ვიცოდეთ მეტი მეტოქეების შესახებ: „ატლეტიკომ“ „სპორტინგთან“ წააგო
"ბარსას" მდევარმა ლა ლიგაში - მადრიდის "ატლეტიკომ", წააგო მატჩი ხიხონის "სპორტინგთან", რითაც "ბარსას" კარგი შანსი აქვს "ატლეტიკოს" კიდევ უფრო გაუსწროს.
თავიდან, "ატლეტიკო" ანტუან გრიზმანის გოლით წინ გავიდა, მაგრამ დიეგო სიმეონეს შეგირდებმა ერთბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს, მეორე ტაიმში ჯერ ანტონიო სანაბრიამ (ის "ბარსას" აღზრდილია) შემდეგ კი ძირითადი დროის ბოლო წუთზე კარლოს კასტრომ დალაშქრა მადრიდელთა კარი.
დღეს "ბარსას" კიდევ ერთ მდევარს - მადრიდის "რეალს" მოუწევს გამართოს მატჩი "სევილიასთან" საკუთარ მოედანზე. საინტერესოა, რომ ანდალუსიური გუნდი ერთადერთია ლა ლიგაში, რომელიც სტუმრად ვერ იგებს, მაგრამ არც ისე ხშირად აგებს - 5 წაგებული მატჩი გამართული 14-დან.
"რეალის" სიტუაციას კი ის ამძიმებს, რომ მათ არ ეყოლებათ დაცვის ცენტრში პეპე და რამოსი. თვითონ "სევილიას" კონოპლიანკა, ბანეგა და ვიტოლო გამოაკლდება. საეჭვოა კრიხოვიაკის თამაშიც.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 23 ]