მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კაპიტანმა სამი ქულა მოიპარა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კაპიტანმა სამი ქულა მოიპარა

სადღაც უკვე დამატებულ წუთებზე სერჟი რობერტოს მესამე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა და ახალი ზედმეტსახელიც გაფუჭდა, - "ჰეთრიქა" იქნებოდა, ახლა ვეღარ არის, თუმცა, არც "ბარსას" კაპიტნობაა ნაკლები მიღწევა. მიულერს შეუძლია "გოლბერტო" დაუძახოს.

 წლების მერე ვინმე ჩახედავს კაპიტანთა სიას და სერჟი რობერტოს აღმოაჩენს, მერე ვინმე ღვთისნიერი იკითხავს ეს ვის დაეკარგაო და უპასუხებენ რომ ეგ ის კაცია კლუბის ისტორიაში საუკეთესო მატჩად აღიარებულში რომ გადამწყვეტი გოლი შეაგდოო - მოკლედ, არც ისე ბეჩავია სერჟი.

ეგ ის კაცია ლეგენდარულ გოლს რომ საფუძველი ჩაუყარა "სანტიაგო ბერნაბეუზე", და ეგ ის კაცია "ალმე..   არა, ამას აღარ გაიხსენებენ, სეზონის ბოლოს უკვე აღარავის ემახსოვრება. სამი ქულა საკმარისია ამ გოლების აღიარებისათვის. 

გასრულდა ასე 

ნახევარი სეზონი უკვე წარსულშია. ვიმედოვნოთ რომ ცუდი ნახევარი. ახლა ძალიან გვჭირდებოდა შესვენება. გუნდი არაფერს არ ჰგავს, ჩავიც აღიარებს რომ გუნდური სულისკვეთების ნასახიც აღარ შერჩენილა. შორს ნუ წავალთ, წინა სეზონში ბევრად ორგანიზებული იყო დაცვაც და შეტევაც, ახლა რაღაც გაუგებრობას ვადევნებთ თვალყურს, თანაც, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ამაზე ქვემოთ ალბათ არაფერი აღარ არის. 

ბუნდესლიგაში მოთამაშე რობერტს შეხედავდი და იტყოდი ამ კაცს ვერაფერი გატეხავსო, ახლა კი ყურებჩამოყრილს ვხედავთ. გასაგებია რომ ასაკი მოემატა, სისწრაფე დაკარგა, მაგრამ ისიც კარგად ჩანს, რომ პრობლემა მხოლოდ ასაკში არ არის, რობერტს აღარ სიამოვნებს ფეხბურთის თამაში, ალბათ იმიტომ, რომ წლების მანძილზე მიეჩვია როგორ მიჰქონდათ ბურთი მასთან, ახლა კი გიჟივით უწევს პრესინგის თამაში, და როცა კარგი შანსი აქვს იქაც ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში. ბზარი გაუჩნდა მის მენტალობას. ჩავი კი ცდილობს "სანტავიკით" უშველოს. 

არ მომწონს ეს "ბარსა".

რა მოსაწონია?! 

ეგ კი არა, თამაშს რომ ვუყურებ ხანდახან მგონია რომ ფეხბურთელებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა არ აქვთ. რა ვიცი, ასეთი შეგრძნება მაქვს. პატარა მესის უდიდესი პატივისცემა ჰქონდა ჯერ ეტო'ოსა და რონალიდნიოს მიმართ, შემდეგ კი პუიოლისა და ჩავის მიმართ, ახლა ასეთი ავტორიტეტები არ ჩანან, ლევანდოვსკია ყველაზე ასაკოვანი და ყველაზე ვარსკვლავური სტატუსით, მაგრამ რაღაც არა მგონია ვინმე განსაკუთრებული მოწიწებით ექცეოდეს. ამას მოპოვება და დამსახურება სჭირდება, რობერტმა როგორც ჩანს ესეც ვერ მოახერხა. 

არადა, გახსოვთ როგორ იწყებდა? ენას არ აჩერებდა, მთელი თამაში პატარებს კარნახობდა როგორ ემოძრავათ, მერე წავიდა მუნდიალზე და იქიდან ვიღაც კაცი დაგვიბრუნეს, ჩინური ლევანდოვსკი. გაფუჭდა. აღარ მუშაობს. 

ზამთრის არდადეგები 

ვის სცალია დასასვენებლად?! ლაპორტას ფული აქვს საჩალიჩო, ეს გადაღლილები დალასში გაფრინდებიან და "ამერიკასთან" ითამაშებენ. ამ შანსის ხელიდან გაშვება არ იქნებოდა, აი, მერე შეიძლება ცოტა ამოსუნთქვაზე ფიქრი. იანვარში კი სუპერ თასის გათამაშება დაიწყება. ორი თამაშის მოგებაა საჭირო ტიტულის ასაღებად, არაფერი შეუძლებელი ამაში არ არის. თუ რამე გამოაფხიზლებს და ახალ ძალას მისცემს გუნდს ალბათ პირველი ტიტული იქნება. თუმცა, ამისთვის ერთიანობაა საჭირო, "ბარსაში" კი სულ სხვა სურათი გვაქვს. 

თუ მწვრთნელმა ყურები ჩამოყარა, მთელი გუნდი ავტომატურად ყრის ყურებს - ძველი ჩინური გამოთქმაა. თავიდან ფოთლებზე ითქვა და მერე ასე გადაკეთდა. 

ნეაპოლიც წინ არის.. 

კვარა ითამაშებს "ბარსასთან". მშვენიერია. ყოფილა შემთხვევები "ბარსას" ის ფეხბურთელი წამოუყვანია, რომელსაც განსაკუთრებით გამოუჩენია მასთან თავი. ეგერ, სამუ ეტო'ო ვახსენეთ უკვე. მართალია "მადრიდს" უფრო ამწარებდა, მაგრამ არც "ბარსას" დაინდობდა ხოლმე. 

კვარაზე კი უფრო ხშირად ისმის საუბრები, არც "ნაპოლის" აქვს საქმე კარგად. იმის ნახევარი არ არის რაც წინა წელს იყო, მაგრამ ოსიმენი გაცილებით კარგად გამოიყურება ვიდრე ჩვენი ლევანდოვსკი, კვარას მსგავსი შემქმნელი კი საერთოდ არ გვყავს. ფერანს, რაფინიასა და ჟოაუს ერთად აღებულს სჯობია. (ქართველობა მაბრმავებს ვითომ?) 

ამაზე ვრცლად მერეც დავწერთ. დიდი დროა. 

მანამდე კი 2023 წელს ვრცლად შევაფასებთ. განსაკუთრებულ მატჩებს, გოლებს, ფეხბურთელებს და მოვლენებს. დაელოდეთ და გადავხედოთ ერთად. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #26 22 დეკემბერი 2023 02:36
    0
    ❤️❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #25 21 დეკემბერი 2023 23:57
    2
    რობერტომ ის ითამაშა რაც შეუძლია, თანაც საუცხოო ფორმაშია ტრამვის შემდეგ. ხოდა ეხლა წარმოიდგინეთ რო ეს ფეხბურთელი რომელიც გუშინ მოედანზე სხვებთან შედარებით ერთი თავით მაღლა იდგა იმ ძველ ბარსაში ყველაზე ერთი თავით დაბალი იყო. ანუ ბარსას საერთო დონე წარმოიდგინეთ, რა იყო და რა ვართ დღეს. რთულად ავღწერე სიტუაცია, მაგრამ მე მგონი შინაარსი გაიგეთ.
    Culé [?]
    #24 21 დეკემბერი 2023 22:45
    0
    ერთი ანეგდოტი გამახსენდა:
    შვილი მივიდა მამასთან და ეუბნება -
    - მამა 500$ მომეცი რა, წავალ ცოტას დავისვენებო.
    მამამ შეხედა შვილს და უპასუხა -
    - შვილო. 1000$ მოგცემ, ოღონდ გამაგებინე რამ დაგღალაო.....
    ხოდა ბატონო ფეოლა, მეც მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ. ბევრი ვიფიქრე და ჩემთვის გასაგები და მისაღები პასუხი ვერ ვიპოვნე. ჭკვიანი და გამოცდილი კაცი ბრძანდებით და იქნებ თქვენ იცოდეთ პასუხი.
    აი თქვენ წერთ - "ახლა ძალიან გვჭირდებოდა შესვენება. გუნდი არაფერს არ ჰგავს, ჩავიც აღიარებს რომ გუნდური სულისკვეთების ნასახიც აღარ შერჩენილა. შორს ნუ წავალთ, წინა სეზონში ბევრად ორგანიზებული იყო დაცვაც და შეტევაც, ახლა რაღაც გაუგებრობას ვადევნებთ თვალყურს, თანაც, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ამაზე ქვემოთ ალბათ არაფერი აღარ არის".....
    ადამიანის ასეთი მდგომარეობა აბსოლუტურად მესმის, ამ დროს იკარგება ყველაფრის ხალისი და სტრესი ზეიმობს...
    - მესმის როცა ადამიზნი ფინანსურ გაჭირვებაშია, ოჯახი აწევს კისერზე და იძულებულია ისეთ სამუშაოს მოჰკიდოს ხელი, რაც მის სულს და გულს არ შეეფერება, მაგრამ იძულებულია.
    - მესმის ადამიანმა თავისი ან ახლობლების მძიმე ავადმყოფობა გაიგო და გული გაუტყდა.
    - მესმის ადამიანს ფსიქოლოგიური გადახრებია აქვს და ვერ ერევა თავის თავს.... და ასე შემდეგ მსგავსი შემთხვევები....
    მაგრამ ამ სახედრების ჯოგს ფული და ფუფუნება არ აკლიათ, ყველა ახალგაზრდაა და ჯანზეა, ყველას ანგელოზი ქალები ჰყავთ გვერდით, თავის საყვარელ საქმეს მუშაობენ მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდ გუნდში, ტიტულების მოგება და მწვერვალზე ყოფნა ყველა მათგანს მოსწონს და უნდა, ანუ მოტივაციაც გააჩნიათ უდიდესი ...........
    ხოდა თუ ეს ასეა, ერთი მითხარით, თუ ღმერთი გწამთ
    - რამ დაუკარგა გუნდს სულისკვეთება? ერთ და ორს კი არა, მთელ გუნდს ერთდროულად?
    - რამ შეურყია გუნდს ფსიქოლოგია და რამ დაუკარგა ამ თავის ცოდვებით სავსე ახალგაზრდა ხალხს, გამარჯვებისაკენ სწრაფვა?
    - საიდან ესეთი მდგომარეობა? რატომ გარდაიცვალა გუნდი ასე ერთიანად?

    მე ვერ გავეცი ამ კითხვებს პასუხი......
    ფანი [?]
    #23 21 დეკემბერი 2023 20:53
    0
    ციტატა: mari
    ციტატა: JustBarcaLover
    სუპერ ლიგა რითი განსხვავდება ჩემპ. ლიგისგან ამიხსენით ვინმემ
    მადლობა წინასწარ

    ანუ, ჩვეულებრივად, გუნდები ჩემპიონატებშიც იქნებიან თავის შიდა თასებიანად, ჩემპიონთა ლიგაზეც და სუპერ ლიგაზეც?
    wink კი, მაგრამ ჯერ ეხლა იხოცებიან, იღლებიან ამდენი თამაშებით და პლიუს კიდევ ეს ლიგა რომ მიემატოს როგორ იქნებიან? ყოველ მესამე დღეს იქნება თამაში? თუ როგორ?
    გთხოვთ, ვინმემ ამიხსენით რა..

    ვინც სუპერ ლიგაზე იქნება, ჩემპიონთა ლიგაზე აღარ ითამაშებს.
    Culé [?]
    #22 21 დეკემბერი 2023 15:52
    1
    რა განსხვავებაა შარშანდელ და წლევანდელ ბარსას შორის?
    შერშან დაცვა გაცილებით სტაბილური იყო და ლამის სარეკორდოდ ცოტა გოლი გავუშვით.
    წელს შემადგენლობა უფრო გაძლიერდა, მათ შორის დაცვაშიც დავიმატეთ ინიგო მარტინესი, მაგრამ გოლებს მეტს ვუშვებთ და ამ გოლების უმეტესობას ხაზებს შორის გატარებული პასებით ვიღებთ.
    ჩემი აზრით ამის მიზეზი ბუსკეტცის წასვლაა, ვინც სწორედ ხაზებს შორის მოძრაობაში და სივრცეების ამოვსებაში იყო ყველაზე მაგარი. შემცვლელი კი ვინ მოვიყვანეთ, რომეუ?
    გუშინ რობერტომ კი გაგვაოცა თავისი გოლებით, მაგრამ უშაუალოდ რაც ევალებოდა ნახევარდაცვაში ისევ იგივე ნაგავი იყო, მარტო ხელებს იშვერდა ძველი გაიშნიკივით საით უნდა ეპასათ მცველებს, თავად კი მხოლოდ მოკლე გადაცემებს აკეთბდა ისიც უკან ან განზე.
    მოკლედ, კარგი ჩამშლელი ჭირდება გუნდს ყველაზე მეტად და ამ ღერძზე უნდა აეწყოს შეტევაც და დაცვაც. სამწუხაროდ არც პედრის მჯერე დიდად და არც გუნდოგანის. იმედია გავი ისეთივე შემართებით დაგვიბრუნდება შემდეგ სეზონში და ფრენკისთან და ახალ საყრდენთან ერთად შექმნის ძირითად ნახევარდაცვას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #21 21 დეკემბერი 2023 15:13
    1
    ფეოლა როგორ მიყვარს შენი ტექსტების წაკითხვა ❤️❤️❤️❤️
    შენთან ლუდის სმა და ფეხბურთზე საუბარი გაასწორებდა
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    ფანი [?]
    #20 21 დეკემბერი 2023 14:36
    0
    Barca_MNS, 20 მილიონს რო გიხდიან ყოველ თვე ირბენ აბა რას გააკეთებ 😂😂😂😂😂
    ფანი [?]
    #19 21 დეკემბერი 2023 14:33
    1
    ციტატა: JustBarcaLover
    სუპერ ლიგა რითი განსხვავდება ჩემპ. ლიგისგან ამიხსენით ვინმემ
    მადლობა წინასწარ

    ანუ, ჩვეულებრივად, გუნდები ჩემპიონატებშიც იქნებიან თავის შიდა თასებიანად, ჩემპიონთა ლიგაზეც და სუპერ ლიგაზეც?
    wink კი, მაგრამ ჯერ ეხლა იხოცებიან, იღლებიან ამდენი თამაშებით და პლიუს კიდევ ეს ლიგა რომ მიემატოს როგორ იქნებიან? ყოველ მესამე დღეს იქნება თამაში? თუ როგორ?
    გთხოვთ, ვინმემ ამიხსენით რა..
    Culé [?]
    #18 21 დეკემბერი 2023 14:27
    0
    ციტატა: Jorkaeff
    ციტატა: JustBarcaLover
    სუპერ ლიგა რითი განსხვავდება ჩემპ ლიგისგან ამიხსენით ვინმემ
    მადლობა წინასწარ


    შემოსავლით, გუნდების დაშვება/არ დაშვებით და ფორმატიტ. შემოსავალი უფრო მეტი ექნება გუნდებს (გაცილებით მეტი) და ფორმატიც სხვა იქნება. სულ 20 გუნდი იქნება 2 ჯგუფად განაწილებული. ჯგუფში სახლში/გასვლა ყველასთან და პირველი 3 ადგილი გავა პლეი ოფში. ხო დამავიწყდა მეოთხე მეხუთე ადგილები პლეოფს ერთმანეთში ითამაშებენ კიდე პლეი ოფში გასასვლელად.

    ანუ როგორც ევროლიგა NBA ში რეგულარული არიქნება გავარდნაც იქნება და ქვედა დივიზიონიდან დაწინაურებაც
    ფანი [?]
    #17 21 დეკემბერი 2023 14:09
    1
    ციტატა: JustBarcaLover
    სუპერ ლიგა რითი განსხვავდება ჩემპ ლიგისგან ამიხსენით ვინმემ
    მადლობა წინასწარ


    შემოსავლით, გუნდების დაშვება/არ დაშვებით და ფორმატიტ. შემოსავალი უფრო მეტი ექნება გუნდებს (გაცილებით მეტი) და ფორმატიც სხვა იქნება. სულ 20 გუნდი იქნება 2 ჯგუფად განაწილებული. ჯგუფში სახლში/გასვლა ყველასთან და პირველი 3 ადგილი გავა პლეი ოფში. ხო დამავიწყდა მეოთხე მეხუთე ადგილები პლეოფს ერთმანეთში ითამაშებენ კიდე პლეი ოფში გასასვლელად.
    Culé [?]
    #16 21 დეკემბერი 2023 13:37
    0
    სუპერ ლიგა რითი განსხვავდება ჩემპ ლიგისგან ამიხსენით ვინმემ
    მადლობა წინასწარ
    Culé [?]
    #15 21 დეკემბერი 2023 13:29
    1
    გილოცავთ სუპერ ლიგა უდიდესი ალბათობით შეიქმნება
    ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება:

    “არც უეფას და არც ფიფას არ აქვს უფლება სანქციები დაუწესოს კლუბებს, რომლებიც მონაწილეობენ ალტერნატიულ შეჯიბრებებში“
    საღამოს გაირკვევა ვალებიდან ამოვალთ თუ არა
    ფანი [?]
    #14 21 დეკემბერი 2023 13:20
    0
    Rolex, გულწრფელად რომ ვთქვათ ნახევარი გუნდი შესაცვლელია 😂 უბრალოდ ჯერ ვერ ხერხდება ეგ მარა ძალიან ბედნიერი ვიქნები გიუნდოგანს და ლევანდოვსკის თუ ამ ზაფხულს არაბეთში გაყიდიან სანამ ფასი აქვთ და გიუნდოგანზე შეიძლება ვინმე შემედავოს მარა ეს კაცი რა დონესაც თამაშობს ახლა იმ დონეს მეც დავდებ ჩვეულებრივად უბრალოდ არაფერს არ აკეთებს ტიპი ცუდის მეტს ჟირონასთან და დღეს მარტო იმდენი მომენტი გამაზა რომ რავიცი როკე რომ ყოფილიყო იმის ადგილას დღეს ლა ლიგის ბომბარდირი იქნება ალბათ
    ფანი [?]
    #13 21 დეკემბერი 2023 13:13
    4
    სუპერ ლიგა დაამტკიცა ევროპის სასამართლომ, მილიარდს თუ გვაჩუქებენ ჩვენ და რეალს იქნება გვეშველოოს, ეგრეა რა მსოფლიოს 2 გიგანტია ბარსა რეალი და იმდენად დიდი გავლენა აქვთ ფეხბურთზე რო ვერ აჯობებს უეფა, მოკვეთოს აბა ორივე კლუბი ლიგიდან, ვინღა უყურებს მერე მაგას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 21 დეკემბერი 2023 13:05
    1
    სუპერ ლიგა იქმნება მოიგო პერესმა სასამართლოო :დდ
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    Culé [?]
    #11 21 დეკემბერი 2023 12:57
    0
    ციტატა: walker599
    ხალხო, მარკესზე რამე იცით? დიდი ალბათობით ხავი თუ გაუშვეს ეგ მოვა და ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე არ გამოვიდეს

    Saswaulebs ver shveba mara xalxsac ar uchereben,xan nakrebshi hyavt,xan dziritadtan da ravi. Ragac daocreba ver iqneba verc eg ase mgonia,tumca xavis unda ajobos ravici...
    Culé [?]
    #10 21 დეკემბერი 2023 12:53
    0
    კვარაცხელიასთვის დღეს იდეალური ბარსელონას.
    ფლანგზე გამყოლი მორბენალი მცველი და იდეალური პასები...
    ნეიმარის დაკარგვის შემდეგ მარცხენა გარემარბის გარეშე ვართ
    წევრი [?]
    #9 21 დეკემბერი 2023 12:48
    5
    ლევანა სკამზეა დასასმელი აუცილებლად რობერტო რო გაჯობებს შესრულებაში იქ დამთავრდა შენი ფორვარდობა თავითაც თხარა ფეხითაც და იქ კიდე ცოტა დააკლდა ძელს რო მოხვდა თორე მიდიოდა ჩვენი ძმა ჰეტ რიკზე😂😂❤️❤️
    ფანი [?]
    #8 21 დეკემბერი 2023 12:29
    4
    რობერტომ 6-1 -ის შემდეგ "დიდებას", მიუმატა 3-2 -ის "დიდება"!!!
    ამ კაცს ბარსას მუზეუმში "დიდების" ძეგლი უნდა დაუდგან;;;დდდ
    wink blush ველოდებით მესამე გაბრწყინებას ჩემპ-ლიგის ფინალში;;
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 21 დეკემბერი 2023 12:18
    1
    ახალი წელი, ახალი გუნდი?