მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გველი გაგვიზრდია უბეში!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გველი გაგვიზრდია უბეში!

მშვენიერი მატჩი იყო. მეგონა თამაში 35-ე სკოლაში გაიმართებოდა, "ბარსა" მესამე შემადგენლობით გავიდოდა მოედანზე და მოსაწყენი ამბავი გვექნებოდა. სულ სხვაგვარად მოხდა ყველაფერი. გადასარევი მოედანი იყო, უამრავი მაყურებელი და დიდი ფეხბურთი! 

ხდება ხოლმე ასე თასის თამაშებზე. არც პირველი ყოფილა და არც ბოლო. როცა მესამელიგელ გუნდს ხვდები ამ გუნდისთვის ეს სეზონის მატჩია და სუპერმოტივირებული გამოდის მოედანზე. გრანდი კი ცდილობს ცალი ფეხით მოიგოს. ასე მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. 

თქვენი არ ვიცი, მე 2002/03 წლების მატჩი გამახსენდა, ვან გაალის "ბარსა" ნოველდაში ჩავიდა. ვერ ვიტყვი, რომ ძირითადი შემადგენლობა გაიყვანა, მაგრამ ჰყავდა ვარსკვლავები, მაგალითად რიკელმე, დე ბური, ჩავი და ა.შ. "ბარსამ" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო და ზუსტად ასე ცალი ფეხით ცდილობდა გასვლას, მაგრამ საბოლოო ჯამში 3:2 დამარცხდა. 

გამახსენდა ეს მატჩი იმიტომ, რომ მაშინ ჰეთთრიქი შეასრულა ტონი მადრიგალმა. გადაიყვანა ჭკუიდან სტადიონზე შეკრებილი სამიათას ოთხი ადამიანი. ეს მადრიგალის კარიერის მატჩი იყო. ჰოდა, მგონია, რომ სოლდევილიასთვისაც კარიერის მატჩი იქნება. ყველაფერი წინ აქვს, ჯერ 21 წლის არის, მაგრამ ამაზე მაგარ შედეგს ალბათ ვეღარ დადებს. მეორე დღეს ყველა გუგლავს და კითხულობს საიდან მოვიდა ეს კაცი. მერე იგებენ, რომ თურმე არ არის უბრალო ბიჭი, ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, ესე იგი, თავის დროზე რჩეულებში მოხვდა, "ბარსას" აკადემიაში ყოფილა, ესე იგი, პასის კულტურა და ტექნიკა თავისთავად ექნება. მერე კი ინგლისში წასულა სამოგზაუროდ და აი, იქ აირია ყველაფერი. აბა, ბირმინგემში რო მიდიხარ რა გგონია. ემილ ჰესკი ჯერ კიდევ დიდი ფეხბურთელი ჰგონიათ, ფეხბურთზე ცოტა განსხვავებული შეხედულებები აქვთ. მოკლედ, სოვდევილიაც ათრია ბირმინგემის ქარმა ორი წელი და ახლა ამ ბრწყინვალე გუნდში გადმოსულა, შეხედა ინტერსიტის და სიტყვა მისცა საკუთარ თავს, სადაც კი ცნობილ გუნდს შევხვდებით იქვე ბურთს გადავახევ თავზე და აქედან აუცილებლად წავალო. 

წავა ალბათ, სამი გოლის მერე უეჭველად წავა. 

კარგი ამბებიც გვაქვს, ეგრე კი არ არის.. 

პირველი კარგი ამბავი ის არის, რომ "ბარსამ" დამატებით დროში მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ასეა თუ ისე, მაინც კარგია. 

მეორე კარგი ამბავი ის არის, რომ რონალდ არაუხო დაბრუნდა, გოლი გაიტანა, კარის ხაზიდან გამოაძრო ბურთი და გაგვახარა. სოვდევილია იქით იყოს, ეგ რონალდს არ ეკარებოდა, ცალკე იდგა ხოლმე.

შანსი მიიღეს ფეხბურთელებმა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გამოიყენეს. მაგალითად, ბელერინმა, პაბლო ტორემ, დეპაიმ.. არ ჰგავდნენ იმ ფეხბურთელებს, რომელთაც ძირითადში უნდათ მოხვედრა. ყველაზე მეტად ამათგან პაბლო ტორე მომეწონა, ვერც იმას ვიტყვი, რომ ჯოჯოხეთურ კონკურენციაში უწევს გზის გაკვალვა, კი, გასაგებია, პედრი-გავი, დე იონგი, მაგრამ სათამაშო დროის მიღება მაინც შეუძლია. 

აი, კესიე დიდად არ მომეწონა და კიდევ ერთი თავშიშემოსარტყმელი ტრანსფერის შთაბეჭდილებას ტოვებს. 

სამი გოლი გაუშვა ჩვენმა მეკარე პენიამ. შეეძლო რომელიმეს აღება? რა თქმა უნდა, რომელიმეს კი არა, ყველას მოგერიება შეეძლო. 

სხვათა შორის, კარგად შემოვიდა ფატი და არაუშავდა რაფინიას, კარგი მატჩი ჰქონდა დემბელესაც, თუმცა, ეს ისეთი თამაშია, სადაც რაც არ უნდა გააკეთო დიდად არავინ შეგაქებს, წარუმატებლობის შემთხვევაში კი გადაგივლიან. არ არის ინტერსიტი არაფრის საზომი. მხოლოდ მოტივაციას თუ გამოავლენს და აღმოჩნდა, რომ მოტივაციის დიდი ნაკლებობაა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კონკურენციაა კლუბში. 

ანგარიში არაუხომ გახსნა ძალიან კარგი თავური დარტყმით. ჯერ ხურდება, კიდევ გაიტანს. 

მერე იმ კაცმა გაგვითანაბრა. ჩვენივე გაზრდილმა. "ბარსას" ძირითადში მოხვედრაზე რომ ოცნებობდა. 

დემბელემ ისევ წინ გაგვიყვანა, ლამაზი გოლი იყო, თავის სტილში შეაგდო. როგორც წესი, ასეთი დარტყმის მერე სტადიონს აცილებს ხოლმე, მაგრამ ამჯერად ყველაფერი გამოუვიდა. 

ისევ სოლდევილიამ გაგვითანაბრა. აქ უკვე გუგლავდა ხალხი. 

მესამედ რაფინიამ გაგვიყვანა წინ. კარგი პასის შემდეგ კუთხე დაკეტა და გაიტანა. ესეც წერტილი. მორჩა ამათი ამბავიო იფიქრა ყველამ, მაგრამ სოლდევილიამ ისევ გაათანაბრა და ყველამ მისი აგენტის ძებნა დაიწყო, აგენტი კიდე ამ დროს ბარში იყო და სვამდა. დეპრესიაში ყოფილა, იქნებ ეშველოს რამეს. 

ასე გადავედით დამატებით დროში და კარგი ფეხბურთიც გაგრძელდა. ცოტა ვარჯიშს ჰგავდა, მაგრამ მცირე დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა. ჰქონდა შანსები ანსუ ფატის და ერთ-ერთი გაიტანა კიდეც. ესეც ასე, "ბარსა" შემდეგ ეტაპზეა. 

სულ რაღაც სამ დღეში დიდი ჯახია "ატლეტიკოსთან". "ინტერსიტის" მერე "ატლეტიკოსთან", თანაც გასვლაზე თამაში არავის უხარია, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ სულ სხვა გუნდს ვიხილავთ. ახლა რომ ვთქვა პედრიმ და ლევანდოვსკიმ დაისვენეს-მეთქი, ეგეც სასაცილო იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ორივემ ითამაშა მუნდიალზე, დასასვენებელი დრო საკმარისად ჰქონდათ. რაღა დროს დასვენებაა... ახლა იწყება ყველაფერი. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #9 5 იანვარი 2023 17:34
    1
    Barca1980,
    ციტატა: Barca1980
    ბოლო წლების შემხედვარე , როგორ არ უნდა მოგივიდეს კაცს თავში აზრად კითხვა , რომელიც ბევრს მოსვენებას არ აძლევს : დაახლოვებით ნახევარ მილიარდზე მეტი გამოუსადეგარ ტრანსფერებშია გადაყრილი , ამავე დროს ლა მასიადან ვინც ამოიწია ( არაუხო , გავი , ბალდე , ნიკო , მორიბა) , ყველამ გაამართლა . შეიძლება ჯერ ტოპ ვარსკვლავები არ არიან , თუმცა ვსვამ ლეგიტიმურ კითხვას - მხოლოდ ლა მასიადან რომ მოხდენილიყო ისევ შევსება და პლიუს ის ვარსკვლავებიც ვინც უკვე გუნდში იყო , ბარსელონა იგივე შედეგს ვერ დადებდა ?! გრიზმანის მოყვანის წინააღმდეგი იყო მესივოო და რა არ იყო მართალიი ? დარწმუნებული ვარ არც დემბელესი და დანარჩენების მოყვანით იქნებოდა აღფრთოვანებულიი . აი ამიტომ ჯერ ბართუშა და მერე ლაპოც თუ ცოტა აზრზე არ მოვიდა , ერთმანეთზე უნდა გადააბა და ოკეანესი უკრა თავიი . ეხლა არ მითხრათ რომ პაკოს , ლენგლეს , ტრინკაოს , გომეშის , მატიეს და კიდევ მსგავსი ჭ კლასის მოთამაშეზე მეტი შესაძლებლობების ფეხბურთელი აღარ დარბოდა ლა მასიაში ?!

    ციტატა: Albicelecte
    ციტატა: totti10
    კესის დამცველები სად ხართ რომ მიციტირებდით არ გესმის ფეხბურთიო :დ :დ აჰა ვისაც არ ესმის გამოჩნდა სად ერეკელე და სად ჩემიო აი მაგაზე ანათქვამი, რა უნდა მაგ უინტელექტოს და უუნაროს ბარსაში, ეგ რომ კარგი ყოფილიყო ბარსაზე ადრე სხვა იჩალიჩებდა ან გაუხანძლივებდდა მილანი თვითონ დაიტოვებდა ან გაყიდდა, რომელი მოხდა არცერთი მხოლოდ ბარსაში წავიდა და ბრახ ეგრევე გამOჩნდა რომ გახსნილ გნდში არის 0.0000001%

    მილანი ვერ გაყიდიდა, კონტრაქტი გაუთავდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა გუნდი; ხელფასზე ვერ შეთანხმდნენ და ეგ თემა იყო
    არ აღმოჩნდა მისი სტილის გუნდი, ეგაა და ეგ, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და ალბათ პარი სენ ჟერმენი დავლურს დაუკრავს თ 50-ში მაინც ჩაიგდებს ხელში, 26 წლისაა და საუკეთესო ასაკშია
    აი ეს ტრანსფერის ბედოვლათები თუ კესიეს 50 თად ვინმეს შეტენიან , წლის ტრანსფერი იქნება ულაპარაკოდ , მაგრამ ძალიან მეეჭვება მასეთი რამე მოხდეს .

    კი ძმა მართალი ხარ, პროსტა დემბელე მართლა ძაან კარგი იყო დორტმუნდში ( ნუ მბაპეს რომ არჩიეს ეგ იასნია სიდებილე ქნეს) კოუტინიო ილაპარაკოდ ეპლის პირველი იგროკი იყო, ამ ორში აშკარად კატასრტოფულად არ გაგვიმართლა. გრიზმანი 100% იდიოტური ტრანსფერია 29 წლის კაცსში თუ ზიდანი არ არის გადაიხადო 120 მილიონიდა თავიდანვე იცოდე რომ არა მის არამედ სხვა პოზიციაზე ათამაშო იმინა ბოლო დონის სიჩლუნგე იყო. ამას დავუმატოთ ვითომ საშუალო ფასების იგროკები სემედუს დონისები და გამოვა რომ იქ არის გუნდი სადაც დაიმსახურა მართვიდან გამომდინარე. მე თუ მკითხავ რასაც შენ ამბობ ისე რომ ყოფილიყო. აი ბოლო 5-7 წელი არავინ რომ არ ეყიდათ ვაბშე, პროსტა შეემჩნიათ ვანდეიკი და მოეყვანათ საუთჰემპტონიდან 75 ლიმონად, ზუსტად მგონია არც რომში მოვიჭრიდით თავს, არც ენფილდზე და არც ბაიერნის სავარჯიშო მსხალი ვიქნებოდით ეს წლები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 5 იანვარი 2023 17:31
    0
    მაგარი ჯახი ჩაატარეს ბიჭებმა, მაგრადაც "გავანადგურეთ" მეტოქე 4 ბურთს ნუ ეხუმრებით.
    Culé [?]
    #7 5 იანვარი 2023 15:29
    3
    ბოლო წლების შემხედვარე , როგორ არ უნდა მოგივიდეს კაცს თავში აზრად კითხვა , რომელიც ბევრს მოსვენებას არ აძლევს : დაახლოვებით ნახევარ მილიარდზე მეტი გამოუსადეგარ ტრანსფერებშია გადაყრილი , ამავე დროს ლა მასიადან ვინც ამოიწია ( არაუხო , გავი , ბალდე , ნიკო , მორიბა) , ყველამ გაამართლა . შეიძლება ჯერ ტოპ ვარსკვლავები არ არიან , თუმცა ვსვამ ლეგიტიმურ კითხვას - მხოლოდ ლა მასიადან რომ მოხდენილიყო ისევ შევსება და პლიუს ის ვარსკვლავებიც ვინც უკვე გუნდში იყო , ბარსელონა იგივე შედეგს ვერ დადებდა ?! გრიზმანის მოყვანის წინააღმდეგი იყო მესივოო და რა არ იყო მართალიი ? დარწმუნებული ვარ არც დემბელესი და დანარჩენების მოყვანით იქნებოდა აღფრთოვანებულიი . აი ამიტომ ჯერ ბართუშა და მერე ლაპოც თუ ცოტა აზრზე არ მოვიდა , ერთმანეთზე უნდა გადააბა და ოკეანესი უკრა თავიი . ეხლა არ მითხრათ რომ პაკოს , ლენგლეს , ტრინკაოს , გომეშის , მატიეს და კიდევ მსგავსი ჭ კლასის მოთამაშეზე მეტი შესაძლებლობების ფეხბურთელი აღარ დარბოდა ლა მასიაში ?!

    ციტატა: Albicelecte
    ციტატა: totti10
    კესის დამცველები სად ხართ რომ მიციტირებდით არ გესმის ფეხბურთიო :დ :დ აჰა ვისაც არ ესმის გამოჩნდა სად ერეკელე და სად ჩემიო აი მაგაზე ანათქვამი, რა უნდა მაგ უინტელექტოს და უუნაროს ბარსაში, ეგ რომ კარგი ყოფილიყო ბარსაზე ადრე სხვა იჩალიჩებდა ან გაუხანძლივებდდა მილანი თვითონ დაიტოვებდა ან გაყიდდა, რომელი მოხდა არცერთი მხოლოდ ბარსაში წავიდა და ბრახ ეგრევე გამOჩნდა რომ გახსნილ გნდში არის 0.0000001%

    მილანი ვერ გაყიდიდა, კონტრაქტი გაუთავდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა გუნდი; ხელფასზე ვერ შეთანხმდნენ და ეგ თემა იყო
    არ აღმოჩნდა მისი სტილის გუნდი, ეგაა და ეგ, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და ალბათ პარი სენ ჟერმენი დავლურს დაუკრავს თ 50-ში მაინც ჩაიგდებს ხელში, 26 წლისაა და საუკეთესო ასაკშია
    აი ეს ტრანსფერის ბედოვლათები თუ კესიეს 50 თად ვინმეს შეტენიან , წლის ტრანსფერი იქნება ულაპარაკოდ , მაგრამ ძალიან მეეჭვება მასეთი რამე მოხდეს .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 5 იანვარი 2023 15:17
    2
    ციტატა: totti10
    კესის დამცველები სად ხართ რომ მიციტირებდით არ გესმის ფეხბურთიო :დ :დ აჰა ვისაც არ ესმის გამოჩნდა სად ერეკელე და სად ჩემიო აი მაგაზე ანათქვამი, რა უნდა მაგ უინტელექტოს და უუნაროს ბარსაში, ეგ რომ კარგი ყოფილიყო ბარსაზე ადრე სხვა იჩალიჩებდა ან გაუხანძლივებდდა მილანი თვითონ დაიტოვებდა ან გაყიდდა, რომელი მოხდა არცერთი მხოლოდ ბარსაში წავიდა და ბრახ ეგრევე გამOჩნდა რომ გახსნილ გნდში არის 0.0000001%

    მილანი ვერ გაყიდიდა, კონტრაქტი გაუთავდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა გუნდი; ხელფასზე ვერ შეთანხმდნენ და ეგ თემა იყო
    არ აღმოჩნდა მისი სტილის გუნდი, ეგაა და ეგ, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და ალბათ პარი სენ ჟერმენი დავლურს დაუკრავს თ 50-ში მაინც ჩაიგდებს ხელში, 26 წლისაა და საუკეთესო ასაკშია
    Culé [?]
    #5 5 იანვარი 2023 15:13
    3
    დეპაი და ტორესი პლასტმასის ყ**ები არიან ვსიო წერტილი.
    --------------------
    Nb

    Culé [?]
    #4 5 იანვარი 2023 14:19
    11
    მიუხედავად თქვენი დიდი პატივსცემისა ბატონო ფეოლა, ალბათ მთლიანად არ დაგეთანხმებით. და არა იმიტომ რომ რაიმე არასწორად წერია სტატიაში. ასევე მესმის თქვენი ტონის აზრი, რომელიც მიგვანიშებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა უნდა ვიყოთ ოპტიმისტები და მხარი დაუჭიროთ გუნდს. კი ბატონო! 100 % გეთანხმებით, მაგრამ როგორც ვატყობ ეს გუნდი ვერ აკეთებს სწორ ანალიზებს და რადგან არავის მხრიდან სერიოზული ზეწოლა და დასჯა არ არის, ასე ჰგონიათ, რომ ყველაფერი კარგად არის. არ არის კარგად არაფერი! ასევე დიდი პატივისცემის მიუხედავად, პირველად ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ჩავის ბრალია. როგორც აყენებს გუნდის თამაშს, ასეთივე რეზულტატს ვხედავთ. ცალი ფეხით უნდოდათ მოეგოთ? ვის? ამ მძორებს? რითი არან ესენი იმ ბიჭებზე უკეთესები? არაფრით.... ბარსა თამაშობს ქუჩის ფეხბურთს, სადაც არც ტაქტიკაა, არც ტექნიკა, არც დამუშავებული კომბინაციებია და არც მწვრთნელის ჩანაფიქრი. თამაში მიდის მდორედ და ყოველგარი ჩანაფიქრის გარეშე. ათასჯერ ვთქვი და აღარ ვიცი როგორ ვიყვირო, რომ იქნებ ჩავიმ გაიგნოს. გუნდი ოთხჯერ დაწინაურდა და როგორც კი გოლი გაიტანა, შეეშვა თამაშს. გადაირევა კაცი, რატომ ან საიდან ასეთი მიდგომა? რატომ არ შეძლება გამოხვიდე და შეჭამო გუნდი, რომელიც მესამე დივიზიონში მე-16 ადგილზეა და გუნდი რომელიც სულ 5 წლისაა ( აქედან 2 წელი პანდემია იყო),. გუნდს რომელსაც სულ 3000 მაყურებელი ჰყავს და პატარა ბიჭუნებით არის დაკომპლექტებული. რატომ არ შეიძლება გამოხვიდე და ასიამოვნო სტადიონზე მოსულ 30000 ადამიანს? მატჩი დიდ სტადიონზე გადაიტანეს და ხალხი ბარსას სანახავად მოვიდა. ყველა მათგამა იცოდა რომ ბარსა მოიგებდა და რატომ არ შეიძლება გამოხვიდე და ითამაშო ისე, რომ ხალხმა ტაში დაგიკრას და კმაყოფილი დარჩეს იმითი, რომ აი ბარსა ჩამოვიდა და მასტერ კლასი აჩვენა? იმიტომ მეგობრებო, რომ ამ ბარსას არ გააჩნია მასტერ კლასი. მძორების ჯოგია, რომელსაც არ გააჩნია არც თავმოყვარეობა და არც სირცხვილი. მე მგონი მიეჩვივნენ დედის გინებას და სიამოვნებთ კიდევაც. ერთი გამახსენეთ ბოლოს ვინ გაიუკეთა ბარსას ჰეტ-ტრიკი? ვინ და ბიჭმა, რომელიც გააბუნძულეს გუნდიდან იმიტომ, რომ ვიღაცამ მასში პოტენციალი ვერ დაინახა. სამაგიეროდ გვყავს უტვინო ტორესი 50 მილიონად, ინდაურივით გაფხორილი დეპაი და ბევრი სხვა ბალასტი. ჩავიმ ასე თქვა, რომ ჩვენ თვითონ გავირთულეთ სიტუაციაო, მაგრამ კმაყოფილი ვარო. რითია კმაყოფილი? რისი იმედი აქვს? აგერ ნახავთ თუ არ გავარდებიან თასის გათამაშებიდან. კმაყოფილი კი არა ჭ კლასის გუნდმა გადაგიარა და მოგიგო მატჩი... რა არის გასახარებელი? მეტს აღარ დავწერ, მაგრამ ერთს ვიტყვი... ძალიან დიდი სურვილი მაქვს იმ სიტყვებთ გამოვთქვა ჩემი აზრი რაც ენაზე მადგას, მაგრამ ამას არ ვიკადრებ და არ გაკადრებთ... დარწმუნებული ვარ ყველა მიმიხვდა რისი და როგორ მინდა თქმა....
    გულშემატკივარი [?]
    #3 5 იანვარი 2023 13:33
    10
    თითქოს ლიგის ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ ეგრევე შემდეგ სეზონზე გახდნენ ფოკუსირებულნი. და ეს სეზონი აღარ აინტერესებთ,ერთადერთი არაუხოა ვისაც არ აინტერესებს ევროპალიგაზე ვთამაშობთ კოპაზე თუ მესამე დივიზიონში ამიტომ მევასება.
    Culé [?]
    #2 5 იანვარი 2023 13:33
    0
    ციტატა: basa7
    კესიეს პირველივე თამაშში დავურტყი მე დიაგნოზი. სად ერეკლე და ასე შემდეგ.

    სანამ ითამაშებდა მანამდე ვამბობდი არ გვჭირდება თვითონაც ცოდოა და ჩვენც მეთქი და მიწასთან გამასწორეს იტალიის საუკეთესო ნახევარმცველია თან უფასოდო და იმ ქერას ყველაფრით ჯობსო , მაგრამ რას ვიზამთ უკვე ჩვენთანაა და იმედი მაინც მაქვს რომ სკამს სიძლიერეს შესძენს და ასე თუ ისე ოდნავ მაინც გამოგვადგება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 იანვარი 2023 12:53
    4
    კესიეს პირველივე თამაშში დავურტყი მე დიაგნოზი. სად ერეკლე და ასე შემდეგ.