მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ტურნე დასრულდა

მორჩა ტურნე, წადით სახლში. 

როგორი გამოვიდა? მე მგონი ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩავის იდეებიც გამოიკვეთა, გუნდის ძალაც გამოჩნდა, განწყობაც მშვენიერია. ტურნეს დასასრულს ალბათ საუკეთესო ფეხბურთელიც უნდა დავასახელოთ, მე დემბელეს ვიტყოდი, ეს იყო საუკეთესო მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც დამბობ "ბარსაში" ჩაატარა, აჯობა საკუთარ თავსაც და თანაგუნდელებსაც, აშკარაა, რომ დარჩენა სურდა, სჯერა რომ სულ სხვაგვარად შეიძლება განვითარდეს მისი მომავალი. ეს ამბავი პოზიტიურად განგვაწყობს, ველით მისგან სტაბილურობას, წინა სეზონიდან გამომდინარე ველით ბევრ საგოლე გადაცემას, მით უმეტეს, ლევანდოვსკი უკვე აქ არის, და რაც მთავარია, წინა სეზონისგან განსხვავებით, ამჯერად გოლებსაც ველით. 

ჯერ გახურდა, მერე ვნახოთ. 

ცვლილებები ვიხილეთ შემადგენლობაში, ამჯერადაც მრავლის მთქმელი, დავიწყოთ იმით, რომ არაუხო კვლავინდებურად დაცვის ფლანგზე ვიხილეთ, რაც კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის მოსაზრებას რომ ბევრჯერ მოუწევს ამ პოზიციაზე თამაში, უფრო სწორად, დესტის ადგილი ძირითადში არ იქნება, თუ აუტსაიდერებთან არ გვექნება მატჩი, ცენტრალურ შეხვედრებში ხან არაუხო შეცვლის, ხან კუნდე, იმედია ასპილიკუეტაც, ამ ტრანსფერზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. 

როგორც იქნა, ნახევარდაცვაში ვიხილეთ ფრენკი დე იონგი, მოაცილეს დაცვის ცენტრალურ ზონას და მისცეს სივრცე, თითქოს ციხეში ჰყავდათ და გამოუშვესო, ვერ ვიტყვი, რომ ციხიდან გამოქცეულმა გაგვაოგნა თამაშით, ჩვეული ფრენკი ვიხილეთ, სიზუსტით, ბურთის დაჭერით, პასი მხოლოდ მაშინ, როცა 100%-ით დარწმუნებულია რომ გავა, ამას შეგვიძლია საყრდენის პასი დავარქვათ, მაგრამ, ისიც სათქმელია, რომ ბუსკეტსი ყოველთვის სჯობდა ზონებს შორის ბურთის ატანით, აქ უფრო სკოლის ხელწერა ჩანს, თითქოს მსგავსი უნდა ყოფილიყო "ბარსელონასა" და "აიაქსის" სკოლა, მაგრამ აღმჩნდა რომ არ იყო. 

ძველი ამბავია, ბევრჯერ გვითქვამს, ახალი კი არაფერი ხდება. 

და ბოლოს, რაც მთავარია, ერთად ვიხილეთ დემბელე და რაფინია, რომლებიც ცვლიდნენ ხოლმე ადგილებს, ორივეს შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში, მშვენიერი მატჩი ჩაატარეს, ერთმანეთში გათამაშებულ კომბინაციებს ჯერ ძალიან სახიფათო მომენტი მოჰყვა, მერე კი გოლიც ვიხილეთ, რაფინიას პასით დამბობ შეაგდო და ანსუ ფატიმაც კარგი გაფრთხილება მიიღო, - კიდევ თუ გაუშვებ კარგ მომენტებს ხელიდან, უპრობლემოდ შეგცვლიანო, მხოლოდ ფერან ტორესი კი არა, აგერ, ორი მხეცია თამაშს მოწადინებული. 

ამიტომ, როცა ანსუ გამოვარდა მოედანზე ბევრს ცდილობდა გასატანად, ცოტა ნერვიულობაც ეტყობოდა და მაგარი მომენტები სულ ქარს გაატანა. მანაც და ლევანმაც, მთელი მატჩი ლევანდოვსკის ინტრიგად გადაიქცა, გაიტანდა თუ არა სადებიუტო გოლს, საბოლოოდ, ვერ გაიტანა, არადა, მომენტები კარგი ჰქონდა. თითქოს მარტივი ამბავია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეაგდოს პირველი გოლი, მერე, როგორც წესი, წნეხი იზრდება ხოლმე და ფაქტობრივად აჩრდილთან მებრძოლი ხდები, გარდა ხილული მეტოქისა, უხილავ ძალებსაც ებრძვი, რომელთა დაჩაგვრა გაცილებით რთულია. 

ბევრჯერ დაგვიწერია როგორ ჩააგდო ანრიმ პირველი სეზონი, პირველივე მატჩის მეორე ნახევარში გამოვიდა, მესი შეცვალა, რონის და ეტო'ს შეუერთდა, თამაში იყო მოსაგები, დაარტყა თავის სტილში, დაბალ შორეულ კუთხეში და ძელს გაარტყა. არ გამოვიდა. არ გავიდა. მეორე მატჩში ხარიხას გაარტყა, მესამეში ორჯერ არ გაუმართლა, მეოთხეში რაღაც შედევრს ქმნიდა, მარკესის დაახლოებით 70 მეტრიანი პასი ქუსლით მიიღო და დაუშვებლად ისევ შორეულ კუთხეში გაუშვა, პალოპმა წაარტყა თითები და ისევ ძელი.. 

სანამ "ლევანტესთან" ნავსს გატეხავდა და ჰეთთრიქს შეასრულებდა, მანამდე 7-ჯერ გაარტყა ჩარჩოს. საუბრობდნენ მაშინ ბედზე და ამისთანებზე, რეალურად წნეხის ამბავი იყო, აჩრდილებთან ბრძოლის, იმდენ ხანს გაგრძელდა ეს მშრალი სერია რომ მერე ყველაფერი აირია, ასეთი გეგმით ანრის 22 წლის მერე არ ჰქონდა ნათამაშები. 

ასეა ლევანდოვსკიც, მიჩვეულია რომ ჩემპიონატში 30 გოლს უნდა აცდეს, ამიტომ მეტოქის დაბომბვა პირველივე ტურებიდან უნდა დაიწყოს, ჯერ აჩღდილები იმარჯვებენ, ოფიციალური მატჩებიდან კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველივე მატჩში შეაგდოს, არ აქვს მნიშვნელობა როგორ გოლს გაიტანს, ცარიელ კარში შეაგორებს, თუ თავში გაარტყამს ვინმე ბურთს, მთავარია, რომ კარის ხაზი გადაკვეთოს და მისი გვარი დაეწეროს ტაბლოზე, ეს იქნება ნათლობა ახალ კლუბში, ეს იქნება ახალი ერის დასაწყისი, პირველს რომ შეაგდებს, ბოლო გოლსაც დაისახავს მიზნად, სადღაც სეზონის ბოლოს 33-ე, როგორც ბრაზილიელ რონალდოს უყვარდა, ან კიდევ მეტი. 

აი ასე. 

დე იონგისა არ იყოს, მოსამზადებელი ეტაპის მეორე საუკეთესო ფეხბურთელი, დეპაიც მენანება. თავად დარჩენა სურს, ძალიან კარგი ტურნე ჩაატარა, გოლებიც შეყარა, მათ შორის, ერთი შედევრიც შექმნა, ფორმაშია, უნივერსალია, მაგრამ რა გინდა რომ ქნა.. დეპაი მეშვიდე თავდამსხმელია. კიდევ არიან იქ ეზალზული და ბრეითუეიტი, მაგრამ.. ეგენი იქით იყვნენ, დეპაი სულ სხვა ბიჭია, მაღალი კლასის ფეხბურთელია, რომელიც არ გვარცხვენს. 

არ ვიცი როგორ იქნება ეს ამბავი. ალბათ წასვლა მოუწევს. კი მენანება, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის. 

გასაცილებლად კი ეს ტურნე მშვენიერი იყო. 

მომდევნო მატჩი უკვე გამპერის თასზე შედგება, დაახლოებით ერთ კვირაში, "პუმასის" წინააღმდეგ. წესით "რომა" უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჟოზემ რაღაც აურია და "პუმასია". 

ორ კვირაში კი ლა ლიგაც დაიწყება. თუმცა, მოსაწყენად არავის ეცლება, წამსვლელ-მომსვლელები ჯერ კიდევ დასალაგებელია. ბერნარდუზე კი მეტი და მეტი იწერება. 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 31 ივლისი 2022 20:44
    0
    " ლევანდოვსკიც, მიჩვეულია რომ ჩემპიონატში 30 გოლს უნდა აცდეს, ამიტომ მეტოქის დაბომბვა პირველივე ტურებიდან უნდა დაიწყოს, ჯერ აჩღდილები იმარჯვებენ, ოფიციალური მატჩებიდან კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველივე მატჩში შეაგდოს, არ აქვს მნიშვნელობა როგორ გოლს გაიტანს, ცარიელ კარში შეაგორებს, თუ თავში გაარტყამს ვინმე ბურთს, მთავარია, რომ კარის ხაზი გადაკვეთოს და მისი გვარი დაეწეროს ტაბლოზე, ეს იქნება ნათლობა ახალ კლუბში, ეს იქნება ახალი ერის დასაწყისი"
    ეს ნამდვილად ასეა და აგერ გუშინ თითქოს სწორედ ლევანდოვსკის ჯინაზე მანემ სადებიუტო მატჩში გერმანიის სუპერთასზე, სადებიუტო გოლიც გაიტანა. ოღონდ ისეთი გოლი არაფერი რო არ უნდოდა რონალდუს სტილში, კარის წინ მარტოდ მარტო მდგომი ელოდებოდა რო მიუგორებდნენ. და ახლა მართლაც საჭიროა რო ამაზე გული არ აიცრუოს რობერტმა და დროზე გაიტანოს, გინდაც პენალტი. მესისაც ეგ სჭირდა გასულ სეზონში ახალ გუნდში 10-ჯერ მოარტყა ხან ძელს ხან ხარიხას და აღარ წაუვიდა ჩვეული გოლების წვიმა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 31 ივლისი 2022 16:00
    0
    ციტატა: ♠️spookify♠️
    ციტატა: NEYBarca
    ციტატა: basa7
    ციტატა: NEYBarca
    ციტატა: basa7
    ციტატა: NEYBarca
    ციტატა: basa7
    დავუშვათ მოვიყვანეთ ბერნარდო, თუ 4 3 3 ში ნახევარდაცვის ხაზი როგორ წარმოგიდგენიათ? თუ ბუსკეტსი , პედრი და ბერნარდუ იქნება ნებისმიერ ძლიერ გუნდთან ცენტრი წაგებული გვაქვს. თუ ძველად ხავი ინიესტა იყო ნუ დაგავიწყდებათ რომ ხავის საკმაოდ დიდი დრო აქვს საყრდენად ნათამაშები. სილვა და პედრი კი არცერთი არაა მსგავსი პროფილის და რომელი უნდა დავსვათ. როცა ამბობთ გავის და ნიკოს მეტი დროო ჩემი აზრით არ არის აუცილებელი ეგრევე დატვირთო ეს ბავშვები და განვითარებისთვის მეორე ტაიმიც ეყოფათ და შედარებით სუსტი გუნდებიც. სილვას მსგავსი შემტევი ფაქტია ძალიან გვჭირდება მაგრამ ნახ დაცვაში გავგვიჭირდება რაც არუნდა კარგად დააძღვიოს კუნდემ ბუსკეტსი, კესი რამდენად შეძლებს არ ვიცი, გამოჩნდება მაგრამ პედრი სილვას დუეტი ცოტა საეჭვოა

    4-3-3 ში კესი იქნება საყრდენი და შავი სამუშაოს შემსურლებელი, მის წინ კი პედრი და სილვა შეუბერავენ. 3-4-3-შიც იგივე ოღონდ კესი და პედრი ერთ დონეზე და მარჯვნივ სილვა. რავი ჩემი აზრით დინამიურობა გვაკლია ნახევარდაცვაში და ბერნარდომ ეგ პრობლემა უნდა გადაგვიჭრას.

    მაგას რა მნიშვნელობა აქვს კესი ქნება თუ ბუსკეტსი.

    ის აქ რო ბუსნელის ნელი გადაადგილებები ცენტრში ხელს შეუშლის დანარჩენ ორს ვინც არ უნდა იყოს, განსაკუთრებით პრესინგის და ფეხბურთელზე სწრაფად აწევის და შევიწროების დროს, ბუსნელს სივრცეები დარჩება, კესისგან გასხვავებით. პლიუს მეტოქე როცა სწრაფად გადმოდის ბუსნელი ვეღარ უქაჩავს უკვე სისწრაფეში და უკან ჩამოსვალში/მცველების დახმარებაში.

    და შენ გგონია მარტო კესი გაქაჩავს თუ რომელიმე ნახევარმცველი არ მიეხმარა? ზუსტად მაგას ვწერ რომ არც პედრი და არც სილვა არ გამოირჩევიან დაცვითი უნარჩვევებით და ნახევარდაცვაშ ნებისმიერი გუნდი მიგვიფარჩაკებს, ერთი კესი კი არა ახალგაზრდა ბუსკეტსაც თავის დროზე ხავი რომ არ ყოლოდა ვერაფერს ვერ იზამდა

    სხვათაშორის მახსოვს პედრი სანამ დაიმტვრეოდა, ართმევებზე კარგად თამაშობდა კუმანის დროს და სილვამაც იცის პატკატები. 😂

    Mase dzmakac de bruine da bernando uyenia rodris gverdze guardiolas da sadauri dacviti unarebis de bruine myavs? Mara ar afxrewen centrahi gundebs burts tavze? Centri marto xaviestas gamo ar gvekava,mesi vhamodioda da udidesi metoba iyo naxdacvashi,plus iseti taktikit da kombinaciebit vtamashobdit ro mag samkutxedebshi xavi messi inidan aucileblad erti unda yofiliyo,eg icherda zustad burts. Xavim unda ivajkacos,daxazos tactica da pedri/bernando da vinme mesame nico an kesie an deyongi,an tundac beberi busketsi shechamen centrs.

    მაშინ ძმაო ახალგაზრდა ბუსკეტსი, ხავი და ინიესტა გყავდა და პლიუს მესი, ახლა კიდე მაგათამდე პედრის ბევრი აკლია, რაც შეეხება დე ბრუნეის ტყუილად უყურუბებ ეგრე უფრო ადრეულ ასაკში საყრდენზეც ხშირად უთამაშია, ერთი სილვაა ეგეთი, რამოდენიმე წელი ამ ახალგაზრდებისგა თავზე დაფხრეწას ნუ დაელოდები, პლიუს იმ წელს არც ბუსკეტსი არ გეყოლება და რაღაც კესის საყრდენი თვისებების მე მაგრა მეეჭვება, არა მგონი დე იონგს ჯობდეს რამეთი საყრდენის პოზიციაზე, დე იონგი კიდე გამზადებული ყავთ გასაშვებათ და ისედაც ვერ ერგება რაგაც ბარსას სტილს საყრდენზე. ხო კიდე ის როდრია ნუ დაგავიწყდება:)))))
    Culé [?]
    #18 31 ივლისი 2022 15:32
    6
    Basa7 მართალს ამბობს გაიხსენეთ წინა სეზონი გავი პედრი ბუსკეტცი რო იყვნენ ერთათ სასტარტოში ცენტრი სულ დაკარგული გვქონდა, დეიონგი როცა თამაშობდა ცენტრი ჩვენი იყო აბალანსებდნენ ერთმანეთს, ვფიქრობ დეონგი რაკიტიჩის შემცვლელი უფროა რაკიტიჩზეც წერდით არ ვარგაო მაგრამ დიდი როლი ქონდა ივანს გუნდში და მისი დიდი წვრილიცაა იმ დადებულ ტრიპლეტში
    Culé [?]
    #17 31 ივლისი 2022 15:04
    0
    ციტატა: basa7
    ციტატა: NEYBarca
    ციტატა: basa7
    ციტატა: NEYBarca
    ციტატა: basa7
    დავუშვათ მოვიყვანეთ ბერნარდო, თუ 4 3 3 ში ნახევარდაცვის ხაზი როგორ წარმოგიდგენიათ? თუ ბუსკეტსი , პედრი და ბერნარდუ იქნება ნებისმიერ ძლიერ გუნდთან ცენტრი წაგებული გვაქვს. თუ ძველად ხავი ინიესტა იყო ნუ დაგავიწყდებათ რომ ხავის საკმაოდ დიდი დრო აქვს საყრდენად ნათამაშები. სილვა და პედრი კი არცერთი არაა მსგავსი პროფილის და რომელი უნდა დავსვათ. როცა ამბობთ გავის და ნიკოს მეტი დროო ჩემი აზრით არ არის აუცილებელი ეგრევე დატვირთო ეს ბავშვები და განვითარებისთვის მეორე ტაიმიც ეყოფათ და შედარებით სუსტი გუნდებიც. სილვას მსგავსი შემტევი ფაქტია ძალიან გვჭირდება მაგრამ ნახ დაცვაში გავგვიჭირდება რაც არუნდა კარგად დააძღვიოს კუნდემ ბუსკეტსი, კესი რამდენად შეძლებს არ ვიცი, გამოჩნდება მაგრამ პედრი სილვას დუეტი ცოტა საეჭვოა

    4-3-3 ში კესი იქნება საყრდენი და შავი სამუშაოს შემსურლებელი, მის წინ კი პედრი და სილვა შეუბერავენ. 3-4-3-შიც იგივე ოღონდ კესი და პედრი ერთ დონეზე და მარჯვნივ სილვა. რავი ჩემი აზრით დინამიურობა გვაკლია ნახევარდაცვაში და ბერნარდომ ეგ პრობლემა უნდა გადაგვიჭრას.

    მაგას რა მნიშვნელობა აქვს კესი ქნება თუ ბუსკეტსი.

    ის აქ რო ბუსნელის ნელი გადაადგილებები ცენტრში ხელს შეუშლის დანარჩენ ორს ვინც არ უნდა იყოს, განსაკუთრებით პრესინგის და ფეხბურთელზე სწრაფად აწევის და შევიწროების დროს, ბუსნელს სივრცეები დარჩება, კესისგან გასხვავებით. პლიუს მეტოქე როცა სწრაფად გადმოდის ბუსნელი ვეღარ უქაჩავს უკვე სისწრაფეში და უკან ჩამოსვალში/მცველების დახმარებაში.

    და შენ გგონია მარტო კესი გაქაჩავს თუ რომელიმე ნახევარმცველი არ მიეხმარა? ზუსტად მაგას ვწერ რომ არც პედრი და არც სილვა არ გამოირჩევიან დაცვითი უნარჩვევებით და ნახევარდაცვაშ ნებისმიერი გუნდი მიგვიფარჩაკებს, ერთი კესი კი არა ახალგაზრდა ბუსკეტსაც თავის დროზე ხავი რომ არ ყოლოდა ვერაფერს ვერ იზამდა

    სხვათაშორის მახსოვს პედრი სანამ დაიმტვრეოდა, ართმევებზე კარგად თამაშობდა კუმანის დროს და სილვამაც იცის პატკატები. 😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 31 ივლისი 2022 14:55

    #15 31 ივლისი 2022 14:43

    #14 31 ივლისი 2022 14:39

    #13 31 ივლისი 2022 14:35

    #12 31 ივლისი 2022 13:41
    0
    მემფისი უნდა დარჩეს, ჩავის ხელში ძაან მაგრა მოიხოდა, ნუ, დემბელეც გააცოცხლა დაუბრუნა გონება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 31 ივლისი 2022 13:21
    4
    დავუშვათ მოვიყვანეთ ბერნარდო, თუ 4 3 3 ში ნახევარდაცვის ხაზი როგორ წარმოგიდგენიათ? თუ ბუსკეტსი , პედრი და ბერნარდუ იქნება ნებისმიერ ძლიერ გუნდთან ცენტრი წაგებული გვაქვს. თუ ძველად ხავი ინიესტა იყო ნუ დაგავიწყდებათ რომ ხავის საკმაოდ დიდი დრო აქვს საყრდენად ნათამაშები. სილვა და პედრი კი არცერთი არაა მსგავსი პროფილის და რომელი უნდა დავსვათ. როცა ამბობთ გავის და ნიკოს მეტი დროო ჩემი აზრით არ არის აუცილებელი ეგრევე დატვირთო ეს ბავშვები და განვითარებისთვის მეორე ტაიმიც ეყოფათ და შედარებით სუსტი გუნდებიც. სილვას მსგავსი შემტევი ფაქტია ძალიან გვჭირდება მაგრამ ნახ დაცვაში გავგვიჭირდება რაც არუნდა კარგად დააძღვიოს კუნდემ ბუსკეტსი, კესი რამდენად შეძლებს არ ვიცი, გამოჩნდება მაგრამ პედრი სილვას დუეტი ცოტა საეჭვოა
    [?]
    #10 31 ივლისი 2022 13:20
    5
    ფერანს დაერხა მაგრად. ტურნეც გამაზა და კონკურენციაში დაიჩაგრება. ფატისაც მოუწევს ბევრი ვარჯიში რო ადგილი დაიბრუნოს. დემბელე რაფინიათი დაიწყებს ჩავი სასტარტო ტურებს. ობამეინაგიც კარგია, ფლანგზე თუ ცენტრში როდის რას იზამს არავინ იცის, მომენტის კაცია, თორე მამენტ ობას დატოვებას რომელსაც 1 წელი დარჩა კონტრაქტი და ასაკშია, დეპაის დატოვება ჯობდა ლევას კონკურენტად. ლევამ თუ ვერა და ვერ გაისწორა მიზანი აუცილებლად დაგვჭირდება გამტანი ფორვარდი. დეპაი მეც მენანება, აქვს ის თვისებები რაც არც ერთ სხვა შემტევს. მოულოდნელია, ტექნიკური და დამრტყმელი. სკამმიდან იდეალურად შემოვიდოდა ხოლმე. მარა როგორ გინდა დატოვო, ჩავი სხვა არც ერთ შემტევს არ შეელევა. ტორესსაც არა თორე ამ ეტაპზე ტორესის გაიჯარება და დეპაის დატოვება ჯობდა მარა დავუცადოთ იმასაც, იქნებ კარგად დაბრუნდეს ეგეც. ნახევარდაცვა ისევ არ მომწონს, რაღაც გვაკლია, კრეატივი და სისწრაფე. დემბელე კვლვავ საუკეთესო ფეხბურთელია გუნდში საუბედუროდ. როდის აურრევს, როდის დაილეწება კაცმა არ იცის.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #9 31 ივლისი 2022 13:00
    0
    ციტატა: La Pulga10
    ისე ტორესი იჩაგრება, ერთადერთია ვისაც თავის გამოჩენის შანსი არ მიეცა

    დამტვრეულია არა?

    კი ტრამვა აქვს მაგრამ წესით მალე დაბრუნდება
    Culé [?]
    #8 31 ივლისი 2022 12:57
    1
    ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად ნახევარდაცვაში გვიჭირს. იმედია ბერნარდო დაიდება და ბუსნელი სკამზე დაისმება :დდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 31 ივლისი 2022 12:48
    1
    ციტატა: barcaforever
    Andria,
    რატო იქნება სირცხვილი, რაფინია და დემბელე ძირითადის ხალხია ფლანგზე. ტორესში 60 მილიონი იმიტო არ გადაიხადეს რო არ ათამაშონ ამიტო ეგ იქნება პირველი ზამენა. დეპაიც ვერ იყიდება და დარჩენა უნდა როგორც ვატყობ. ცენტრფორვარდზე ლევანა და ობამა გაინაწილებენ დროს და ახლა ჩნდება ლოგიკური კითხვა : რამდენი დრო მიეცემა ფატის? სამ თამაშში ერთხელ ბანძ გუნდებთან ძირითადი არამგონია საკმარისი იყოს. ვერ განვითარდება მასე. 1 წლიანი არენდა იდეალური მგონია სადმე, სადაც მუდმივ სასტარტოს მისცემენ.

    ჰო აი ჩავი დეპაის დაიტოვებს და ფატის გაანათხოვრებს.დეპაიმ,რამდენიც არ უნდა იძახოს დავრჩებიო,მაინც გაუშვებენ,რადგან ეგრეა საჭირო.დეპაისაც ვერ უშვებენ,ეგრე ბრაითვაიტასაც არ უნდა წასვლა და რა ესეიგი რჩება?დეპაი მეც მეცოდება,მაგრამ ეხლა სხვანაირად ვერ მოიქცევი.წავიდეს საშუალო,ან ოდნავ მაღალი დონის კლუბში და იქ იქნება ლიდერი.

    ციტატა: EL MAESTRO 6
    ისე ტორესი იჩაგრება, ერთადერთია ვისაც თავის გამოჩენის შანსი არ მიეცა

    დამტვრეულია არა?
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #6 31 ივლისი 2022 12:46
    0
    ისე ტორესი იჩაგრება, ერთადერთია ვისაც თავის გამოჩენის შანსი არ მიეცა
    გულშემატკივარი [?]
    #5 31 ივლისი 2022 12:42
    1
    Andria,
    რატო იქნება სირცხვილი, რაფინია და დემბელე ძირითადის ხალხია ფლანგზე. ტორესში 60 მილიონი იმიტო არ გადაიხადეს რო არ ათამაშონ ამიტო ეგ იქნება პირველი ზამენა. დეპაიც ვერ იყიდება და დარჩენა უნდა როგორც ვატყობ. ცენტრფორვარდზე ლევანა და ობამა გაინაწილებენ დროს და ახლა ჩნდება ლოგიკური კითხვა : რამდენი დრო მიეცემა ფატის? სამ თამაშში ერთხელ ბანძ გუნდებთან ძირითადი არამგონია საკმარისი იყოს. ვერ განვითარდება მასე. 1 წლიანი არენდა იდეალური მგონია სადმე, სადაც მუდმივ სასტარტოს მისცემენ.
    ფანი [?]
    #4 31 ივლისი 2022 12:32
    6
    barcaforever,
    რა ფატი გააანათხოვრონ ? :დდდდ 10 ნომერი მისცეს და ახლა რო გაუშვან ეგ უდიდესი სირცხვილი იქნება
    Culé [?]
    #3 31 ივლისი 2022 12:28
    4
    ძაან მოუმატა დემბომ, აშკარა პროგრესი აქვს. უფრო მოუმატებს, ამ სეზონში ბევრ "დუბლს" მოაგროვებს და საერთოდ, რეგულარულად გაიტანს. რაფოს სააღოლ, ასე თუ გააგრძელებს (მჯერა ამ ბიჭის) ძაან აგრესიულები ვიქნებით შეტევაში. არცერთი არ "ღორობს" პასს, მისაცემს აძლევს ყველანი. ფატმა უხასიათოდ, მეჩვენება, უღიმღამოდ ჩაატარა ყველა თამაში ამერიკაში. აი გარსიაზე ვიტყოდი რო დემბოზე არანაკლები პროგრესი დადო ამ ბიჭმა. ძაან საიმედო და დასაყრდნობი მცველი გაიჩიტა "მომენტალურად". რავი, კუნდეს შუაში ადგილი იქნებ სანატრებელიც შეექმნეს ისეა მონდომებული გარსია. არაუხო ძერსკობს ბევრს და გარსიას მივცემდი კაპის სამკლაურს დაჟე.
    ლევანას გაუტანლობა არც გვიღირს სანერვიულოდ, ბევრს გაიტანს. ფატმას ამბავი მანაღვლებს ძაან, დალშე ყველას მომატებული აქვს.
    სუპერკომპიუტერის დდშვც და რეალის დაცვა მოვღან კიდე. ძაან ბევრ გოლს გაუშვებენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 31 ივლისი 2022 12:16
    10
    დემბელე იმდენს იზამს, რომ მომავალ ზაფხულს 100 მილიონად ლიწინ-ლიწინით გაიყიდება.😅
    გულშემატკივარი [?]
    #1 31 ივლისი 2022 12:15
    1
    ფატი უნდა გაანათხოვრონ. დეპაი ტორესი დემბელე რაფინია ლევანა ობამა საკმარისი მგონია. ახლა ფატის უნდა სტაბილური სასტარტო რასაც ბარსა ვერ შეპირდება ჯერჯერობით ამიტო უნდა გაანათხოვრონ