დანიელ ალვეში ანუ 4–4–4

დანიელ ალვეში ანუ 4–4–4

1983 წლის  6 მაისს, ბრაზილიაში, კერძოდ კი ხუაზეიროში სამყაროს  მოევლინა "დრიმ თიმის" გლადიატორი, დანიელ ალვეს და სილვა.  17 სექტემბერი–დანისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ის "ლა ლიგა"–ში მეასე მატჩს გამართავს. ის გენიალური ფეხბურთელია, რომელიც 6 წელში 19 ტიტულს დაეუფლა! 

დანიელ ალვესი 

ალვეშის თვითი: "ხვალ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღეა და მინდა, რომ ეს შეგატყობინოთ. უღრმესი მადლობა კულეებო მხარდაჭერისათვის. ( 100 შეხვედრა ) "

ალბათ უმეტეს თქვენგანს ჰგონია, რომ მე სათაურის დაწერის დროს შეცდომა დავუშვი, ზოგი კი ალბათ მიხვდა მის არსს. ეს ჩემი  სუბიექტური აზრია და შეიძლება მხოლოდ მე, გიორგი ადამია ვფიქრობ ასე, მაგრამ საბედნიეროდ შემიძლია დავაფიქსირო საკუტარი მოსაზრება, რადგან ჩვენს ქვეყანაში აზრის თავისუფლება სუფევს. ამ მოსაზრების არსი კი იმაში მდგობარეობს, რომ დანიელ ალვესი სამ ნორმალური კალიბრის ფეხბურთელს უდრის და თუ ჩვენ  ვსაუბრობთ მსოფლიოს ნომერ პირველი კლუბის მთავარ კოზირებზე აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ ჩავიესტასა და მესისთან ერთად დანიელ ალვესი! დიახ, ის უდიდესი ძალაა, რომელსაც ბევრი  ვერ ამჩნევს! მე ვფიქრობ, რომ ის +2 მოთამაშის საქმეს ასრულებს და კატალონიელები მოედანზე 11 ნაცვლად 13 მოთამაშით გამოდიან მოედანზე... 4–4–4 დიახ, პეპ გვარდიოლა სწორედ ამ სქემით ათამაშებს დრიმ თიმს!  დანიელ ალვესი, რომ არა ეს სქემა კი ასე გამოიყურება: 3–3–3... ის უნივერსალია, რომელიც საჭირო დროს, საჭირო ადგილას ჩნდება,  მას მე "სასრაფოდ დახმარებად" მივიჩნევ!  

                                    [media=http://www.youtube.com/watch?v=QP1mrnxN-6A] 

ბევრი მას სერხიო რამოსს ადარებს, ზოგი კი მაიკონს... ნათქვამია მჯობნის მჯობნი არ დაილევაო.. ასეც არის.. ვაღიარებ ამ სამეულს შორის დაცვით ფუნქციებს ყველაზე კარგად სერხიო რამოს  ასრულებს, რომელსაც მიუხედავად, რამდენიმე ფაქტისა  დიდ პატივს ვცემ... მაგრამ შეტევაში კი საუკეთესო დამეთანხმებით ალბათ, რომ სწორედ დანი ალვესია.  

                                     [media=http://www.youtube.com/watch?v=iT2npdnu8no] 

ძლიერი, იუმორის გრძნობით სავსე ადამიანი, უშიშარი და თავგანწირული... ასე შემიძლია დავახასიათო და სილვა... კატალონიელთა 2 ნომერი! მან აღიარა, რომ გასახდელში მისი ჩაცმულობისა და გემოვნების გამო ბევრი დასცინის, რაგან გამუდმებით  მათთვის სასაცილო მუსიკას უსმენს. განსაკუთრებით აქტიური ამ საქმეში კი რა თქმა უნდა ხერარდ  პიკეა! მას ძალიან უყვარს სათვალეები და ქუდი...

აი ამის დასტურიც

გენიალური მოთამაშე
ბევრს მისი არ ჯეროდა, მის შეძენას კრიტიკულად უყურებდნენ, მაგრამ ალვეშმა ყველას დაუმტკიცა, რომ ის ღირსი არის მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ითამაშოს! მან გვარდიოლასა და ფანების ნდობა მოიპოვა, რაც დამეთანხმებით, რომ ყველაზე საჭირო რამ არის გუნდში. ის თანაგუნდელებს უყვართ, რადგან შესანიშნავი ფეხბურთელი და ერთგული მეგობარია. 

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=5F4KhtJA78o]

დანიმ ერთ–ერთ ინტერვიუშ განაცხადა, რომ მისი კერპი ლეგენდარული ბრაზილიელი მარჯვენა მცველი– კაფუ არის და სწორედ მის საპატივსაცემოდ  აირჩია ნომერი "2" !..

სტატია მსურს ასეთი სიტყვებით დავასრულო:დანიელ ალვესი არის ერთ–ერთი მთავარი შემოქმედი, მთავარი გოლეადორი და დამცველი, ის უნივერსალია, რომელიც ყოველ თამაშში ბოლომდე იხარჯება, რადგან ჩვენ გაგვახაროს!



დანიელ ალვესის მიღწევები:

გ უ ნ დ უ რ ი :

ბაიას ჩემპიონატი – 2001

ნორთესტის თასი – 2001, 2002

ევროპის სუპერთასი – 2006/07; 2009/10 

უეფას თასი – 2006/07; 2007/08

ესპანეთის სუპერთასი – 2007/08;  2009/10;  2010/11; 2011/12

ესპანეთის თასი – 2006/07; 2008/09 

მსოფლიო ჩემპიონატი – 2009/10

ჩემპიონთა ლიგა – 2008/09; 2010/11

ესპანეთის ჩემპიონატი – 2008/09; 2009/10; 2010/11


ნ ა კ რ ე ბ ი :

კონფედერაციის თასი – 2009 

კოპა ამერიკა – 2007

მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატი – 2003



ი ნ დ ი ვ ი დ უ  ლ უ რ ი : 

უეფას თასის საუკეთესო ფეხბურთელი – 2005/06

ევროპის სუპერთასის საუკეთესო ფეხბურთელი – 2006 

ბარსამანიის სახელით ვულოცავ დანიელ ალვესს მეასე მატჩს რომელსაც ის  ხვალ (დღეს) გამართავს. მინდა წარმატებები და ბევრი ტიტული ვუსურვო "ბარსელონასთან" ერთად!

პ. ს. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბარსამანიის აქტიურ მომხმარებელს,  
Toko-_-Barca-ს რომელიც ძალიან მეხმარება ყველაფერში და ამ სტატიის დაწერაში უდიდესი წვლილი სწორედ მას მიუძღვნის.

                           

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.