვენთვისაც უკვე გასაგები გახდა რას თამაშობს და როგორ. მაგარი მატჩი, რომ გვაჩუქა ნათლად გამოჩნდა, მაგრამ, ანალიზისას კიდევ უფრო აღფრთოვანებული დავრჩი. 

თავდაცვითი ასპექტით დავიწყოთ. 

დაცვა

"ატლეტიკომ" მაღალ პრესინგზე უარი თქვა, პირველ ტაიმში მხოლოდ თავისი ნახევრიდან იწყებდნენ ართმევაზე თამაშს, ორჯერ გადმოვიდნენ პრესინგით "ბარსას" ნახევარზე და ტრადიციული დუეტის ნაცვლად სამი კაცით ეცადნენ ბურთის ართმევას, თუმცა, ბევრი არაფერი გამოუვიდათ. მეორე ტაიმში უკვე "ბარსას" ნახევარზე დაიწყეს მცველებისა და შტეგენის შეწუხება, ხოლო, ალვესის გაძევების შემდეგ, გარდა სუარესი-ფელიშისა, უკვე ნახევარდაცვის რომბი იყო "ბარსას" კარის სიახლოვეს, შესაბამისად ბურთის ამოტანა უფრო გართულდა. 

რაც შეეხება ჩავის გუნდს, პირველ ტაიმში თავდაცვის დროს 4-4-2 სქემა მივიღეთ, მეორე ტაიმში კი მთელი გუნდი თავს იცავდა, რიცხობრივი უმცირესობის გამო.

ცენტრალური ზონა

მატჩის კულმინაციური მომენტი, წინა მიმოხილვებისას აღვნიშნეთ, რომ ჩავი ალვესს ცენტრში იყენებს, მარჯვენა მცველად ათამაშებს, მაგრამ უდიდეს დროს უთმობს მოედნის ცენტრში, ეს ჯერ კიდევ გვარდოლამ გააკეთა სადებიუტო სეზონში, "ვალენსიას" წინააღმდეგ, ჩავის ეს ყველაფერი კარგად ახსოვს, რადგან, ალვესი, რომ ცენტრში იწევდა, როგორც წესი, მის პოზიციას იკავებდა და მშვენივრად ართმევდა დავალებას თავს, ვინ თუ არა, ჩავიმ იცის როგორ უნდა შეაფასოს ამ პოზიციის ფეხბურთელი. 

დანის უმეტესწილად ბუსკეტსის გვერდით ვხედავდით, მთავარ გამთამაშებლად მოგვევლინა, შეტევებს კარგად წარმართავდა და მშვენიერ დიაგონალებსაც აკეთებდა, ადამა კი ფლანგზე მარტო დატოვა, რასაც ცოტა მოგვიანებით შევეხებით. დანის ცენტრში ყოფნამ რა მოიტანა საბოლოოდ ყველამ კარგად ნახა, მეოთხე გოლი ზუსტად ამ ზონიდან გაიტანა, პოზიციურ თამაშს რაც შეეხება, შეცდომა არ ჰქონია, მისი შეცდომა ცუდად მოქნეული ფეხი იყო. 

აქ ჩნდება ერთი დიდი და უხერხული კითხვა, ფაქტია, რომ დანი ალვესი ტაქტიკური მანევრირების საშუალებას იძლევა, მხოლოდ მას შეუძლია დაცვა მარჯვნიდან გაამაგროს და შეტევა ცენტრიდან წარმართოს, აბა, წარმოიდგინეთ ამ როლში მინგესა, ან, დესტი. ვერ წარმოიდგენთ, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია. ჰოდა, გამოდის, რომ ევროპა ლიგისთვის, ტაქტიკური ვარიაციის ერთ-ერთი შესაძლებლობა გამოირიცხა, ერთ-ერთ მძლავრ იარაღზე ჩავიმ თავადვე თქვა უარი. ძალიან უცნაური ამბავია.

მარცხენა ფლანგი

ასევე, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, ტაქტიკური თვალსაზრისით მარცხნივაც დაიჩაგრა სიმეონე. ორივე ფლანგზე ძალიან განსხვავებული სურათი შექმნა ერნანდესმა, მარცხნივ რიცხობრივ უპირატესობაზე და სწრაფ გადანაცვლებაზე გააკეთა აქცენტი, მარჯვნივ კი დიდი სივრცის შექმნაზე, რომელიც ადამას უნდა აეთვისებინა და დიაგონალით შევსებულიყო.

მარცხენა ფლანგზე ფრენკი დე იონგს გამოვყოფდი, ურთულესი დავალება ჰქონდა, ყველაფერი დანი ალვესის ცენტრში შემოსვლით და ბუსკეტსთან შეწყვილებით დაიწყო, შესაბამისად, ფრენკი დე იონგი ცენტრს უნდა მოწყვეტილიყო და ორი შესაძლო ვარიანტიდან, ან გავისთვის უნდა გაეცვალა ადგილი, ან, ალბასთვის, გააჩნია თამაში რას უკარნახებდა, უნდა ითქვას, რომ ფრენკიმ ეს იდეალურად შეასრულა, სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომ ითამაშა ფრენკიმ მარცხნივ და პედრიმ შედარებით მარჯვნივ, პედრის მესამე მცველად ყოფნა არაფრის მომცემი იქნებოდა, დე იონგი კი ამ პოზიციაზეც სასარგებლოა. 

აზროვნებაც ამას ჰქვია! გინდა ჩავის, გინდა დე იონგის, გინდა 17 წლის ღლაპის, რომელიც წამებში გაერკვა და დაბნეულობა საერთოდ არ ეტყობოდა, ერთადერთი ვინც ცოტა ჩაიკარგა და ამ დავიდარაბაში ვერაფერი გაიგო, ფერან ტორესი აღმოჩნდა, თუმცა, ესეც დროის ამბავია. ვიდეოში კი შეგიძლიათ ნახოთ ამ ყველაფრის ილუსტრაცია. ეს ყველაფერი რაღაც ძალიან კარგის დასაწყისს ჰგავს.

ატლეტიკოს პირველი გოლი

როგორც მიმოხილვაში აღვნიშნეთ, შეცდომებიც იყო. განსაკუთრებით დაცვაში. ყველაზე დიდი შეცდომა, უფრო სწორად, შეცდომების ჯაჭვი, რომელიც გუნდმა დაუშვა, პირველი გოლის დროს ვნახეთ, საქმე ის არის, რომ პიკემ და ალბამ პოზიცია დაკარგეს, პიკე დასწრებაზე თამაშის დროს შედარებით მარცხნივ აღმოჩნდა, ალბამ თავის ზონა დატოვა, მეურვეს შემოჰყვა და ცენტრში აღმოჩნდა, პასი დატოვებულ ზონაში სწრაფად გაკეთდა და ვერც ერთი აღმოჩნდა თავის პოზიციაზე და ვერც მეორე. მატჩის დროს ვიფიქრე არაუხოს ბრალია-მეთქი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ სულ სხვაგვარად იყო საქმე. თუმცა, არაუხოსაც შეეძლო სწრაფად დაეზღვია პარტნიორები.

სტანდარტულები

ორი გოლი ვნახეთ სტანდარტულიდან, ერთი ჩვენს კარში, ერთიც მეტოქის კარში. "ატლეტიკოს" მცველების მთავარი დანაშაული ის იყო, რომ ფერან ტორესი დატოვეს მარტო, არაუხოს მარტო დატოვებაში ბრალი არ მიუძღვით, რადგან, თამაშგარე მდგომარეობაში იყო, შესაბამისად არავინ გაყოლია, პიკემ კარგად დაარტყა, გოლამდე ცოტა დააკლდა, მერე კი თავისუფალ ფერანს მიუვიდა ბურთი, ეს უკვე გოლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ დაარტყა და არაუხოს მიუვიდა, აქ კი უკვე აღარ იყო თამაშგარე. აღსანიშნავია, რომ სტანდარტულების დროს, პიკეც გამტანია და არაუხოც. ესეც დამატებითი იარაღია. 

ჩვენს კარში გატანილს რაც შეეხება, სუარესმა ალვესს დაახლოებით ის გაუკეთა, რაც კალათბურთში რეჯი მილერმა მაიკლ ჯორდანს, პატარა ხელისკვრით მოიცილა, გათავისუფლდა და გატანამდეც არაფერი დაჰკლებია. ერთი საგოლე პასი გააკეთა, ერთიც გაგვიტანა. ვინმე თუ ჩანდა "ატლეტიკოდან", მხოლოდ სუარესი იყო.

დიაგონალები - ატლეტიკო

ჩავი თუ ადამაზე ითხოვდა დიაგონალებს, სიმეონემ ფელიშზე მოითხოვა და უფრო მაღალი დონის ფეხბურთელთან რომ გვქონოდა საქმე, მაგალითად, გადახდილ თანხას, რომ ამართლებდეს ფელიში, რომელიმეს მაინც გაგვიტანდა. ორივე მომენტი არაუხოს კისერზეა. ერთ მომენტში პოზიციურად თითქოს სწორად თამაშობს, მაგრამ ყველაფრის უფლება მისცა, კართანაც მიუშვა და კარშიც დაარტყმევინა, სხვა რა უნდა გააკეთოს თავდამსხმელმა?! მეორე ეპიზოდში კი გაცილებით უხეში შეცდომა დაუშვა, ფელიში აბსოლუტურად მარტო დატოვა და როგორღაც გადავრჩით. პლეი-ოფებში ასეთ შეცდომას არ გვაპატიებენ. 

დიაგონალები - ბარსა

ესეც დესერტი! მარცხნივ რიცხობრივი უპირატესობის შექმნაზე ვითამაშეთ, მარჯვნივ კი ადამას სივრცეზე, აბსოლუტურად სწორი გათვლა გამოდგა. რამდენჯერაც ბურთი გადმოუტანეს იმდენი საფრთხე შეიქმნა, პირველივე წუთებიდან ასე ჩანდა და ორი გოლი მის გარღვევას მოჰყვა. ყველაფერმა კარგად იმუშავა. 

სადარდებელი მხოლოდ ალვესის გამოკლება იყო. მომდევნო ტურშიც დაგვაკლდება და ევროპა ლიგაზეც, სხვა ყველაფერი რიგზეა. ჩავიმ დიდებული მატჩი ჩაიწერა აქტივში. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #11 9 თებერვალი 2022 17:46
    0
    ციტატა: La Pulga10


    მე თვითონ დავურეკავ შენ არ შეწუხდე 😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 9 თებერვალი 2022 16:44
    2
    ვინმე თუ ჩანდა "ატლეტიკოდან", მხოლოდ სუარესი იყო.
    ცუდია, რომ ბრმა კუმანი მოვიყვანეთ მწვრთნელად, მარტო ეგ ვერ ხედავდა სუარესი რაც არის. თუმცა ბართუშა კი დაარწმუნა გასაგდებიაო.
    GEO-BARCA
    სტუმარი [?]
    #9 9 თებერვალი 2022 14:15
    4
    შესანიშნავი ტრანსფერები განხორციელდა გუნდში ლაპორტას ყოჩაღ მაქსიმუმი დადო ფლანგები გამოცოცხლდნენ და ჩავიმაც სწორად გამოიყენა ყველა მოთამაშე ობას თამაშს ველოდები ახლა მხოლოდ სხვა წესრიგშია ადამამ დებიუტი დაგლიჯა იმედი მაქვს ასე გააგრძელებს
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #8 9 თებერვალი 2022 12:55
    3
    მართლაც იმედის მომცემი თამაში იყო, არამგონია ამ წელს სტაბოლურობა შევინარჩუნოთ მაგრამ მომავალი წლიდან ტრანსფერების შემდეგ ყველაფრისთვის იბრძოლებს გუნდი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 9 თებერვალი 2022 12:42
    2
    ციტატა: NEYBarca
    C.PC5,
    რაც არააქ იმაზე როგორ იმუშავებს ? 😁 რაც შენ თქვი იმას გრძელი(მაღალი) და გამჭოლი(დაბალი) პასების არცოდნაც დაამატე და მიიღებ საშუალოზე დაბალი დონის მცველს, რომელიც გოლებს იტანს იმის ხარჯზე რო ადრე ფორვარდი იყო და შემორჩენილიაქ თვისებები. 1ვ1 ის და გოლის ალღოს მეტი არაფერი თვისება არ აქვს და ჯობია ჩავიმ ფორვარდად გამოიყენოს ვიდრე მცველად 😁

    კაი შენ თუ იტყვი გადავურეკავ ჩავის და ვეტყვი ეგრე მოიქცეს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #6 9 თებერვალი 2022 12:23
    1
    C.PC5,
    რაც არააქ იმაზე როგორ იმუშავებს ? 😁 რაც შენ თქვი იმას გრძელი(მაღალი) და გამჭოლი(დაბალი) პასების არცოდნაც დაამატე და მიიღებ საშუალოზე დაბალი დონის მცველს, რომელიც გოლებს იტანს იმის ხარჯზე რო ადრე ფორვარდი იყო და შემორჩენილიაქ თვისებები. 1ვ1 ის და გოლის ალღოს მეტი არაფერი თვისება არ აქვს და ჯობია ჩავიმ ფორვარდად გამოიყენოს ვიდრე მცველად 😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 თებერვალი 2022 11:10
    4
    არაუხოს შეცდომები არაა პატარა ამბავი, თვითონ უნდა მიაქციონ ყურადღება ამას. აშკარად ჩანს რამდენადაც ძლიერი ერთი-ერთზე იმდენად სუსტია გადაადგილებასა და ტაქტიკის აღქმაში. პირველი შემთხვევა არაა რომ დაზღვევას ან მეტოქის აყვანას აგვიანებს, ამიტომაცაა კონტრშეტევაზე და უბრალოდ სწრაფ შეტევებზე რომ იშლება მთელი დაცვა. მეტი უნდა იმუშაოს ამ ბიჭმა ტვინით თამაშზე
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Davita
    სტუმარი [?]
    #4 9 თებერვალი 2022 11:00
    0
    დეიონგი რაცარუნდა აქოთ მაინც ღლეიონგია და ახლოსაც არ დგას ბუსკეცთან.. არაუხო ხანდახან კედელივით დგას, ხან კიდე ისეთ შეცდომას უშვებს გაგაოცებს, თუმცა ახალგაზრდაა და განვითარდება, მთავარია პიკეს უპოვონ შემცვლელი. ვლაჰოვიჩი რომ დაგვეთრია აღარ მოგვიწევდა ტრავმიან ჰოლანდზე ჩალიჩი, ამ გუნდს ფორვარდი და დაცვა უნდა. ხავი თავი ინტელექტით დიდი ფუფუნებაა
    Culé [?]
    #3 9 თებერვალი 2022 10:02
    10
    დღეს ერნესტო ვალვერდეს დაბადების დღეა მეგობრებო
    ფანი [?]
    #2 9 თებერვალი 2022 09:58
    13
    დე იონგზე ადრე იწერებოდა არ ესმის ტაქტიკური ფეხბურთიო, აგერ ვნახეთ როგორ და რა ესმის. გავის გოლიც მაგ გაცვლას მოყვა. გავიმ შემოიწია, დეიონგმა დაიკავა ფლანგზე ადგილი, ჩაწოდებისას მცველები ფერანს და დეიონგს ედგნენ და ჩაწოდებული გავიზე აღმოჩნდა, მცველმა კიდე ვეღარ დაასწრო და გავიტანეთ. ჩავიმ რო მოუგო სიმეონეს ერთია მაგრამ ამ პატარა ბიჭების ტაქტიკის აღქმა კიდე სხვა ლეველია.
    Culé [?]
    #1 9 თებერვალი 2022 06:28
    0
    რუსულ ენაზე სად უყურო მეგობრებო ამ თამაშს თავიდან ბოლომდე ან მონაკვეთს. იუბთუბზე არ დევს