როსელი:''მე ვიცი, რომ ''რეალს'' ნეიმარი არ გაუფორმებია''
სანდრო როსელმა 8TV-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ''რეალს'' ნეიმარი არ გაუფორმებია. მან ასევე დაამატა, რომ ნეიმარზე ის საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ფლობს. მისი თქმით ''რეალი'' ბრაზილიელ ახალგაზრდა ფეხბურთელთან მოლაპარაკებეს არ აწარმოებს. ეს მან სრული სერიოზულობით თქვა და არა ხუმრობით. ასევე მან ინტერვიუში ისაუბრა ''ბარსას'' მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე, სესკზე და ალექსისზე. '"'ბარსამ'' ამ წელს ორი ფეხბურთელი შეიძინა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ტრანსფერები სრულებით გამართლებული იყო და სწორი. ამას თქვენც ხედავთ, რომ ორივე ფეხბურთელი გამოადგა გუნდს. ალექსისიც და სესკიც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები არიან. მე თავიდანვეც ვიცოდი, რომ მათ ადაპტაციის გავლა არ გაუჭირდებოდათ."
მესი საუკეთესოა
ვინ არის საუკეთესო ''ბარსას'' ისტორიაში? : ''ამას კითხვა უნდა? რა თქმა უნდა ლეო. ის გუნდში დიდი სიმშვიდით გამოირჩევა. მას ჩვენთვის არასდროს შეუქმნია პრობლემა. "
ასევე მან ისაუბრა ''ბარსას'' თავკაცზე, პეპ გვარდიოლაზე: ''მე მასთან 5 წლიანი მეგობრობა მაკავშირებს. ის ჩინებული ადამიანია. მან კარგად იცის თავისი საქმე. მე იგი პირველად 23 წლის ასაკში შევამჩნიე. იმ დროს მე 30 წლის გახლდით. მან მალევე მიიპყრო ჩემი ყურადღება. პეპი მოკლედ, რომ ვთქვათ საუკეთესოა."
ყველაზე კარგი და ცუდი მომენტი
"ჩემთვის ''ბარსაში'' გატარებული ყოველი წუთი საუკეთესოა და დასამახსოვრებელი. მე აქ ყოფნა მომწონს. არაჩვეულებრივი გარემოა. სწორედ ამით განვსხვავდებით სხვა კლუბებისგან."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]