გუნდი ვალენსიაშია

გუნდი ვალენსიაშია

ესპანეთის დროით დღის 11 საათზე, თვითმფრინავმა, რომელშიც "ბარსელონას" დელეგაცია იჯდა, "ელ პრატის" აეროპორტი დატოვა და გეზი ვალენსიისკენ აიღო. დაახლოებით საათნახევრიანი ფრენის შემდეგ, თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას, "მანისეს" აეროპორტში ჩავიდა. აეროპორტიდან ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები გაემართნენ "მესტალიასთან" ახლოს მდებარე სასტუმრო "ვესტინში", სადაც ისინი თამაშამდე დარჩებიან და დაისვენებენ.

 

აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად იმგზავრა კლუბის პრეზიდენტმა, სანდრო როსელმაც. თვითმფრინავი ნახევრად ცარიელი იყო, ვინაიდან "ბარსელონას" მხოლოდ ხუთი გულშემატკივარი ახლდა თან.

 

შეგახსენებთ, რომ მატჩი "ვალენსიასა" და "ბარსელონას" შორის დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე, "მესტალიას" სტადიონზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.