ურთიერთპატივისცემა და კიდევ ერთი მცდელობა - დი მარიას "ბარსაში" უნდა

ურთიერთპატივისცემა და კიდევ ერთი მცდელობა - დი მარიას "ბარსაში" უნდა

მარიამის ანგელოზი. 

ელფის ყურებით. 

გამორჩეული სტილით და ოსტატობით, მაგრამ.. უკვე ასაკში მყოფი. 

ფრანგებმა დი მარიას ხელი დაუქნიეს. ანხელს რომ კვლავ შეეძლოს უმაღლეს დონეზე თამაში არსადაც არ გაუშვებდნენ, ბევრჯერ დაგვიწერია, რომ არაბებს ჯერ არასდროს გაუშვიათ ფეხბურთელი, რომლის გაშვებაც თავად არ სურდათ. ასაკი წამოეპარათ იბრას, ტიაგოს, დი მარიას, ამიტომაც გაუშვეს. აღარ სჭირდებათ. 

ანხელის დამატების შანსი ადრეც იყო, ბევრჯერ იყო, უფრო სწორად, რამდენჯერმე. პირველად მაშინ გაჩნდა ინტერესი, სანამ მისი კარიერის დიდი ტრანსფერი შედგებოდა, ჯერ კიდევ "ბენფიკაში" აგორებდა ბურთს, ყველა ხედავდა, რომ განსაკუთრებული იყო, ძალიან კარგი დრიბლინგით, დარტყმით, ტექნიკით, დაუღალავად მოძრავი, სწრაფი, ყველაფერთან ერთად ჰქონდა ის ელემენტები, რომელიც "ბარსას" ფანებს ძალიან უყვართ, მაგალითად, კარგად ასრულებს "რაბონას", რივალდოს შემდეგ ამ საფეხბურთო ილეთის შესრულება "კამპ ნოუზე" არც არავის უცდია, თუ ტიაგო ალკანტარას არ ჩავთვლით მეორეხარისხოვან მატჩებში, ასევე ძალიან კარგად იყენებდა ტერფის გარეთა ნაწილს, ე.წ. ეფეს, ვინმე გახსენდებათ "ბარსას" ოქროს ეპოქაში, რომელიც ეფეს იდეალურად იყენებდა? ალბათ, ლუის სუარესს ჰქონდა კარგი ეპიზოდები, ამ საქმის ექსპერტ კვარესმასაც უთამაშია "ბარსაში" თუმცა, დასამახსოვრებელი ვერაფერი გააკეთა. 

მოკლედ, ყველანაერად მაგარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ, მაშინ გვარდიოლას შემადგენლობის მხრივ პრობლემები ნამდვილად არ ჰქონია, ამიტომ, დი მარიას მიმართ ინტერესი შეთავაზების გაკეთებამდე არც კი მისულა, უბრალოდ თვალს ადევნებდნენ მის განვითარებას. ასე აღმოჩნდა ანხელი მტრის ბანაკში, მადრიდის "რეალში". 

კლასიკოები კარგად არ უნდა ახსოვდეს, უმეტესად მარცხდებოდა. უმეტესად მძიმედ. თუმცა, გამონათებებიც ჰქონია. მაგალითად, ესპანეთის სუპერ თასზე, როცა ვიქტორ ვალდესს ბურთი საკუთარ საჯარიმოში წაართვა და ცარიელ კარში შეაგდო, რეალურად, ამ გოლით მოიგო "რეალმა" სუპერ თასის ფინალი. რომ არა დი მარიას გოლი "კამპ ნოუზე" განმეორებით შეხვედრაში "რეალი" ორბურთიან უპირატესობას ნამდვილად ვერ აღმოფხვრიდა. ეგ კი არა, "ბარსამ" კაცნაკლულმა ჩაატარა მთელი მეორე ტაიმი და მაინც დიდ უპირატესობას ფლობდა. 

ის ფინალი ვალდესმა წააგო თავის უგუნური თამაშით. დი მარია უბრალოდ წაეხმარა. 

მეორე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კლასიკოებიდან ალბათ მისი ცრუ მოძრაობა და შერცხვენილი კაპიტანია. ძალიან გავბრაზდი ამ ეპიზოდზე. ისე თითქოს მე მოვეტყუებინე ვინმეს. კარლეს პუიოლი ასე ვის დაუმცირებია? გოლიც მოჰყვა ამ ამბავს, რონალდუმ შეაგდო, მაგრამ, ჩემმა მეხსიერებამ დი მარიას მოძრაობა შემოინახა. 

საერთოდ, ბოლო ოცწლეულში ვის მოუხდენია შთაბეჭდილება კლასიკოში "რეალის" მხრიდან? ვის უჩვენებია ისეთი პერფორმანსი რასაც პატივისცემა და ტაშის დაკვრის სურვილიც კი გამოუწვევია. არ ვიცი, შესაძლოა ჩვენი აზრები გაიყოს, მაგრამ ბოლო წლებში მხოლოდ ერთი მახსენდება მადრიდელთა მხრიდან, დი მარია "ბერნაბეუზე", შტორმივით დაატყდა თავს "ბარსას" ფლანგს და ისე ააწიოკა რომ არაფერი მსგავსი მანამდე არ მინახავს. 

მესის ჰეთთრიქმა დაჩრდილა ეს ამბავი. 

ვინ თუ არა ჩვენ, ვიცით რომ იმ პატარა კაცს ყველაზე დიდი ჩრდილი დაჰყვება საფეხბურთო ისტორიაში. 

მიუხედავად ამისა, ჩემს გონებას დი მარიას თამაში მაინც შემორჩა. 

კიდევ ერთი ამბავი მახსოვს ანხელზე. "რეალში" ანჩელოტი დაინიშნა, გარკვეული ცვლილებების დრო მოვიდა. კლუბმა ისკო და ილარამენდი მოიყვანა, რომელთაც შეკრება მაღალ დონეზე ჩაატარეს და მაშინ ითქვა ეს ორი "რეალის" მომავალიაო, სერხიო რამოსი იმუქრებოდა, ჩვენს ვარსკვლავებს გაუჭირდებათ მათთან კონკურენციაო. კარლომ თქვა კაკამ სისწრაფე დაკარგა და ვერ გამოვიყენებო, ამიტომ, პირველი კაკა წავიდა. მალევე იოზილიც მიჰყვა, კონკურენციის შეეშინდა, არ აღმოაჩნდა სპორტსმენისთვის საჭირო მენტალობა. დი მარიამ კი დარჩენა გადაწყვიტა. ამ დროს თქვა კარლოს ასისტენტმა ზინედინ ზიზუმ, დი მარიამ ბრძოლა გადაწყვიტა და ამას შედეგი ყოველთვის მოაქვსო, ჰოდა, რა მოხდა? ისე მაგრად დაიწყო თამაში, რომ ხანდახან ათიანის პოზიციაზეც კი ათამაშებდნენ, თითქოს რონალდუ-ბეილთან შანსი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ისე კარგი იყო, რომ ეს გარემარბი კაცი ცენტრშიც დააყენეს. ხან აქეთ, ხან იქეთ, სადაც გინდა დააყენე, ბრწყინვალეა! 

თუმცა, მაინც გაუშვეს. 

რობენის არ იყოს.. 

"რეალისგან" რა გასაკვირია. 

მერე იყო დიდი გაუგებრობა ვან გაალის "მანჩესტერში", სადაც სახლიც გაუძარცვეს და ცოტა შოკშიც იყო ჩავარდნილი და ბოლოს პსჟ. "ბარსასთანაც" გაიბრწყინა ფრანგების ფორმით, "რეალთანაც", არც "მანჩესტერს" დააკლო რამე. ყველას პასუხი გასცა. მისი გარემონტებული კლუბი ყოველთვის ვერ აღწევდა წარმატებას, მაგრამ, თავად სულ მოწოდების სიმაღლეზე იყო. 

"ბარსა" ყველაზე ახლოს მის გადაბირებასთან ნეიმარის წასვლის შემდეგ იყო, ყველაზე მარტივი ტრანსფერი ჩანდა, მბაპესა და დემბელესთან შედარებით. რა არჩევანი გაკეთდა ვიცით, აღარ დავწერ, ჩემს თითებსაც კი აღარ შეუძლიათ ამის დაწერა. დი მარია კი უკანასკნელი ვარიანტი იყო, იცით რატომ? იმიტომ, რომ ნაკლებად ხმაურიანი იქნებოდა, "ბარსას" კი დიდი ხმაური სჭირდებოდა ნეიმარის ტრანსფერის შემდეგ, ჰოდა, შერაცხეს დემბელე იმად, რაც რეალურად არ იყო. 

მესის ყოველთვის სურდა ანხელის "ბარსაში" ხილვა. ბოლოს და ბოლოს, მეორე კაცია არგენტინის ნაკრებში. გაიხსენეთ მსოფლიო ჩემპიონატები და ნახავთ რომ საუკეთესოც კი ყოფილა კონკრეტულ მატჩებში. 

რონალდინიო-რივალდოს შედევრიც კი გაუმეორებიათ. პირველმა წყვილმა ინგლისთან შექმნა ეს შედევრი. მეორემ შვეიცარიასთან. არ მგონია, რომ მხოლოდ მე ვხედავდე ამ მსგავსებას. 

აი, ფინალში რომ მოედანზე ყოფილიყო, არგენტინას უკვე ექნებოდა ოქრო მოგებული. დი მარია მესის სკოტი პიპენია არგენტინის ნაკრებში. თუმცა, ახლა მესი აღარ არის ჩვენთან. 

ასეთი ფეხბურთელი ყოველთვის მოიტანს სარგებელს, გააჩნია რა ხელფასზე და პირობებზე დაითანხმებენ. ან, ამჯერადაც ყველაფერი ურთიერთსიმპათიით დასრულდება. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 19 ივნისი 2022 18:50
    0
    მოდი დიმარია მოდი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 19 ივნისი 2022 17:26
    0
    დი მარია რო კარგია ვინმეს ეეჭვება? დღესდღეობით მესიზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება მოედანზე ანუ სირბილში ჯობია ლეოს თუ რა თქმა უნდა ტრავმა არა აქვს. სხვა საქმეა რო მესი ტექნიკის ხარჯზე იმ ფიზიკურ ჩამორჩენას ანეიტრალებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 ივნისი 2022 05:38
    4
    დიმკა თუ დაითრიეს თუნდაც ამ ასაკში დაგვამშვენებს 2 წელი კიდე შეუძლია ჩემი აზრით მაღალ დონეზე თამაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 ივნისი 2022 23:38
    6
    უფასოდ იდეალური ვარიანტია. სპორტული და ფინანსური კუთხითაც მომგებიანი იქნება ამის ტრანსფერი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ივნისი 2022 19:03
    10
    200 წლის დი მარიაც კი აჯობებს დემბელეს
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid