"ბარსელონა" დი მარიას მიუბრუნდა
ინგლისური Goal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" "პარი სენ-ჟერმენის" არგენტინელი ნახევარმცველის, ანხელ დი მარიას შეძენა ისევ სურს.
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი 31 წლის ფეხბურთელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე განიხილავს. "ბარსელონას" დი მარიას შეძენა ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდოდა, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა.
ცნობილია, რომ ანხელ დი მარია "ატლეტიკოს" სატრანსფერო გეგმებშიც შედის. მის შეძენას მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ითხოვს.
დი მარიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 43 მატჩი, 18 გოლი და 16 შედეგიანი გადაცემაა. მისი პსჟ-სთან კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში იწურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]