გუნდი ვალენსიაში გაემგზავრა

გუნდი ვალენსიაში გაემგზავრა

ესპანეთის დროით დაახლოებით 11 საათზე, ”ბარსამ” გეზი ვალენსიისკენ აიღო. დღეს კატალონიელებს განსაკუთრებული საღამო ელით. თამაშის მოგების ან ფრედ დასრულების შემთხვევაში ისინი ზედიზედ მესამედ გახდებიან ქვეყნის ჩემპიონები.

ამ თარიღთან დაკავშირებით პეპ გვარდიოლამ ვალენსიაში გუნდი სრული შემადგენლობით წაიყვანა. მათ შორის ტრავმირებული მილიტო და ადრიანოც მოხვდნენ. გუნდთან ერთად ასევე გაემგზავრნენ ბარტრა, ტიაგო, ფონტასი და ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლები.

დაახლეობით 45 წუთში ”ბარსა” ვალენსიაში იქნება. აეროპორტიდან ფეხბურთელები პირდაპირ სასტუმროში წავლენ. თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გუნდი სასტუმროს დატოვებს და სტადიონს მიაშურებს. დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე აიღებს სტარტს.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.