ფაბრეგასი: "მე "არსენალზე" ცუდი არასოდეს მითქვამს"

ფაბრეგასი: "მე "არსენალზე" ცუდი არასოდეს მითქვამს"

 

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ფრანსესკ ფაბრეგასმა უარყო უკვე მსოფლიოში გავრცელებული ინტერვიუ, სადაც ვითომ ესპანელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ "არსენალის" დატოვების მიზეზი იყო კლუბში შექმნილი ცუდი სიტუაცია. ასევე ვითომ სესკის აზრით ლონდონელებს არ შეუძლიათ ჩემპიონობისთვის ბრძოლა და ძალიან დიდ კრიზისს განიცდიან.

 

"ასეთი რამ "არსენალზე" არასოდეს მითქვამს და არც ვიტყვი. არსებობენ ბოროტი ადამიანები, რომლებიც გაზეთში იმას წერენ, რაც უნდათ. ეს არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს."

"ისე მინდა და გამიხარდება ლონდონელების წარმატება, როგორც ყველა მათ გულშემატკივარს. სწორედ "მეთოფეებმა" მაქციეს იმად, რაც ახლა ვარ. ამას ნამდვილად მთელი გულით ვამბობ. მინდა "არსენალმა" რაც შეიძლება მეტი ტიტული მოიპოვოს და დიდ წარმატებას მიაღწიოს. ასევე ავღნიშნავ იმასაც, რომ რაც "ბარსელონაში" გადმოვედი, ჩემი პრეზენტაციის შემდეგ ინტერვიუ საერთოდ არ მიმიცია არავისთვის." –განაცხადა ფაბრეგასმა თავის "თვითერზე".

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.