მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თქვენი დრო ამოიწურა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: თქვენი დრო ამოიწურა

ალბათ ნანახი გაქვთ ვიდეო, თურქი მწვრთნელი შედის გასახდელში და რას ლაპარაკობს, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ თავის ფეხბურთელებს გაშლილ ხელს ულაწუნებს სახეში. ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად. ბოლოსკენ ერთს მთელი ძალით გაარტყამს, ის საწყალიც სახეზე აიფარებს ხელს, აი, ეგ არის ჟერარ პიკე. 

იმიტომ არა, რომ შეცდომა დაუშვა, თანაც ისეთი საშინელი, რომლის მსგავსიც დიდი ხანია, არ მინახავს, არც იმის გამო, რომ თითქოს მიძინებული "ინტერი" გამოაღვიძა და რწმენა დაუბრუნა, არც შაკირას გამო, ამ გალაწუნებას იმსახურებს იმიტომ, რომ ჯიუტად ამბობს, თამაში შემიძლიაო, "ბარსას" სტანდარტი კი ნელ-ნელა სულ ქვემოთ ჩამოიწია. მოკლედ, არასერიოზულად იქცევა, სეზონის წინ ბუზღუნებდა, ვინც არ უნდა მოიყვანოთ მე მაინც ძირითადში ვიქნებიო, თითქოს ვერ იჯერებს, რომ მისი დრო წავიდა, მაინცდამაინც ეს უბედურება გახდა საჭირო ამის დასაჯერებლად.

ჩავი კი ანიშნებდა, წასვლის დროაო, მაგრამ ისეთ დღეში აღმოჩნდა, მაინც ათამაშა. ოთხი მცველი დაკარგა, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ, - არაუხო, კუნდე, ბელერინი, კრისტენსენი, ოთხიდან სამი ცენტრალური მცველია. კი, დიდი უიღბლობაა. ამიტომ, თავიდანვე ვიცოდით, რომ დაცვაში პრობლემები იქნებოდა, როცა ერთდროულად სამ ცენტრალურ მცველს დაკარგავ, ბუნებრივია, კარგად არ გექნება საქმე. 

გასვლის შანსი დავიტოვეთ, თუმცა, იმდენად მცირე, რომ ამას ალბათ შანსი არც უნდა ერქვას. 

ტაქტიკა

ნამდვილად საინტერესო ტაქტიკა შემოგვთავაზა ჩავი ერნანდესმა და უნდა ითქვას, რომ პირველ ტაიმში გაამართლა. ფაქტია, პირველი ტაიმი მოვიგეთ. რა თქმა უნდა, საქმეში იყო ტერ შტეგენიც, მის გარეშე წარმოდგენაც არ მინდა, რას დავემსგავსებოდით. 

"ბარსამ" სამი მცველით ითამაშა, - პიკე, გარსია, ალონსო; სერჟი რობერტოს განსაკუთრებული როლი ჰქონდა, გუნდის შეტევის დროს მოედნის ცენტრიდან უტევდა, გავის გვერდით იკავებდა ადგილს, პედრის კი კიდევ უფრო წინ წასვლის საშუალებას აძლევდა, მეტ თავისუფლებას შეტევაში, რეალურად, ეს ფსონი იყო პედრიზე, მის უნარებსა და შესაძლებლობებზე, ჩავიმ იცის, რომ "ბარსას" შეტევაში კრეატიულობა აკლია, ამიტომ, პედრის ათიანის პოზიცია შესთავაზა, ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე გაამართლა, ცალკეული მომენტები ვნახეთ, როცა ამ კრეატიულობამ სიმძაფრე მოიტანა, საერთო ჯამში ვერ ვიხეირეთ. 

სწორედ ამ კრეატიულობისა და ბოლომდე ბრძოლის ხარჯზე შევაგდეთ ერთადერთი გოლი, რაფინია მთელი მატჩი ძალიან პრიმიტიულად მოქმედებდა, განუწყვეტლივ მაღალ ბურთს აწვდიდა საჯარიმოში, რაღაც შედეგი არ მოჰქონდა, ერთადერთხელ მიიღო ორიგინალური გადაწყვეტილება, ბურთზე ბოლომდე იბრძოლა და ძალიან ჭკვიანური პასი გააკეთა, ამას ძლიერი გადაცემა მოჰყვა საჯარიმოში და დემბელემ ანგარიში გახსნა. 

აქ ერთი რამ მენიშნა ცუდად, ფეხბურთელების სიხარული იმაზე დიდი იყო, ვიდრე ველოდი. ასე შეიძლება ჩვენ გაგვიხარდეს, გულშემატკივრებს, მათ კი საქმე უნდა აკეთონ ცივი გონებით, ჯერ პირველი ტაიმი იყო, მათ კი ისე იზეიმეს, თითქოს მატჩის ბოლო წუთები ყოფილიყოს. ცუდად მენიშნა ეს ამბავი და ვნახეთ კიდეც, რა მოხდა. 

დაცვით ფაზაში მეოთხე მცველის ფუნქციას "უახლოესი კაცი" ასრულებდა, უმეტესად სერჟი რობერტო ასწრებდა უკან დახევას, რაც უბრალო საქმე არ არის, ამას ძალების დიდი დახარჯვა და ყურადღება სჭირდება, შეტევაში კი საგოლე პასი ჩაიწერა. 

პირველ ტაიმში ლევანდოვსკის დარტყმული კარის ხაზიდან გამოიტანეს, დემბელეს შორეული გასროლა ონანამ ხელებში ვერ შეიმაგრა, რაფინიას კი მიზანმა უმტყუნა, არადა, ვალდებულიც კი იყო, უკეთ დაერტყა, ეს რეალურად საგოლე მომენტი იყო. 

"ბარსა" კი როგორღაც გადარჩა, ბურთი ჯერ ხარიხარს მოხვდა, მერე ზუსტად კარის ხაზზე დაეცა, ბოლოს კი შტეგენმა ივარგა. გაგვიმართლა. 

მეორე ტაიმი

საპლეიოფო მატჩი იყო. ნაადრევად ნათამაშები, "კამპ ნოუმაც" დაიბრუნა ძველი სახე, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩა. ბევრჯერ გაახსენდებოდა გულშემატკივარს 2010 წლის მატჩი "ინტერთან, და 2012 წლის მატჩი "ჩელსისთან", ჩვენთვის ორივე წარუმატებლად დასრულდა, ეს კი მესამე იყო. მაშინ ჩავი მოედანზე იყო, ახლა მწვრთნელის რანგში დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამი მატჩიდან არცერთი არ წაგვიგია. 

მეორე ტაიმი დაიწყო შოკით, ბასტონი აწვდის საჯარიმოში.. პიკემ მშვიდად გაშალა ხელები, მისი შემხედვარე გავი დუნდება, ტერ შტეგენიც კი დუნდება, მიუხედავად იმისა, რომ პიკეს დიდად აღარ ენდობა, საჯარიმოში შემოჭრილი ბარელა იღებს ბურთს და 1:1. გავი დაფარებას ვეღარ ასწრებს, თავს დაღალატებულად თვლის, პიკემ მოატყუა, შეცდომა დააშვებინა. "ინტერს" ახალი სუნთქვა გაეხსნა, "ბარსა" კი აირია. რა თქმა უნდა, მატჩის საკვანძო მომენტი, სწორედ ეს იყო. 

მეორე გოლიც მალევე მივიღეთ, აქ უკვე მეორე მნიშვნელოვანი გზავნილი დაიწერა, - დროა, პიკეს ბუსკეტსიც მიჰყვეს. უმაგრესი პირველი ტაიმი ჰქონდა, მაგრამ, ისეთ პოზიციაზე თამაშობს, სადაც შეცდომის დაშვება არაფრით არ შეიძლება, უშეცდომო სერხიო კი დიდი ხანია, აღარ გვინახავს. აღარ შეუძლია, ასაკი თავისას შვება, უნდა წავიდეს. 

მის გარდა, შეცდა ერიკ გარსიაც, იმდენად ცუდად ჰქონდა პოზიცია შერჩეული, რომ მაქსიმუმ რაც შეეძლო, თერთმეტმეტრიანის აკიდება იყო, ლაუტაროს ერთი შეხება და გარსია უბრალოდ გაქრა, უშნოდ მოიქნია წიხლი და მოარტყა კიდეც, მაგრამ წაქცევა კი არა, დარტყმაშიც კი ვერ შეუშალა ხელი, ოდნავ მაინც, არადა, ეგ მცირედი, შესაძლოა დაგვხმარებოდა, ბურთი ჯერ ერთ ძელს მოხვდა, მერე მეორეს და კარში შეგორდა. ტერ შტეგენი თავს საშინლად გრძნობდა, ჯერ მცველმა დააღალატა, მერე ძელმა. 

ერიკ გარსიას რომ ძალიან მაგარი პირველი პასი აქვს, ამ მატჩშიც გამოჩნდა, მაგრამ ის პირველ რიგში მცველია, პირველ რიგში თავის დაცვა უნდა იცოდეს, ეგ თუ არ იცის, აბა ვის რად უნდა მაგის პასები?!

თამაშში მაინც დავბრუნდით, ვერ ვიტყვი, რომ ლევანდოვსკის საუკეთესო მატჩი იყო, მოულოდნელად იმაში მოიკოჭლა, რაშიც საუკეთესოა, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა ხოლმე, თანაც აგვიანებდა. თუმცა, თამაშში ამ კაცმა დაგვაბრუნა, ნახევარმომენტი გოლად აქცია, რიკოშეტი წაეხმარა და 2:2! იმედი თავიდან დაიბადა, ასეთი მატჩები მოგვიგია და წაგვიგია კიდეც. ვახსენეთ "ჩელსისთან" მატჩი და ეგ იყო... მაშინ ტორესი გაიქცა, ახლა ლაუტარო, მაშინ ორ შეხებაში გოლი მივიღეთ, ახლა სამი გახდა საჭირო, დაცვა ისევ ჩავარდა. 

ვნატრობდი მატჩის დროს არაუხოს, თუნდაც ერთი ტაიმის სათამაშოდ.. 

თითქოს მორჩა, მაგრამ არა, გარსიამ ზუსტად ჩააწოდა და ლევანდოვსკიმ კიდევ ერთხელ გაგვაცოცხლა, დროც საკმარისი იყო, ოთხი წუთი კიდევ გვქონდა, მაგრამ ამ წუთებმა უაზროდ ჩაიარა, იყო რაღაც მომენტები და ვერ შევირგეთ, ვიღაცას კლასი არ ეყო, ვიღაცას ტვინი. 

დარჩენილ დროში წაგებისგან ისევ შტეგენმა გვიხსნა. 

წესით, ლევანდოვსკისა და შტეგენის გმირობა საკმარისი არ უნდა იყოს ჯგუფიდან გასასვლელად. ახლა სასწაულის იმედადღა თუ ვიქნებით, რისი იმედიც მე არ მაქვს. 

პროექტი ჩავარდა. 

უიღბლობაც არის.. სამი ნაყიდი მცველიდან სამივე გამოგვაკლდა. 

რა დააკლდა "ბარსას"? 

პირველ რიგში ერთიანი ქმედება, გუნდი თავისი ლიდერის გარშემო უნდა მოქმედებდეს, ჩვენს შემტევებს კი ლევანდოვსკისთან არანაირი საერთო არ აქვთ. ძალიან შორს არის რაფინიაც და დემბელეც იმ თამაშისგან, რასაც ლევანდოვსკი თამაშობს. გამოდის, რომ ყველა ცალ-ცალკე უბერავს და ამ შებერვაში ხან გამოდის რაღაც, ხან არა. თუ გამოდის, ისევ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, გუნდის ერთიანი სახე კი არ ჩანს. 

დასანანია, უნდა ვიჩხუბოთ ცოტა, უნდა გავბრაზდეთ კიდეც, მერე კი მოგვიწევს ფეხზე წამოდგომა. გუნდი, რომელსაც წლების განმავლობაში ძირს უთხრიდნენ, როგორც ჩანს, ასე ორ წელში ვერ შენდება. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 40 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #40 14 ოქტომბერი 2022 19:18
    0
    ეს კენჭისყრაც რო უსაზიზღრესი გამოვიდა, რეალი კი არის უდარდელად არსაიდან რო არ ელის ხიფათს. მაგარი ბედი აქვს ამ გუნდს რაც არ უნდა მათ თავდადებაზე ვილაპარაკოთ.
    Gio-Barca10
    სტუმარი [?]
    #39 14 ოქტომბერი 2022 04:36
    0
    საშინელ განწყობაზე ვარ გუშინის მერე მოკლედ ეს რა დღე დაგვატყდა თავს ეს რა დღეშია გუნდი :( :( იმედია ყველაფერი დალაგდება
    ფანი [?]
    #38 13 ოქტომბერი 2022 17:29
    1
    მგონი რაღაც ჯადო აქვს გუნდს ან თვალი და სანამ დროა მივიყვანოთ მამა აკაკისთან და გამოულოცავს 😶 აბა ესე ყველა უბედურება ერთად რანაირად ხდება ვერ გავიგე რა. ან კამპნოუ აკურთხებინონ მაინც, რამე ქნან, ფაქტია ფურთის გორებით ვერ შვებიან ვერაფერს 😔
    ფანი [?]
    #37 13 ოქტომბერი 2022 16:55
    2
    გავი ძალიან მაგარია მაგრამ ბავშვია, მე მაგალითად ფრენკი კესი პედრის ვათამაშებდი. გავი შეიძლებოდა ბოლო ნახევარი საათი, უფრო მაგრად ითამაშებს და გააზრებულად.
    ფანი [?]
    #36 13 ოქტომბერი 2022 14:27
    5
    ხავიც კარგი ხისთავიანი გამოდგა, ალბა რაც არის ვიცით მაგრამ ალონსოს ნებისმიერ ადგილას ახეხინებს სკამს, ბალდე პატარაა, ვფიქრობ მაინც ალბა უნდა იყოს ალონსოს ნაცვლად, იმიტომ რომ ჯობია ალონსოს ! ნუ პიკეზე კაი სხვა გზა არ იყო მაგრამ, ესეთ ფიზიკურ თამაშში სადაც უბრალოდ ასაკის გამო ათრიეს გავი და ფიზიკური ორთაბრძოლები ყველა წააგო არ ჯობია კესი და ფრენკი დააყენოოოო, დაცვაშიც იმუშაბენ და შეტევაშიც, ხავი ჯერ არის გავივით, აქვს პოტენციალი მაგრამ პატარაა.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #35 13 ოქტომბერი 2022 13:15
    8
    ახლა გვიანია #ვერებზე პწკენა, ცრემლების დრო არააქ გუნდს, ამ სეზონში 4 ტიტულის მოგების შანსი გვაქ რაც ხელიდან არ უნდა გავუშვათ, წინა წელს ლივერის ფანებმა ისე აღნიშნეს მიკი მაუსის თასები თითქოს ლიგა მოეგოთ, მაგრამ ეგაა გუნდის მხარდაჭერა და გულშემატკივრობა, ღმერთმანი ღირს ეს ჩარჩენა თუ ევროპა ლიგა და ლა ლიგა დავდეთ მონიმუმ და პლიუს სუპერ თასი და კოპა, აქედან ლა ლიგა მაინც რომ დავდოთ უბედნიერესი ვიქნება , რამდენი ხანია წესიერი ტიტული არ მოგვიგია, კუმანის დადებული კოპას შემდეგ ეს ოთხი თუ მოვიგეთ მიღწევაა მაინც, შემდეგ წელს კი უფრო ძლიერები ვიქნებით visca barca სამუდამოდ❤, რაც მეტ მარცხს ვხედავ მით უფრო ვხვდები რომ ეს გუნდი მიყვარს და უფრო და უფრო ძლიერდება ეს კავშირი❤💙, ამ წარუმატებლობისბშემდეგ მოგება 100 მაგად ტკბილი იქნება
    Culé [?]
    #34 13 ოქტომბერი 2022 13:15
    5
    ფეოლას ანალიზიც იმას ადასტურებს, რომ მარტო პიკემ კი არა, თითქმს ყველამ დაუშვა უხეში შეცდომები, რაც საერთო ჯამში კრახით დასრულდა. დიდხანს შეიძლება ვარჩიოთ გუშინდელი მტჩი, და არა მარტი გუშინდელი, სანაკრებო პაუზის მერე ოთხივე მატჩი ერთნაირად მკვდარი იყო, ოღონდ არ მითხრათ, რომ დაღლილები იყვნენ. არც ერთ მათგანს ძალზე პრინციპული და რთული მატჩები არ ჰქონია ნაკრებში. სრული სიმართლეა ფეილას სტატიის ბოლო ფრაზა -. "გუნდი, რომელსაც წლების განმავლობაში ძირს უთხრიდნენ, როგორც ჩანს, ასე ორ წელში ვერ შენდება". ირი წელი არც გასულა ჯერ, გუნდი შეუთამაშებელია და თავისი საფირმო სტილი და ტაქტიკა არ გააჩნია. რატომ გვიკვირს? ჩავი სულ რაღაც 1,5 წელა რაც ტოპ გუნდის მწვრთნელია. მადლობა, რომ მოვიდა და ჩაიბარა გუნდი, რომელიც აბსოლუტურად დაშლილი იყო. დაიწყო გუნდის აწყობა და ასევე საკუთარი სამწვრთნელო კარიერის აწყობა. ზოგადად იცის რა უნდა გააკეთის, მაგრამ ჩამოყალიბებული არც ეგ არის ჯერ. თითქმის ყველა მატჩში რაღაც ახალს ნერგავს და ძიებაშია, რომელი ვარიანტი გაამართლებს. და კდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია - ილოზია!!! გულშემატკივრების, კლუბის ხელმძღვანელიბას და თითქმი ყველასი ილუზია. მივიდა ჩავი, დავიმატეთ ახალი ძალები და აბა ყველა ველიდებთ უმაღლეს შედეგებს და ეგრევე. არ ხდება ასე... ყველაფერს თავისი დრო აქვს და სასწაულები თუ ხდება, ძალან იშვიათად. ეგ კაციც არ არის ქრსტე ღმერთი -ჩავი ერნანდესია და მასაც ჩამოყალიბებამდე გასავლელი აქვს ბევრი ეტაპი. გავიხსენოთ "გალაქტიაკოსი", პერესმა შეკრიბა მსოფლიოს საუკეთესო ვარსკვლავები, და რა? ეგრევე გაიბრწყინა გუნდმა? არა, მხოლოდ მესამე წელს შეთამაშდა და დაიწყო გუნდური თამაში, მანამდე კი იყო ინდივიდუალიზმი, ყველა თავის ფეხბურთს თამაშობდა. ამოტომ, მივიღოთ ის რაც არის და მომავლისბიმედი არ გავიწყვიტოთ. მეც მეგონა, რომ ჯგუფდან გავიდიდით, მერე ვინმე გამოგვაგდებდა და დაგვრჩებდა ბევრი დრო ლა ლიგისათვის, მაგრამ ასე არ მოხდა, შეიძლება ეს უკეთსიც იყოს. ევროპის ლიგა არც ისე ხელწამოსაკრავია და ბევრი სერიიზული გუნდი თამაშობს, მაგ. მანჩესტერ იუნაიტედი და არსენალი, რომელიც წელს ბრდღვნის ინგლისის პრემიერ ლიგას, ხოდა ითამაშონ და შეთამაშდნენ, მიიღონ გამოცდილება, გამიჩნდება ვინ ვინ არის და სად არის მისი ადგილი და მომავალი სეზონი დაგეგმონ უფრო მომზადებულებმა. ამ სეზონში კი იბრძოლონ ლა ლიგისათვის. აი აგერ არის კლასიკო და ვნახთ რას წარმოადგენენ.... ოღინდ მერე არ თქვას ვინმემ ინტერთან დაიღალნენ და ვერ ითამაშესო. თუ ვინმეს არ შეუძლია თანამედრივე ფეხბურთის თამაში, ითამაშოს ჭადრაკი, გენიალური სპორტი და მეცნიერებაა და ბევრი სირბილიც არ უნდა.... ჩვენ კი, რიგირც ყოველთვის, მომავლის იმედებს არ დავიჯარგავთ.....
    Culé [?]
    #33 13 ოქტომბერი 2022 13:14
    2
    ციტატა: ჯიმიბარსა
    გუშინ კესი შემოვიდა და მშვენივრად ითამაშა, კესი-დე იონგი-პედრი უნდა მოსინჯოს ხავიმ, მგონია უფრო გაამართლებს, სეზონი ბოლომდე დაკარგული არაა, კოპა და ლა ლიგა უნდა მოვიგოთ, ასევე სუპერ კოპაც წინაა, საჭიროა კონცენტრაცია ამ ტურნირებზე და არა გლოვა იმაზე რაც უკვე მოხდა.

    ამას გავიძახი მეც! 3-4-3 ტაქტიკა გაამართლებდა ამ დაცვის დანაკლისის გამო.
    გავი-კესიე-ფრენკი-პერდის ოთხეული უნდა ყოფილიყო! და არა ბუსი-გავი-პედრის! ბუსი, რომელიც ფრთხილობდა კლასიკოსთვის თამაშს რათა ყვითელი არ მიეღო!
    დაცვა: გარსია-ალონსო-ალბა! პიკეს მორიგი შეცდომა როდემდე!
    შემტევები: რაფო-ლევანა-დემბელე!
    ტორესი საერთოდ გასაშვებია, მოედანზე გინდ ყოფილა და გინდ არა! ეგ როცაა ბარსა=10 კაცით თამაშობს!
    ალონსო შეცვალა და პიკე დატოვა, ესეც კიდევ დიდი მორიგი შეცდომა იყო, ბოლომდე მეგონა ალბას შემოიყვანდა პიკეს ნაცლად.
    ამისათვის ჩავი დაისაჯა და წააგო არასწორი ტაქტიკური წყობისთვის
    Moriba
    სტუმარი [?]
    #32 13 ოქტომბერი 2022 12:53
    0
    ციტატა: ForBarça..69
    ციტატა: Andria
    ForBarça..69,
    რა ფრე :დ ჩვენ ორივე უნდა მოვიგოთ და ინტერმა ვერცერთი

    ბაიერნთან ფრე გვაწყობს მთავარია ინტერმა პლზენთან ნიჩია ითამაშოს და ბაიერნთან წააგოს

    ინტერ ექნება 9 ქულა 2ივე ფრე თუ გააგორა ჩვენ 2ივე თუ მოვიგეთ 10 ამიტომაც გავდუვართ შემდეგ ეტაპზე

    კესი ფრენკი პედრი უნდა მოსინჯოს ხავიმ ნახევარ დაცვაში კესი არის კლასი ხავიმ რომუთხრას რო შენუნდა ჩაშალო შეტევებიო გააკეთებს და სუსწრაფეც და ჯანიც აქ ბუსკეცს არცერთი ამიტომაც ჯობია ესტრიო თორე დავრჩებით უტიტულოდ კიდევ 1თხელ მისმა ჯიუტობამ დაღუპა გუბდი ზუსტად და ალონსო დაატიოს სკამზე გამოცდილი თუუნდოდა დაეყენებია ალბა ალონსო რო შეტენა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #31 13 ოქტომბერი 2022 12:39
    3
    რამე ტიტული მაინც უნდა მოვიგოთ წელს კოპა თუნდაც , ხავის 1 წელი კიდე უნდა მისცენ დრო არარი მარტივი მოხვიდე ბარცელონაში მწვრთნელად თან როგორ ბარცელონაში რომელიც ახლიდან შენდება და ყველაფერი იდეალურად დაალაგო მაგრამ მაინც რასაც ვუყურებ არარი ბარცელონას დონის მწვრთნელი , ზაფხულში აუცილებლად არის მოსაყვანი ადამიანური მარჯვენა მცველი რომელიც შეტევაში გვაკლია , ასევე მოსაყვანია მშრომელი ჩამშლელი რომელიც გუნდს დაცვაში მიეხმარება და არ ჩამოეძინება ხოლმე , შეტევა საშინელია არანაირი ფანტაზია არანაირი გუნდურობა არანაირი კომბინაციები საერთოდ თუ დააკვირდით გუნდს უჭირს რაიმეს მოფიქრება (ვინგერებზეა საუბარი) შეტევაში დაბალი ინტელეკტის გამო და ხდება უაზრო ჩაწოდებები, ასევე ამ გუნდს არ ეშველა ფსიქოლოგიურად რომ როდესაც გოლს უშვებ არ უნდა გატყდე ეგრევე და ყურები ჩამოყარო ამდენი წელია ბარცელონას ფანი ვარ და თუნდაც ქომაგები სტადიონზე გაშვებული გოლის მერე ეგრევე ჩაიჯ... სრული სიტყვის მნიშვნელობით. წარმატებები ბარცელონას და იმედია მოვიგებთ რაიმე ტიტულს რომ პროექტი არ შეჩერდეს რამე თანხა გამოიმუშაოს გუნდა და ზაფხულში კიდევ უფრო გავძლიერდეთ
    --------------------
    5:0
    Messi 600
    #20 Cule from 2002
    ფანი [?]
    #30 13 ოქტომბერი 2022 12:39
    4
    ცრემლები არაფერს შეცვლის 4 ტიტულის მოგების შანსია და ცოტაა ? უტიტულო სეზონის შემდეგ? არაა არაა და მალე უნდა მოვიდეს გონზე მთლიანი ბარსა ეს ჩარჩენა იყო უამრავი მიზეზის ნაზავი მიზეზების რომლებსაც მართლა უდიდესი გავლენა ქონდა ბარსაზე მილანში რომ 1-1 დამთავრებულიყო ახლა 3-3 ზე ასე თვალცრემლიანები არვიქნებოდით და ისევ ჩვენ ხელში იქნებოდა ყველაფერი მაგრამ რასვიზამთ . შეიძლება ბანალური სიტყვებია მაგრამ რომი ერთ დღეში არ აშენებულა ესკლუბი ინგრეოდა 5-6 წელი და 1 სეზონში ტრიპლეტა გუნდი ვერ გავხდებოდით მჯერა ჩავისაც აქ შეცდომები მაგრამ ყველაფერი გამოსწორდება
    ჯიმიბარსა
    სტუმარი [?]
    #29 13 ოქტომბერი 2022 12:15
    8
    გუშინ კესი შემოვიდა და მშვენივრად ითამაშა, კესი-დე იონგი-პედრი უნდა მოსინჯოს ხავიმ, მგონია უფრო გაამართლებს, სეზონი ბოლომდე დაკარგული არაა, კოპა და ლა ლიგა უნდა მოვიგოთ, ასევე სუპერ კოპაც წინაა, საჭიროა კონცენტრაცია ამ ტურნირებზე და არა გლოვა იმაზე რაც უკვე მოხდა.
    ფანი [?]
    #28 13 ოქტომბერი 2022 12:15
    6
    ფრენკი კესი პედრი უნდა იყოს ნახევარდაცვა ჩემი მოკრძალებული აზრით , ტიპი დაფრინავდა მილანში , გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო და აქ სკამს ახეხინებენ , გავის რაც შეეხება ძალიან მებრძოლი და ძალიან მაგარი ბიჭია , მარა ბავშვია ჯერ და სკამიდან უფრო პროდუქტიული იქნება

    დროა ხელი დავუქნიოთ ძველ გვარდიას , კაპიტნის სამკლაური შტეგენს , აქვს ლიდერული თვისებები და გერმანელია ბოლო ბოლო , არაუხო ვიცე კაპიტნად
    CHEPE24
    სტუმარი [?]
    #27 13 ოქტომბერი 2022 12:07
    0
    ციტატა: Andria
    ციტატა: ForBarça..69
    ციტატა: Andria
    ForBarça..69,
    რა ფრე :დ ჩვენ ორივე უნდა მოვიგოთ და ინტერმა ვერცერთი

    ბაიერნთან ფრე გვაწყობს მთავარია ინტერმა პლზენთან ნიჩია ითამაშოს და ბაიერნთან წააგოს

    რასამბობ :დდდდდდ ეგრე 8-8 ქულა გვექნება და ინტერს უპირატესობა აქ ურთიერთშეხვედრებში

    აბა შანსი არაა ბაიერნს ვერ მოუგებენ ესენი პლზენმაც კი გაუტანა 2 გოლი მათ შენ წარმოიდგინე😄😄😄 და ჩვენ 1 თუ გავუტანეთ სასიხარულო იქნება მიყვანა ბოლომდე ნუ თუ ინტერმა გატეხა... ნეტა სენსაცია მოხდეს და ჯანდაბას 1:0 ზეც თანახმა ვარ
    ფანი [?]
    #26 13 ოქტომბერი 2022 12:07
    5
    შევ**ი სანაკრებო პაუზას კიდევ ერთხელ , პაუზამდე რო გვეთამაშა ინტერთან ჩვეულებრივად ამოვტენიდით , აქვე მსაჯსაც მოვიკითხავ დიდი სიყვარულით იმ არდანიშნული პენალტების გამო , გუშინდელი თამაშით კი ნამდვილად არ ვიმსახურებდით მოგებას , ყველაზე მეტად ის მიტყდება რო ეს ვითომ გუნდი ინტერი ავალაპარაკეთ , 12 წელი გავიდა და იგივე სვარკას თამაშობენ ტიპები
    ფანი [?]
    #25 13 ოქტომბერი 2022 11:57
    2
    ციტატა: ForBarça..69
    ციტატა: Andria
    ForBarça..69,
    რა ფრე :დ ჩვენ ორივე უნდა მოვიგოთ და ინტერმა ვერცერთი

    ბაიერნთან ფრე გვაწყობს მთავარია ინტერმა პლზენთან ნიჩია ითამაშოს და ბაიერნთან წააგოს

    რასამბობ :დდდდდდ ეგრე 8-8 ქულა გვექნება და ინტერს უპირატესობა აქ ურთიერთშეხვედრებში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #24 13 ოქტომბერი 2022 11:54
    4
    რა სასტავიც იყო ის არის შედეგი, ალონსო გარსია პიკე რობერტოს დაცვით და შეტევაში რაფინია დემბელეთი, ნახევარდაცვაში სკოლის მოსწავლის აღნაგობის პედრი გავით და ბებერი ბუსკეცით რატო უნდა მოეგოთ ვერ ვხვდები :დ

    კუნდე არაუხო იყო და არის ამ სეზონში გუნდის იმედი დაცვაშიც და შეტევებშიც ჩართვებშიც მათ გარეშე ძაან ცუდი დაცვა იჩითება

    რეალურად ეს შემადგენლობა სალიგე არააა სუ რო ყველა მწყობრში იყოს ანუ ლიგის მომგები არაა და ჯობია ლა ლიგას მიაწვნენ, კატასტროფა და გასაკვირი არაფერია ჯგუფშიდან რო ვერ გავიდნენ

    ხო კიდე მესის ეპოქაში რო არცერთხელ ჩარჩენილა ბარსა და მისი წასვლის მერე ზედიზედ 2 წელი რჩება ამაზეც დადე ფეოლა სტატია :დდდ
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    Culé [?]
    #23 13 ოქტომბერი 2022 11:52
    0
    ციტატა: Andria
    ForBarça..69,
    რა ფრე :დ ჩვენ ორივე უნდა მოვიგოთ და ინტერმა ვერცერთი

    ბაიერნთან ფრე გვაწყობს მთავარია ინტერმა პლზენთან ნიჩია ითამაშოს და ბაიერნთან წააგოს
    --------------------
    Cule🤙
    CHEPE24
    სტუმარი [?]
    #22 13 ოქტომბერი 2022 11:52
    3
    ეხლა ადგებიან და მოუგებენ რეალს😅😅 ხომ ვიცი არაა სადაც საჭირო იყო იქ უნდა მოეგოთ ლიგაზე რომ გასვლა 50/50ზე ყოფილიყო რა ჩემ ხუხუდ მინდა კლასიკოს თამაში ესენი რომ სუპერ ლიგაში იყვნენ ანუ რომ ყოფილიყო სუპერ ლიგა პირველივე წელს გამოვარდებოდნენ იქიდანაც
    ფანი [?]
    #21 13 ოქტომბერი 2022 11:49
    1
    ForBarça..69,
    რა ფრე :დ ჩვენ ორივე უნდა მოვიგოთ და ინტერმა ვერცერთი